Maria Sharapova
წინა თემის ლინკი: მარია შარაპოვა!ქვეყანა : რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი: Bradenton, Florida, USA
დაბადების თარიღი:1987 წლის 19 აპრილი
დაბადების ადგილი: Nyagan, Russian SFSR, Soviet Union
სიმაღლე : 1.88მ (6 ft 2 in)
წონა : 59კგ (130 lb)
პროფესიონალია : 2001 წლიდან
კარიერის მანძილზე მოგებული თანხა: $13,744,179 ამერიკული დილარი
გამაჯრვება: 369
დამარცხება: 90
ტიტულები: 22
ყველაზე მაღალი ადგილი რეიტინგში: No. 1 (2005 წლის 22 აგვისტო)
მიმდინარე პოზიცია რეიტინგში: No. 18 (15/11/2010)
საუკეთესო შედეგები დიდ შლემებზე : Australian Open : W 2008
French Open : SF ( 2007)
Wimbledon : W (2004)
US Open : W (2006)
WTA Championships : W (2004)
Career Titles/FinalsSingles Career Titles (22): 2010 : (2) - Memphis(Indoor/Hard/International), Strasbourg(Outdoor/Clay/International)
2009 : (1) - Tokyo(Outdoor/Hard/Premier)
2008 : (3) - Australian Open(Outdoor/Hard/GS),Qatar Total Open - Doha(Outdoor/Hard),Amelia Island(Outdoor/Green Clay)
2007 : (1) - San Diego(Outdoor/Hard)
2006 : (5) - Pacific Life Open(Outdoor/Hard),San Diego(Outdoor/Hard),US Open(Outdoor/Hard/GS),Zurich Open(Indoor/Hard),Generali Ladies Linz(Indoor/Hard)
2005 : (3) - Tokyo(Indoor/Carpet),Doha(Outdoor/Hard),Birmingham(Outdoor/Grass)
2004 : (5) - Birmingham(Outdoor/Grass),Wimbledon(Outdoor/Grass/GS),Seoul(Outdoor/Hard),Tokyo(Outdoor/Hard),WTA Tour Championships(Indoor/Hard)
2003 : (2) - Tokyo(Outdoor/Hard),Quebec City(Indoor/Hard)
Singles Career Finalist (10):2010 : (3) - Birmingham(Outdoor/Grass/International),Stanford(Outdoor/Hard/Premier),Cincinnati(Outdoor/Hard/Premier)
2009 : (1) - Toronto(Outdoor/Hard/Premier)
2007 : (3) - Australian Open(Outdoor/Hard/GS),Birmingham(Outdoor/Grass),Sony Ericsson Championships(Indoor/Hard)
2006 : (2) - Dubai Duty Free Women's Open(Outdoor/Hard),NASDAQ-100 Open - Miami(Outdoor/Hard)
2005 : (1) - NASDAQ-100 Open - Miami(Outdoor/Hard)
2004 : (1) - Zurich(Indoor/Hard)
Doubles Career Titles (3):2004 : (1) - Birmingham(W- Kirilenko/Outdoor/Grass)
2003 : (2) - Tokyo(w- Tanasugarn/Outdoor/Hard), Luxembourg(w- Tanasugarn/Indoor/Hard)
ბიოგრაფიამარია შარაპოვა დაიბადა 1987 წლის 19 აპრილს,ციმბირის პატარა ქალაქ ნიაგანში,სადაც მარიას მშობლები გადმოვიდნენ ქალაქ გომელიდან, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.მარიამ ჩოგბურთის თამაში დაწყო 4 წლის ასაკში.ამ დროისთვის კი შარაპოვების ოჯახი უკვე სოჩში ცხოვრობდა..მარიას პირველი მწვრთნელი იყო იური იუდკინი.მან შეამჩნია მაშა,რომელიც აქეთ-იქით დადიოდა დიდების ჩოგნით ხელში,მამამისის(იური შარაპოვი) ვარჯიშებზე,რომელიც ჩოგბურთის დიდი მოყვარული იყო.მარიას მამა მეგობრობდა ევგენი კაFელნიკოვის მამასთან და სწორედ მან აჩუქა მაშას პიველი ჩოგანი.მარიას პირველი მწვრთნელი იური ვასილევიჩ იუდკინი ისხენებს:''რამაც მე განმაცვიფრა მაშაში იყო ის რომ 4-5 წლის ასაკში ის გონივრულად ძალიან განვითარებული იყო. ითვისებდა ყველაფერს რასაც მე ვუხსნიდი და ვაჩვენებდი.ის ითვისებდა ისეთ დარტყმებს რომლებიც დღესაც კი ზოგიერთებისთვის გაუგებარია.7 წლის ასკში მას შეეძლო შეესრულენიბა დატრიალებული მოწოდება(крученная подача) და იყო პატარა ოსტატი.თქვენ ვერ წარმოიგენთ, მაგრამ მაშა ცხოვრებაში კეთილი,ნაზი, მომღიმარი გოგონაა ... აი დაიჭერს თუ არა ხელში ჩოგანს მხეცად გადაიქცევა.მიზანდასახულია,არავის ეშინია,მისთვის მთავარია გაიმარჯვოს,რადაც არ უნდა დაუჯდეს.3 წლის განმავლობაში, რაც მე მისი მწვრთნელი ვიყავი, მას არც ერთხელ არ უთქვამს მაწავლებელო მე დავიღალე.’’
