ტეხავს მთვრალი რო იგებ ეგეთ ამბებს, იმენა ემოცეიბზე აყოლილი გუშინ რამოდენიმე რამე მივამსხვრიე, მაგრად გამიტყდა ეს ამბავი
მე 2003-ში 1-ად დავიწყე ჩოგბურთის ყურება და ჩემი 1-ლი მატჩი ფერერო-სანტოროს იგრა იყო ავსტრალიაზე, იმ წამსვე დამევასა ფერერო და უკვე მაშინ 13 წლისას ვთქვი რო მე ფერეროთი მოვედი ჩოგბურთში და ფერეროთი წავიდოდი, უბრალოდ სხვა არაფერი მაინტერესბედა ჩოგბურთში, მარტო ფერერო..სხვა თამაშს უბრალოდ ვერ ვუყურებდი, სულ რო მასტერსი კლასი ყოფილიყო მაგრად მეკიდა, რადგან უბრალოდ შეუძლებელია სხვისი თამაშის (რაც არ უნდა მაგარი მატჩი იყოს) ყურება როცა შენი საყვარელი ჩოგბურთელი არ თამაშობს..
2003: წელი კარგად დავიწყეთ, სიდნეიში ფინალში გავედით, მაგრამ ჩვენი დღე არ იყო ფინალის, რადგან მაგ დღეს კორეის ჰიმნი გაჟღერდა. ავსტრალიან ოუპენზე ჩვენი ფაინალ რაუნდი 1/4-ფინალი იყო..ესე არ უნდა რჩებოდეს, დროა მოვიგოთ..
ხოდა ჩვენი 1-ლი ტიტული იმ წელს მონტე-კარლოში აღმოჩნდა, სადაც უბრალოდ ჩვენ ვთამაშობდით და სხვა გვიყურებდა როგორ ვწევდით მასტერსის თასს.
ბარსელონამ და რომმა მხოლოდ 1/2-ფინალში გაგავიშვა, მეტი აღარ გაგვიმეტა, მაგრამ მალევე ვალენსია მოვიდა და მოგვთხოვა კიდევაც რო მოგვეგო ეგ ტურნირი და მოვიგეთ კიდეც. და აი მოვიდა ის წამი:
ეს ხომ საფრანგეთის ღია პირველობაა, მე ვნერვიულობ, შენც..მაგრამ ეს ჩვენი წამია, წუთია, საათია, ყველაფერი ჩვენია..მე მივდივარ მოსაგებად და შენც მომყვები..მე ესპანელი ვარ რომელმაც საფრანგეთში ყველა ფეხზე წამოვაყენე და ყველას ჩემი სახელი ვაძახებინე, ყველას ვუყვარვარ, თვითონ მარტინ ფერკერკსაც კი რომელიც ფინალში დავამარცხე, მაგრამ ის მოვიდა და დიდი გამარჯვება მომილოცა..მე ხომ ჩემი 1-ლი და უკანასკნელი სლემი მოვიგე! ეს წელი ჩემი იყო, მე ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენი ვარ, თვით მეფე ხუან კარლოსი მაჯილდოვებს, მეტი რაღა უნდა მინდოდეს..მადლობა ამ წელს. მაგრამ ამ წელს მე ძაან შევუყვარდი და დევის თასზე ჩემი ესპანეთი ფინალში გავიყვანე, მაგრამ სამწუხაროდ ეს წელი ნაკრების არ იყო..არაუშავს, მე ამ წლის მადლიერი ვარ.
2004: მე 2003 წელს მადლობა მოვუხადე და დავპირდი ჩემ თავს რო ყოველთვის გავიხსენებდი მას რაც არ უნდა მომხდარიყო, რადგან 2004-მა უბრალოდ დანა გამიყარა ზურგში და მე თვითონ ერთი სურვილი მქონდა როდის დასრულდებოდა ეს წელი და ახალი წლის მოლოდინში ვიყავი, სულ 2-3ჯერ თუ ვითამაშე წესივრად მაგ წელს, უმეტეს დროს გამოჯანმრთელებას ვანდომებდი. ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ აგერ მოვიდა დევისის თასი და მე ნაკრებში ვარ და როგორც წინა წელს ისევ მე ვარ მთავარი დამნაშავე რო ესპანეთი ფინალშია და ამ მჯერად ჩვენ ვერაფერი გაგვაჩერებს, ეს ჩვენი ნაკრების წელია!
2005: მე უკეთესად ვარ, მაგრამ ფორმაში ჩადგომა მიჭირს, თუმცა მონტე-კარლო ხო ჩემია და ამჯერად 1/2-ფინალში მიშვებს, მეტს ვერ იმეტებს სამწუხაროდ, არადა მე ხო ის ძაან მიყვარს. ბარსელონა მე ვერ მიტანს, რადგან ფინალში ნადალი ურჩევნია, ვიდრე მე. ავსტრიაშიც ვიყავი და იქაც ფინალში გავედი, მაგრამ რამდენი ფინალი უნდა წამეგო? ეგეც წავაგე, მართალია ქულები მომემატა მაინც, მაგრამ ფინალის წაგება არ შეილება.
2006: ტრავმები ისევ ტრავმები..რატო ღმერთო? რას მერჩი? ნუთუ არ გინდა ისევ ჩემი საყვარელი ბექჰენდი განახო..არაა ეს ჩემი წელი, მე ვთამაშობ უბრალოდ სადაც კორტია, მაგრამ წელს თუ არ უყვარხარ ე.ი. მთელი წელი დრო ტყუილა გაგყავს. ერთი ცინცინატის ფინალის მაჩუქა მაგ წელმა, მაგრამ მანდაც დამამარცხა.
