პატაია (ტაილანდი). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი
მონაწილეთა შემადგენლობა: ვერა ზვონარევა, ანა ივანოვიჩი, მარია კირილენკო, დანიელა ჰანტუხოვა, რობერტა ვინჩი, შუაი პენგი, ჟი ჟენგი, სარა ერანი...
აქაც ერთი გამოკვეთილი ფავორიტია - რუსი ვერა ზვონარევა, რომელმაც ავსტრალიის ღიას შემდეგ რეიტინგში მეორე პოზიცია დაკარგა. სხვათა შორის, ვერას პატაიაში ორჯერ გაუმარჯვია და ახლა ჰეთ-თრიკის შესრულებას ეცდება.
მესამე ნომრად განთესილი მარია კირილენკო ტრადიციულად ძალიან წარმატებულად თამაშობს აზიაში. კარიერის განმავლობაში 24 წლის რუსს ხუთი ტიტული აქვს მოგებული და სამი სწორედ ამ რეგიონში (პეკინი - 2005, კალკუტა - 2007, სეული -2008).
რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ანა ივანოვიჩი და დანიელა ჰანტუხოვა. სერბი პირველივე წრეში გამოეთიშა ავსტრალიის ღიას და ახლა საკუთარი მაყურებლის თვალში რეაბილიტაციას ეცდება. ჰანტუხოვამ კი ძალიან ცუდად ითამაშა გასულ კვირას ფედერაციის თასზე - ორივე ერთეულთა მატჩი დათმო.
მიმაგრებული სურათი