6 წლის მარია ნახა მარტინა ნავრატილოვამ მოსკოვში,სადაც ის მასტერ-კლასს ატარებდა დამწყები ჩოგბურთელებისათვის.ნავრატილოვამ,რომელმაც უყურა პატარა მაშას თამაშს,ურჩია იურის რომ მარია წაეყვანა ნიკ ბოლეტერის საჩოგბურთო აკადემიაში რომელიც ამერიკაში,შტატ ფლორიდაში,ქალაქ ბრედენტონში მდებარეობს.იურიმ,რომელიც ყოველთვის ცდილობდა განევითარებინა შვილის ნიჭი,მიიღო გადაწყვეტილება წაეყვანა შვილი ამერიკაში.და ის დღესაც ყველა ტურნირზე უცვლელად ქომაგობს თავის გოგონას.მაშას და იურის ამერიკაში წასვლაში მოეხმარა რუსეთის ჩოგბურთის ფედერაცია.მარიას დედამ,ელენამ,ამერიკაში ჩასვლა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოახერხა,როდესაც მიიღო ვიზა.იურიმ გადაათვალიერა ყველა მწვრთნელი და აირჩია მაშასთვის საუკეთესო-რობერტ ლანდსდორფი.ადამიანი, რომელსაც აღზრდილი ყავს ისეთი ჩემპიონები როგორებიც არიან პიტ სამპრასი,ტრესი ოსტინი და ლინდსეი დევენპორტი.

ნიკ ბოლეტერი აბობს:'' ჩოგბურთი არის ის რაც მაშას ახალისებს(заводит),ის ივიწყებს ყველაფერს რაც ჩოგბურთს არ ეხება-ფოტოსესიებს,გადაღებებს და .ა.შ.. მართალია მარია ამასიც აკეტებს.მაგრამ გარწმუნებთ,ეს ყველაფერი ჩოგბურთთან შედარებით არაფერია მისთვის მთავარია ის რაც მან კორტზე უნდა გააკეთოს.ერთი რომ შეხედოთ როგორ ვარჯიშობს,განცვიფრებულები დარჩებით.ის არასოდეს დგას კორტის შუაში და არასოდეს ხარჯავს ზედმეტ დროს გახურებაში.არა,ის გამოდის კორტზე და ამბობს:''დავიწყოთ,ეშმაკმაც დალახვროს.(Ну что, начнем, черт возьми!)''.ის ნამდვილი მებრძოლია და ნებისმიერი აკადემიაში, ვინც მარიასთან სპარინგს გადაწყვეტს,ძალიან მოკლე ხანში ემსგავსება საცდელ კურდღელს''.
დიდების ტურნირებზე,რომლებიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება,მაშას დებიუტი 2001 წელს სარასოტაში შედგა.სადაც მაშა პირველივე წრეში დამარცხდა.მაგრამ მოუხედავად ამის,1 წლის შემდეგ კოლომბუსში მოუგო მოწინააგმდეგეს რომელიც შედიოდა რეიტინგის პირველ 300 კაცში .მარია კი თავის მხრის რეიტინგში საერთოდ არ იყო.

