ივანოვიჩმა ცინციში ჯერ ვიკა დაამარცხა,მერე შვედოვა, ახლა ვესნინას რიგია. აიდეეე, ანააა
ძალიან გაუბრაზებია მონრეალის დირექტორს ივანოვიჩი. ველური ბარათი რომ არ მისცეს(ანამ თქვა,მიზეზად ჩემი არაკანდური წარმომავლობა დაასახელესო), სერბმა კვალიფიკაციაში მონაწილეობა გდაწყვიტა, მაგრამ ტურნირის დირექტორის მიერ ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ივანოვიჩმა გადაწყვიტა აღარ გამოვიდეს კანადაში, მიუხედავად იმისა რომ უკვე ველურ ბარათს სთავაზობენ. ბატონ დირექტორს უბრძანებია, სილამაზის გამო ველური ბარათებით არავის ვაჯილდოვებთო. თუკი ივანოვიჩს სურს, კანადაში გამოსვლა, კეთილი ინებოს და კვალიფიკაცია გაიაროსო,მან უნდა დააამტკიცოს რომ ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრის ღირსიაო. ივანოვიჩს მიაჩნია, რომ მსგავსი ეპითეტები მას არ დაუმსახურებია და რომ ტურნირის პოპულარიზაციისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. გამომდინარე იქიდან, რომ გაკეთებული განცხადებების გამო, ივანოვიჩს თავი ტურნირის ორგანიზაოტორთათვის სასურველ კანდიდატად არ მიაჩნია, ანა მისი კანადაში თამაშის მომლოდინე გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის და მონრეალში აღარ ჩავა.

პ.ს. სულ გადაირივნენ ეს ორგანიზატორები, იმის მაგივრად ჩოგბურთელთათვის კომფორტის შექმნასა და მაყურებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იზრუნონ, სისულელეებს აკეთებენ. ჯერ სერენას მოთხოვეს 100$ გადახდა ლოს-ანჯელესში მატჩზე დასასწრებად(მაშინ როცა უილიამსი უფასოდ არეკლამებდა ტურნირს), შემდეგ ტომაშ ბერდიხს არ მისცეს მატჩიდან მატჩამდე ძალები აღდგენის საშვალება და იძულებული გახადეს ეთქვა, მომავლ წელს ვაშინგტონში ჩემი ფეხი არ იქნებაო, ახლა ივანოვიჩი გააბრაზეს და მონრეალზე ააღებინეს ხელი(თუ ჩოგანი

)
რაფაზეც იგივე შეიძლება ითქვას, როცა უიმბლდონზე პირველის ნაცვლად მეორე ნომრად განთესეს. უბრალოდ ნადალს პრეტენზიები არ გამოუთქვამს.