Qetusiვერ მიხვდი, ეტყობა, რას ვამბობ

რა შუაშია უიმბლდონის ამ გადაწყვეტილებასთან მაშა, ჟუჟუ ან როჯერი?!
სადმე რომელიმე ჩოგბურთელთან რამე პრეტენზია დავაფიქსირე?
უკმაყოფილება გამოვთქვი ორგანიზატორებთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
უსამართლობაა ის ფაქტი, რომ ერთ სლემს (რაც არ უნდა პრესტიჯულ შელემად ითვლებოდეს. თუმცა ვისთვის როგორ. ბევრს უყვარს ამერიკა და ღამის მატჩები, თავისი უშველებელი არტურ ეშის კორტით) ამდენი უფლება ქონდეს.
რაც შეეხება მოსამზადებელი პერიოდის სიმცირის პრობლემას, ამას უიმბლის ორგანიზატორთა მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებები კი არა, ბალახის საფრისათვის კალენდრის გაზრდა გამოიწვევს, ჰარდის(პლუს თიხის) საფარისთვის დროის შემცირების ხარჯზე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როჯერის პირველ ნომრად განთესვა მაშინ, როცა ნადალი სრულიად დამსახურებულადაა პირველი ჩოგანი, რაფასადმი დიდი უპატივცემულობის, როჯერისთვის კი დიდი პატივისცემის გამოხატულება