2007: მე ცუდად დავიწყე წელი, 1-ლივე თამაში ჰეინეკენის თასზე უბრალოდ ხუმრობაც კი არ იყო, არ ვიცოდი რა მეკეთებინა კორტზე. ავსტრალიამ ზურგი მაქცია, თუმცა ბრაზილიამ გამიღიმა თავიდან, მაგრამ ფინალში ისევ ჩემი დრო არ იყო. უბრალოდ მომბეზრდა ეს წელიც, ხან მე-3 რაუნდში ვარდები, ხან მე-4 რათ მინდა ეგეთი თამაში? არ ვარ მე ფორმაში და მოდი ჯობია უბრალოდ ვუყურებ ვიდრე ვითამაშებ.
2008: უცანურია მაგრამ მე კარგად დავიწყე სეზონი, ფინალში გავედი, მაგრამ ისევ წავაგე..უკვე მეღიმება ამდენი ფინალის წაგების შემდეგ, იქნებ ჯობია რო ფინალში აღარ გავიდე და უბრალოდ ჩემთვის ვეთამაშო ხოლმე. ესეც მოვიქეცი და სადაც გავედი, მე-4 რაუნდს ვერ გავცდი, ალბათ ჯობდა კიდევაც, აბა ფინალში სადაც არ უნდა გავსულიყავი წაავგებდი მაინც და აზრი არ ქონდა, ამიტომაც პროსტა ვასრულებდი წელს.
2009: არც ეს წელი ჩამორჩა წინა წელს, ისევ ჩემთვის ვთამაშობდი, მაგრამ მოროკოში მოვინდომე და ფინალში გავედი..ფინალში ფრანგ ფლორან სერას ვხვდები და ვფიქრობ ეხლა ვეთამაშო თუ უბრალოდ ავდგე და წავიდე აქედან? აღარ მინდა ფინალის წაგება, მაგრამ ესე წასვლა არაა სწორი, მოდი ვითამაშებ მაინც, იქნებ კასაბლანკას მზე ჩემთვის ანათებს დღეს და მე არც შევცდი, ის მართლა ჩემთვის ანათებდა და 6 წლის მერე ისევ ტიტული ჩავიხუტე..დიდი არაფერი წონის ტიტული იყო, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ზოგისთვის შეილება უიმბლდონი რო მოეგო, რადგან როგორც იქნა ისევ ტიტულს ვეხუტები და ტრიბუნაზე ჩემ სახელს სკანდირებენ.
2010: ამ წელმა მე სამხრეთ ამერიკა შემაყვარა, ჯერ ბრაზილი, მერე არგენტინა. ბრაზილია ჩემი იყო, ბაიას შტატმა მე გამიღიმა და კიდე ერთი ტიტული მაჩუქა. არც "კეთილი ჰავა" ჩამორჩა ბრაზილიას და აქაც მე ვიყავი გამარჯვებული, უკვე 2 ტიტული, ვაა მეჩვენება თუ მე 2003 წელი მიბრუნდება? თუმცა მექსიკამ მაწყინა და ფინალი დამათმობინა ისევ, თუმცა ეგ არაფერი, მაინც ლამაზი წელი იყო და ხასიათს ვერაფერი გამიფუჭდება. მითუმეტეს მე უმაგის ქალაქი მელოდებოდა, სადაც ადრიატიკის ზღვა ხელს მიქნევდა და ისტრიას ტერიტორია მე მიღიმოდა, ეს ჩემი დღე იყო, მე ხომ ისევ ტიტული მიჭირავს ხელში და მე გამარჯვებული ვარ!
2011: მომაბეზრეს ტრავმებმა თავი, აღარ შემილია ისე სირბილი კორტზე როგორც ადრე იყო, თან უკვე 31 წლის ვარ და დავიღალე..სადღა მაქვს იმის თავი 18 წლის ბიჭივით რო დავრბოდე, მაგრამ მე მაინც ვთამაშობ, რადგან მიყვარს ეს სპორტი და ამ სპორტით მე ვსუნთქავ..დიდი ვერაფრით გამოვირჩიე ამ წელს, მაგრამ გერმანია და შტუტგარტი ჩემ მხარეს იყო და კიდევ ერთი, რიგით მე-16 ტიტული ჩავიხუტე და სავარაუდოდ ამით დავასრულე მე საჩოგბურთო კარიერა ტიტულებში.
2012: მე 32 წლის ვარ და კიდე ვითამაშო ნეტა? ტრავმები არას მეუბნებიან, მაგრამ ჩემ ერთგულ ფანებს რა ვუთხრა მერე? როგორ გავუტეხო გული? ამიტომაც მე ვთამაშობ ისევ, მართალია უბრალოდ კორტის ფორმალობას ვახდენ, მაგრამ რა ვქნა ჩემებო მეტი აღარ შემიძლია, იმედია გამიგებთ, მე მიყვარს ჩოგბურთი, მე მიყვარს ჩემი ფანები, მაგრამ არი მომენტები როცა უბრალოდ იღლები და გინდა ნელ-ნელა დაასრულო..თუმცა წელი მაინც ლამაზად მიდის..
12 სექტემბერი: ბოდიშით, მაგრამ მე მივდივარ! (მეტის თქმა საჭირო არაა, ისედაც ბევრს ვატკინე გული ამ უბრალო 4 სიტყვით)
This post has been edited by 77. on 13 Sep 2012, 13:56
მიმაგრებული სურათი