შარაპოვა: მეტოქემ ჩემ ზეწოლას ვერ გაუძლო
რუსმა მარია შარაპოვამ, რომელმაც ინდიან უელსის ტურნირის მერვედფინალში თანამემამულე დინარა საფინა დაამარცხა, განაცხადა, რომ წარმატების საწინდარი მისი ტაქტიკა გახდა, რომელიც მეტოქეზე პირველი გათამაშებებიდანვე ძლიერ ზეწოლას ითვალისწინებდა.
მეოთხე წრის მატჩი მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგნის მონაწილეობით, შარაპოვას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 6:2, 6:0. უკვე პირველ გეიმში მარიას სამი ბრეიქ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საფინამ მისი გაბათილება შეძლო. თუმცა, შემდეგ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.
"პირველ გეიმში არ გამიმართლა, თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა. პირველივე ჩაწოდებებიდან მეტოქეზე დიდ ზეწოლას ვახორციელებდი, ისე რომ მას მხოლოდ თავის დაცვა უწევდა.
ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საფინამ ხომ წინა წრეში სამანტა სტოსური დაამარცხა და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო", - განაცხადა შარაპოვამ.
დამატებულია დღეს · მომწონს · კომენტარი
მიმაგრებული სურათი