სიურპრიზი ბელუჩისგანთუ თქვენ ეძებთ სწრაფად განვითარებად ჩოგბურთელს შემიძლია თამამად გავიშვირო საჩვენებელი თითი ტომაშ ბელუჩისკენ

მისი ნიჭიერების შესახებ დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ, მაგრამ აქამდე არასდროს უთამაშია იმ დონეზე როგორც მადრიდში.არა და ვინ იფიქრებდა მონტე კარლოში სიმონთან 3:6 2:6 მარცხის შემდეგ 23 წლის ბელუჩი შეძლებდა და გაიბრწყინებდა მადრიდში მაგრამ ეხლა მონტე კარლოს დროინდელ კრახს შემდეგნაირად ვხსნი: მზიან მონტე კარლოში ბრაზილიელმა გადაწყვიტა ჩარდისთან ერთად ევარჯიშა და ვფიქრობ ეს იყო მიზეზი იმისა თამაშზე ძალიან დაბნეული და ნერვიული გამომეტყველება-ქმედებებით რომ გამოირჩეოდა. ამ მარცხის შემდეგ ბელუჩის თავში რაღაც გადაუტრიალდა 2 მატჩი მოიგო და დაიბრუნა თვითდაჯერებულობა - ჰარმონია. ახლა კი ყველაფერი მის მწვრთნელზე ლარი პასოსაზეა დამოკიდებული რომელიც დარწმუნებული ვარ ეცდება მინიმუმ შეანარჩუნებინოს, მაქსიმუმ გააუმჯობესოს ბელუჩის სათამაშო ფორმა როლან გაროსისთვის .
C'mon Roger . . .