დიდი სლემი მოიგო როგორც იქნა
* * *
ჩახნაშვილს პომეცია კარგად დაებედა
ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ პომეციაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში მაკამ ანალოგიური ტურნირი უკვე მოიგო, ამდენად, ზედიზედ მეორე ტიტულამდე ორი გამარჯვებაღა აშორებს.
გუშინ, მეოთხედფინალურ შეხვედრაში, პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მე-6 რეიტინგის მქონე ფრანგი ვიქტორია ლარიერე 1:6, 6:0, 6:3 დაამარცხა, ფინალში “გადასასვლელ” მატჩში კი რუმინელ კრისტინა დინუს გაეჯიბრება.
მეორე ნახევარფინალში იტალიელები რემონდინა და გრიმალსკა ითამაშებენ.