სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლის სეზოისთვის მზადების შესახებ უამბო თავის გულშემატკივრებს. ავსტრალიური სერიის ტურნირებისთვის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ფიტნესის მწვრთნელ მარია ლოიანიჩთან ერთად ვარჯიშობს.
"სეზონისთვის კარგად მომზადების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი - ვარჯიშების მრავალფეროვნებაა, - მიიჩნევს 2008 წლის როლან გაროსის ჩემპიონი. - პროგრამაში უნდა შეიტანო რაც შეიძლება მეტი სავარჯიშო, თანაც სპორტის სხვადასხვა სახეობიდან. მაგალითად, რეგულარულად ვთამაშობ პლაჟის ფრენბურთსა და კალათბურთს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა, რადგან ვარჯიშები ბუნების წიაღში მიმდინარეობს.
თუმცა არც სპორტდარბაზში ვარ მოწყენილი. იქ მაგალითად, მუსიკის თანხლებით იოგას ვარჯიშებს ვაკეთებ, გარდა ამისა, მომზადების პროგრამაში შევიტანე კრივის ელემენტები...
რა თქმა უნდა, ტრადიციული ვარჯიშებიც არ მავიწყდება: დიდ დროს ვატარებ ტრენაჟორებთან, კერძოდ, სარბენ ბილიკზე. მაგრამ ეს ყველაზე მოსაწყენი ვარჯიშია, არატრადიციული უფრო მომწონს".
როგორც იცით, უკვე დიდი ხანია კრივის ელემენტები აქვს შეტანილი თავის მოსამზადებელ პროგრამაში დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის.
მიმაგრებული სურათი