2002 წელს მარიამ მოიგო 3 ITF-ის ტურნირი-იაპონიის გუმნეში,ვანკუვერში და ამერიკის ქალაქ პიჩტრი -სიტიში.2003 წლიდან კი მარიამ დაიწყო რეგულარულად მონაწილეობის მიღება სოლიდურ ტურნირებში.იანვარში გაიარა კვალიფიკაცია ავსტრალიის ღია პირველობაზე,თებერვალში კი რეიტინგში 153-ე ადგილზე იყო.მაისში მოიგო კიდევ ერთი ITF-ის ტურნირი სი-აილენდი ამერიკაში და როლან გაროსზეც, როგორც ავსტრალიაში, შეძლო კვალიფიკაციის ტურნირის დაძლევა და მთავარ ბადეში მოხვედრა.
ამის შემდეგ დაიწყო ტურნირები ბალახზე,საფარზე რომელზეც მარიას განსაკუთრებით კარგად გამოსდის თამაში.ბირმინგემში მაშამ ერთმანეთის მიყოლებით 3 განთესილი ჩოგბურთლი დაამარცხა :ფრანგი ნატალი დიში (მე-5 განთესილი),შვეიცარიელ მერი-გაიანე მიკაელა(მე-11) და რუსი ელენა დემენტივე(1-ლი განთესილი). ამის შემდეგ 1/2 ფინალში დამარცხდა იაპონელ ასაგონთან.შემდეგ ორგანიზატორების მოწვევით,მაშამ იასპარეზა უიმბლდონის ტურნირზე სადაც 16 საუკეთესოში შევიდა.(ანუ მე-4 წრეში გავიდა).2003 წლის ბოლოს კი მაშამ პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია-მან მოიგო 2 WTA-ის ტურნირი - ტოკიოში და კვებეკ-სიტიში.და დაამტავრა წელი 32-ე ადგილზე რეიტინში.მსოფლიო ჩოგბურთის ფედერაციამ კი მარია წლის საუკეთესო ახალბედა ჩოგბურთელად აღიარა.
ამის შემდეგ მარია სულ ზევით და ზევით მიიწევდა.
2004 წლის დასაწყისში მაშა შევიდა საუკეთესო ჩოგბურთელების ოცეულში.გავიდა როლან გაროსის 1/4 ფინალში.რასაც მოყვა თამაშების წაუგებელი სერია ბალახის კორტებზე.თავიდან მაშამ მოიგო ტურნირი ბირმინგემში,როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში.3 კვირის შემდეგ კი აისრულა ოცნება და მოიგო ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საჩოგბურთო სამყაროში-უიმბლდონი.(2004 წლის 3 ივლისს) ფინალში დაამაცხა მისი მრისხანე მოწონააგმდეგე,2 გზის უიმბლდონის გამარჯვებული სერენა უილიამსი.ფინალური თამაშის დაწყებისას მაშას ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა,როგორც ეს ჩვევიათ ხოლმე გამოუცდელ ჩოგბურთელებს ასეთ მომენტებში. პირველი მაშას მოწოდება იყო,მან ჯერ 1 ქულა მოიგო,მერე მეორე და მოკლე ხანში 4-1 გავიდა წინ.მარიამ.თითქმის უშეცდომო თამაშის ხარჯზე მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6-1.რაც სერენა უილიამსისითვის გამანადგურებელი აღმოჩნდა.მეორე სეტში სერენამ მოახერხა მოწოდების მიღებაზე კარგად თამაში და გაიჭრა წინ 4-2.ამ მომენტში ფიქრობდნენ,რომ უფრო მეტად გამოცდილი უილიამსი მოახერხებდა თამაშში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანას.მაგრამ ყველასათვის გასაკვირად,მარიამ შეძლო არა მარტო ანგარიშის გათანაბრება,არამედ მოწინააღმდეგის მოწოდების აღებაც(გადამწყვეტი მე-9 გეიმი),შემდეგ გეიმი თავის მოწოდებაზეც და დასვა წერტილი მატჩში 6-1 6-4.

ასე რომ,ამის შემდეგ,მარია ახალგაზრდა,ნიჭიერი ჩოგბურთელიდან მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავად იქცა.შარაპოვას გამარჯვება უიმბლდონზე იყო,არა მარტო მისი პირადი გამარჯვება,არამედ რუს ქალთა ჩოგბურთისაც.ეს ხომ პირველი გამარჯვება იყო რუსი ჩოგბურთელისა უიმბლდონის ტურნირზე.ამ მოგების სემდეგ მაერია მსოფლიოს მე-8 ჩოგანი გახდა.
ამ აღმავლობის შემდეგ,როგორც სულ ხდება ხოლმე,დადგა დაღმავლობიას დროც.მარიამ ვერ შეძლო მისი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება ამერიკის ღია პირველობაზე და მერი პირსთან დამარცხდა.
