იცი რა არის ? ჯერ ერთი კეი დიდია მილოშზეც და გრიგორზეც
მერე ტოპებში უკვე მე3 სეზონია რაც მოძრაობს ანუ აქვს უკვე ეს შლემების , ათეულში ყოფნის და ასე შემდეგ გამოცდილება
თითონ იმის განცდაც რომ უკვე შენ ხარ ტოპ ჩოგბურთელი და მატჩების ფავორიტი და ასე შემდეგ რა აღარ გავაგრძელებ მიხვდით რისი თქმაც მინდა
რაონიჩიც დიმიტროვთან შედარებით ამ მხრივ წინააა დიდად შარშან უკვე ალტერნატივა იყო შემაჯამებელზე
გრიგორი კიდევ ვინიყო შანრშან ? არავინ ფაქტიურად , ტოპ 30ში დაამთავრა წინა სეზონი
ხოდა მისთვის ყველაფერი პირველად იყო წელს ეს მასტერსების 1/2 ფინალები , შლემის , ათეული მოკლედ ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე
და არაა ასე ადვილი ხალხს რომ გონია ამ ყველაფერთან შეგუება , ამ დონის ჩოგბურთის მთელი სეზონი გაქაჩვა
1ლი ნახევარი სეზონის ძაან კარგი იყო დიმიტროვი უიმბლდონის მერე მე-5 ლონდონისთვის რბოლაში
მერე მეორე ნაწილი ვეღარ გამოუვიდა ისეთი
ვერც შედეგებით და ვერც თამაშის დონით 1-ელ ნახევარს ვერ დაეწია
ხდება
მითუმეტეს როცა ჯერ ყველაფერი პირველადაა მისთვის მერე ნელ ნელა აწყობ შენს სატურნირო გრაფიკს და ვარჯიშის გეგმას ისე როგორ იცი რომ აწყობს ორგანიზმს შენი ფორმაში შესვლის პიკებს და ბევრი ნიუანსია კიდევ
მაგალითად შეეძლო ტოკიოში ჩასულიყო სადაც გაცილებით იოლი სასტავი იყო ვიდრე პეკინში , ეთამაშა ვალენსია მაგალითად და არა ბაზელი სადაც ეგრევე როჯერზე მოსვდა 1/4 ფინალში და ასე შემდეგ რა
შეეძლო უფრო ჭკვიანურად შეედგინა გრაფიკი - მომავალში ეცოდინება რა უნდა ქნას
გამოცდილებაზე და შეცდმომებზე სწავლობს ადამიანი