Sony Ericsson Open 2011
ვინ შეაჩერებს ნოვაკ ჯოკოვიჩს?ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვქვს. ნოვაკი არაჩვეულიბრივ ფორმაშია და დაუმარცხებელია დევისის თასის ფინალიდან მოყოლებული, 2011 წლის სეზონით გაგრძელებული... წაუგებელმა სერიამ უკვე 24-ს მიაღწია, მაიმის ტურნირი კი წელს ჯოკოვიჩისთვის უკვე მე-4 ტიტულია . ტურნირის განმავლობაში მან სეტიც კი არ დაუთმო მოწინააღმდეგეებს, მხოლოდ ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შეძლო მისთვის სეტის მოგება, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამ აინც ნოვაკს დარჩა - 4-6 6-3 7-6(4)
ჩოგბურთის კლასიკა - ფედერერი vs ნადალიმორიგმა ბრძოლამ გიგანტებს - რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის - როგორც მოსალოდნელი იყო შეკრიბა მაქსიმალური რაოდენობის მაყურებელი ''კრენდონ პარკში'' . ამ შემთხვევაში დაძაბული ბრძოლა ვერ იხილა მაყურებელმა, 1/2 ფინალი ესპანელის დამაჯერებელი გამარჯვებით 6-2 6-3 დასრუდა. ანგარიში კი პირად შეხვედრებში 15-8 გახდა ნადალის სასარგებლოდ .
მასპინძლების სიხარული - მარდი ფიშიმარდი ფიში იყო ამერიკელების ერთადერთი წარმომადგენელი ერთეულთა თანრიგის ტურნირის გადამწყვეტ სტადიებში. 29 წლის ამერიკელმა გააგრძელა მისი წარმატებული გამოსვლები ამერიკულ ჰარდზე დელრეი ბიჩის და მემფისის შემდეგ მარდიმ მაიამის, ამ წარმომადჰენლობითი ტურნირის 1/2 ფინალს მიაღწია.მან დაამარცხა საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები - ბენეტო, გარსკიე, დელ-პოტრო , ფერერი მაგრამ ნოვაკ ჯიკოვიჩთან ვერაფერს გახდა - ადვილად 2 სეტში 3-6 1-6 დამარცხდა.
მასპირძლების იმედგაცრუება - ენდი როდიკიაი ენდიმ, ფიშისგან განსხვავებით, ძალიან ცუდად იასპარეზა და ვერ შეძლო შარშანდელი ტიტულის დაცვა. როდოკი მაიამის ტურნირს არც თუ ისე სახარბიელო ფორმაში დაუხვდა და პირველივე თამაშში ურუგვაელ პაბლო კუევსასთან წააგო, რომელიც იმ მომენტში მხოლოდ 66-ე ადგილზე იყო რეიტინგში. მემფისის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ ენდი ვერანაირად ვერ ახერხებს მოიპოვოს სტაბილურობა და ამერიკული სერიის ეს საჰარდო ნაწილი აშკარად ჩაუფლავდა. მაიამიში მარცხის შემდეგ კი ნათელი გახდა რომ ამერიკის პირველ ჩოგნობას ის დაკარგავს და მას მისივე მეგობარი მარდი ფიში გადაასრებს.
ერთი სიტყვით - ენდი მარეი2009 წლის ჩემპიონმა ენდიმ, მისი სეხნია როდიკის შედეგი გაიმეორა და პირველივე შეხვედრაში, საკმაოდ უცნობ ამერიკელ ჩოგბურთელთან ალექს ბოგომოლოვ-ჯუნოირთან 2 სეტში დამარცხდა. უნდა აღინიშნოს რომ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ენდიმ არა მარტო ეხვედრის , სეტის მოგებაც ვერ მოახერხა ჩატარებულ შეხვედრებში.
ვიქტორია - იგივე გამარჯვებააბელურუსმა ვიქტორია აზრენკამ კი, მარეისგან განსხვავებით, შეახსენა თავი მაყურებელს და 2009 წლის გამარვების შემდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა შესანიშნავი ფორმა. ტურნირის დასაწყისი არც ისე ადვილად მიდიოდა ბელურუსისთვის, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებზე მან კარგი დონის ჩვენება შეძლო - გამარჯვებები კიმ კლაისტერსზე, ვერა ზვანარიოვაზე და ფინალში მარია შარაპოვაზე ამის შესახებ უტყუარად მეტყველებენ.
