ხვალ ძალიან საინტერესო თამაშებია, ნუ უკვე დღეს

დე ბაკერი - ისნერი
მემგონი დე ბაკერს არ უნდა გაუჭირდეს დაღლილ-დაქანცული ისნერის დამარცხება მაგრამ ყველა ვარიანტში ძალიან საინტერესო თამაში იქნება..
ბერდიხი - ისტომინი
ბერდიხი ძალიან მაგარ ფორმაშია რასაც ვუყურებ იმენა ძალიან მაგრა თამაშობს, მეტოქე არ ჰყოლია დაუძლეველი მაგრამ ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს..
მაგრამ მაინც ისტომინისკენ ვიხრები რატომღაც

დავდებ კიდეც ისტომინზე ან მეტს

გერმანულ-ავსტრიული პარა კი მემგონი წარმატებას მიაღწევს და ორივე მოიგებს თავის თამაშებს..
მელცერიც და მაიერიც

როდიკსაც და ჰიუიტსაც საკმაოდ რთული თამაშები ექნებათ
არ არის ხელწამოსაკრავი არც კოლშრაბერი და არც მონფილსი..
მემგონი უფრო ჰიუიტს უნდა გაუჭირდეს მაგრამ ორივე მოიგებს

ალბათ დრო მოვიდა რომ ფედერერმა ადვილად მოიგოს

და მოიგებს კიდეც

აი იუჟნი მეთიუს თამაშს რაც შეეხება
თითქოს ისე მოჩანს რომ იუჟნი უპირობო ფავორიტია
მაგრამ ჩემის აზრით 50/50ზეა, მეთიუ ბევრად დასტოინი ტიპია და არ უყვარს ცანცარი იუჟნისგან განსხვავებით ეს კი ბალახზე თამაშისას დიდი პლიუსია
ვუყურებ აუცილებლად ამ თამაშს..
ქალებში
კლასიტერსი და ვენუსი რომ მოიგებენ ამას 2 აზრი ნამდვილად არ უნდა
ასევე ენინიც.. კერბერსაც დიდი შანსი აქვს წარმატების თუ ითამაშა თავისი თამაში და ბევრი შეცდომა არ დაუშვა ალბათ ეგეც მოიგებს..
აი ვიკმაიერი-ზვონარევას წყვილს რაც შეეხება
უფრო ზვონარევასკენ ვიხრები..