მაგრამ მან სეზონის ბოლოს ყველას გაახსენა თუ ვინ არის მარია შარაპოვა.მოიგო 2 ტურნირი ჰარდზე სეულსა და ტოკიოში და მიიღო უფლება ეთამაში სეზონის ბოლო შემაჯამებელ ტურნირზე ლოს-ანჯელესში.სადაც მოუგო ერთმანეთი მიყოლებით სვეტლანა კუზნეცოვას,ვერა ზვანარიოვას,ანასტასია მისკინას და გავიდა ფინალში სადაც, ისევე როგორც უიმბლდონში მთავარი პრიზისათვის ფინალში იბრძოდნენ მაშა შარაპოვა და სერენა უილიამსი.მძიმე ბრძოლაში მარიამ კვლავ დაამარცხა სერენა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.მარიამ 2004 წელი მსოფლიოს მე-4 ჩოგნისა და რუსეთის პირველი ჩოგნის რანგში დაასრულა.ასევე აღიარეს წლის საუკეთესო ჩოგბურთელად და ამ ყველაფერს მან 17 წლის ასაკში მიაღწია.
2005 წელს მარიას წარმატებები კორტზე გაგრძელდა.ავსტრალიის ღია პირველობაზე მარია 1/2 -მდე მივიდა სადაც დამარცხდა მომავალ ჩემპიონ-სერენა უილიამსთან.აღსანიშნავია ის რომ ამ თამაშში მარიას 3 მატჩ ბოლი ქონდა რომელთა გამოყენებაც ვერ შეძლო.ამის შემდეგ მოიგო ტურნირი ტოკიოში რაც რიგით მე-8 იყო მარიას კარიერაში, ფინალში დაამარცხა იმ დროისთვის მსოფლიოს 1-ლი ჩოგანი ლინდსეი დევენპორტი.ამის შემდეგ იყო გამარჯვება დოჰაში,კარგი გამოსვლა ინდიან-უელსსა და მაიამიში(1/2 ფინალი და ფინალი).რამაც მარიას მისცა საშუალება მსოფლიოს მე-2 ჩოგანი გამხდარიყო.მაიამიშივე მოხდა მისი დაჯილდოვება 3 ნომინაციაში - 2004 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი,ყველაზე განვითარებადი ჩოგბურთელი და მაყურებლის სიმპატია.2005 წლის 19 აპრილს მარია სრულწლოვანი გახდა (18 წელი სეუსრულდა) მას ეს დღე თავად პრეზიდენტმა პუტინმა მიულოცა და უთხრა რომ მთელი რუსეთი მისით ამაყობს და უსურვებს კიდევ ბევრ გამარჯვებას.
ბირმინგებში მარიამ დაიცვა შარშანდელი ტიტული და ისევ გაიმარჯვა(მე-10 ტიტული კარიერაში),მაგრამ,სამწუხაროდ ვერ შეძლო უიმბლდონიც მოეგო.ის 1/2 ფინალში მომავალ ჩემპიონთან ვენუს უილიამსთან დამარცხდა.
მარია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.2005 წლის 22 აგვისტოს კი მაშა მსოფლიოს 1-ლი ჩოგანი გახდა.1-ლი რუსი ჩოგბურთელი ვინც ამ სტატუსს მიაღწია. ასევე პირველად მის კარიერაში იგი პირველ ნომრად იყო განთესილი ამერიკის ღია პირველობაზე,სადაც 1/2 ფინალში უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ კიმ კლაისტერსთან 2-6 7-6 4-6.
შემდეგ იყო ტურნირი მისკოვში სადაც მაშა აღიარეს 2004-2005 წლების საუკეთესო რუს ჩოგბურთელად და მიიღო პრიზი როგორც ''სპორტის დამსახურებული ოსტატი''. 2005 წლის შედეგებით მარიამ კვლავ მიიგო უფლება ეთამაშა წლის დამამთავრებელ ტურნირძე ლოს-ანჯელესში.სადაც დაამარცხა პატი შნიდერი,ნადია პეტროვადა ლინდსეი დევენპორტი და 1/2 ფინალში მომავალ ჩემპიონ ამელი მორესმოსთან დამარცხდა.ამან მაშას დააკარგვინა ქულები რომლებიც შარშან გამარგვებისთვის მიიღო და წლის ბოლოს რეიტინგში მე-3 ადგილს დასჯერდა.
This post has been edited by Qetusi on 16 Nov 2010, 20:43