მარია ელიტაში ბრუნდებამარია შარაპოვა, სხვათა შორის, თანდათან უბრუნდება მის ფორმას, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ შორსაა ძველი პოზიციებისა და თამაშისგან. არც შარაპოვას გზა იყო ადვილი ფინალისაკენ, მაგრამ მისი შეუდრეკელი ხასიათისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის ხარჯზე ის ფინალში გავიდა. ამისთვის ის დაჯოლდოვებულიც იქნა - მარია პირველად დაბრუნების შემდეგ შევიდა TOP-10-ეულში. დამეთანხმეთ, ამხელა ტურნირის ფინალი ( 1/2 ფინალი ინდიანაშიც) და ათეულში დაბრუნება მშვენიერი და იმედის მომცემი შედეგია .
ინდური პეფფი ენდიინდურმა წყვილმა მარეშ ხუპატიმ და ლეანდრ პაესმა არა მარტო მოიგეს მაიამის ტურნირი, რეიტინგის პირველი ადგილიდან ჩამოაგდეს ძმები ბრაიანები.თუ ხუპატისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო ''სონი ერიქსონ ოუფენზე'' , პაესისთვის ეს მიყოლებით მეორე გამარჯვება გახლდათ (2010 წელს მან ლუკას დლუგისთან ერთად იმარჯვა). მარეშ ხუპატიმ და ლეანდრ პაესმა 2011 წლის სეზონში უკვე მე-2 სართო ტიტული მოიგეს , ჩინაიში გამარჯვების შემგედ .
პირველი წარმატება გამოუცდელი წყვილისთვისაგნეშკა რადვანსკასა და დანიელა ხანტუხოვას წყვილმა კი სადებიუტო რაწმატებას მიაღწია. ეს დუატი ეხლახან შეიკრა, მიუხედავად მათი წარმატებებისა და სამკაოდ მაღალი რეიტინგისა ერთეულთა თანრიგში , ისინი წყვილებში განთესილთა რიცხვში ვერ მოხვდნენ. მიუხედავად ამისა ფინალში აშკარა ფავორიტების - ლეიზელ ჰუბეის და ნადია პეტროვას წინააღმდეგ ისინი შესაშურ შეთამსშებულობას აჩვენებდნენ. საბოლოოდ მათ 7:6 (7:5), 2:6, [10:8] გაიმარჯვეს.
ტურნირის მარათონი - შარაპოვა vs დუგერუ3 სათი და 28 წუთი. ამდენი დრო დაყვეს კორტზე რუსმა მარია შარაპოვამ და რუმინელმა ალექსანდრა დუგგერუმ.1/4 ფინალში,რომელშიც ურთულესი გამარჯვება ანგარიშით 3-6 7-6(6) 7-6(5) მოიპოვა შარაპოვამ , გაიმეორე რეკორდი მატჩების ხანგრძლივობის მხრივ, დიდი შლემების გარეთ. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც შარაპოვას ეკუთვნოდა როცა მან 2008 წელს ჩარლსტონის ტურნირზე 3 საათსა და 24 წუთში ესპანელი ანაბელ მედინა გარიგესი დაამარცხა 7:6 (7:3), 5:7, 7:6 (7:1)
ტურნირის ყველაზე უცნაური შეხვედრამე-4 წრეში ერთმანეთს ხვდებოდნენ მსოფლიოს მე-2 ჩოგანი კიმ კლაისტერსი და სერბი ანა ივანოვიჩი, რომელიც ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ფორმას. პირველი სეტის წაგებისა და მეორეში გამარჯვების შემდეგ, ანა 5-1 და 40-0 იგებდა , მაგრამ ვერც ერთის ამ და კიდევ შემდეგი 2 მატჩ ბოლის მოგება სერბმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო. გამოცდიმლა კლაისტერსმა კი ამით ისარგებლა და შეხვერდა რომელიც 2 საათი და 17 წუთი გრძელდებოდა მიიყვანა გამარჯვებამდე - 7:6 (7:4), 3:6, 7:6 (7:5). შარშანდელ ჩემპიონს შედეგის გამოერებაში ხელი მომავალმა ჩემპიონმა - ვიქტორია აზარენკამ შეუშალა.
BY QETUSI
მიმაგრებული სურათი