ნუ რა ვთქვა??? ასეთ დროს რას ამბობენ ხოლმე? ემოციებს სიტყვებში ვერ გამოვხატავ.
შესანიშნავად ითამაშა ნოლემ. მე ვიცოდი, რომ თუ პირველ სეტს მოიგებდა, მეორე სეტი გაუჭირდებოდა და შეიძლება ფედერერსაც კი მოეგო, რადგან პირველი სეტის მოგების შემდეგ კონცენტრირება უჭირს ხოლმე. მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ამოქაჩვა მოახერხა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საუკეთესო ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ასეთი პერიოდები ჯოკოს კარიერაში დრო და დროა ხოლმე, ამიტომ ძალზედ საშიშია. თუმცა, სლემიც რომ მოიგოს, დამეთანხმებით, რომ სრულიად დაიმსახურებს! პროგრესს ჯერ კიდევ ამერიკის ღია ჩემპიონატიდან ვხედავ. თან, დევისის თასის მოგებამ დამაჯერებლობა შეჰმატა.
გადამწყვეტი ამ თამაშში იყო ის, რომ ნოვაკს პირველი პადაჩები გამოსდიოიდა. 69 % მაშინ როდესაც ფედერერს მხოლოდ 61% ჰქონდა. ნამდვილად პროგრესია პადაჩებში, ეს რომ არ აღინიშნოს არ შეიძლება. ამავდროულად გადამწყვეტი როლი ითამაშა მისმა ბექჰენდმა. ძალიან საშიში მარცხენა აქვს პირდაპირ ხაზზე რომ სვამს, ჩემი თვალით მაქვს ეგ დარტყმა ნანახი 4 მეტრის დაშორებით-შესანიშნავი და ძალიან ლამაზია.

მე არ ვიტყვი რომ ეს მოგება ფედერერის ცუდი თამაშის ბრალია, უბრალოდ ჯოკოვიჩმა ძალიან კარგად ითამაშა. თვითონ ფედერერიც აღნიშნავს, რომ ნოვაკი ძალიან საშიში მოწინააღმდეგეა, არასდროს იცი რას უნდა ელოდო მისგანო.
მე კი მეორე სლემს ველი და ვიცი რომ ნოვაკი ამას დამსახურებულად მოიგებს.
