მე თამაშს მშვიდად სამსახურიდან ვუყურებდი
მე-2 სეტიდან ჩავერთე
ხოდააა მე-3 სეტში რო დაკარგა ენდიმ ჩაწოდება დავკარგე იმედი, გავბრაზდი

წამოვედი სახლში, მოვედი დავისვენე, ვჭამე და ვფიქრობდი ნეტა ახლა კიდევ თამაშობენ თუ არათქო

ჩავრთე ევროსპორტი და რას ვხედავ

ჰოი საოცრებავ! მე-5 სეტში 5:1 ენდი აწვდის და 15:0
რაც ვნახე თითქოს ცუდად არ თამაშობდა ენდი
მაგრამ ჩვეულ სტილში ინერტული იყო და აქტიურ რიშარს და მის შესანიშნავ დარტყმებს ძლივს უმკლავდებოდა.
კი ვიცი რო ენდის უყვარს საკუთარი თავის ტესტირებები,
გასაგებია რიშარს არ ეყოფოდა გამძლეობა, ამას ენდიც ხედავდა,
მაგრამ ჯობდა ისევ თავადვე ეაქტიურა და არ დაეხარჯა ამდენი ენერგია...
ვინც ბოლომდე უყურეთ კარგი თამაში იყო ხო?
აუცილებლად ჩავიწერ ამ დღეებში
გასკე რა საყვარელი იყო, ღირსეულად გავიდა კორტიდან
რიშარს რო სკანდირებდნენ უსმენდით?