თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია დღევანდელი თამაში და როგორ მოუთმენლად ველოდები!

არც კი მჯერა, რომ რაფას და როჯერს კვლავ ერთად ვნახავ, ოფიციალურ თამაშზე და არა რამე საქველმოქმედო, ან მის მსგავს შეხვედრაზე.
დღეს ვნახე რომ ფედერერი გავიდა ფინალში და იმის მერე ბედნიერი დავდივარ, ერთი სული მაქვს საღამო როდის მოვა

ხო მართლა, თვალი გადავავლოთ რაფას და როჯერის წინა დაპირისპირებებს:
Rafa & Roger: The Rivalry ხშირად ამბობენ სხვადასხვა თამაშზე/სპორტსმენზე/სპორტის სახეობაზე რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. ზოგჯერ სასაცილოდაც ჟღერს, იმიტომ რომ ყველა სუბიექტურად უყურებს ამ საკითხს.
მაგრამ რაფა-როჯერის დაპირისპირება უკვე მართლა გაცდა მხოლოდ სპორტს, ხოდა დღეს დიდი სიამოვნება გველის, ანგარიშის მიუხედავად

შეხვედრებს შორის ალბათ, საუკეთესო ფოტო & საუკეთესო მომენტი
This post has been edited by Konchetina on 16 May 2010, 14:50
მიმაგრებული სურათი