MrFenixAdzaგაიხარეთ :D ეს თემა ყოფილიყოს გამარჯვებების მომტანი :) წინა თემამ ვერცერთი გამარჯვება ვერ მოგვიტანა და დროულად დავხურეთ :D
ეს ძალიან კარგი სტატია გამომრჩა და აქ მაინც დავდებ :( მაპატიეთ, გუშინ გვიან გავხსენი და სიჩქარეში გამომრჩა ეს :(
ევროტური (რაფა ნადალთან ერთად)clash-ის თარგმანი(IMG:
http://s42.radikal.ru/i097/1104/59/aed8b0925bd4.jpg)
(სტატია შემოკლებულია)
ავტორი: სებასტიან ფესტი (2006)
* ჟურნალ DPA-ს დავალებით ამ სტატიის ავტორს რაფაელ ნადალთან ერთად, ორი სეზონის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა ემოგზაურა, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
აკაპულკო. 27 თებერვალი 2005 წელიდაახლოებით ღამის 2 საათია. მექსიკის ნაღები საზოგადოება რიტმულად მიმემართება ერთ-ერთი ღამის კლუბისკენ. შესასვლელში ნამდვილი ჭყლეტაა. მაგრამ საშიშრობის მიუხედავად არავინ იხევს უკან. ყველას უნდა დღევანდელი კლუბური ღამის მონაწილე გახდეს. საერთო მხიარულება თავის პიკს აღწევს. Mმუსიკის ნაცვლად ყველას ყვირილი და სიცილი აბრუებს.
მათ შორისაა კარგი აღნაგობის და ბავშვური გამომეტყველების ბიჭი, რომელსაც ორი ზომით დიდი თეთრზოლიანი მაისური აცვია და არაფრის დიდებით არ იღიმება. Eეს რაფაელ ნადალია, თავის მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად, რომლებით წელს მის მიერ მოპოვებული მეორე ტიტულის აღსანიშნავად, აკაპულკოს ქუჩებში ორი საათის მანძილზე თითქმის ძალით დაათრევდნენ მას. ყველაფერი რიგზეა, მათ ვერავინ ვერ სცნობს. ბიჭი, როგორც იქნა მოდის ხასიათზე, ტანჯული სახით იცინის და მეგობრებს მიმართავს: “როგორ მტკივა თავი. სადაცაა გამისკდება. Nნეტავ ხვალ წასასვლელები არ ვიყოთ. სუფთა სკოლაა”...
შანჰაი. ნოემბერი. 2005 წელიაკაპულკოს დისკოთეკასა და შანჰაის Qi Zhong Tennis Center- ის ლაბირინთივით გრძელ კორიდორს შორის, ცხრა მოგებული ტურნირი და ლამის მთელი სოცოცხლეა. თუ აკაპულკოში მას ვერავინ სცნობდა, ახლა ყველამ ზუსტად იცის ეს ახალგაზრდა ვინცაა. მით უმეტეს, რომ დღეს ის უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა შემაჯამებელ ტურნირზე. მას ტრავმა აქვს. იმავე დღეს ტურნირს ეთიშება საჩოგბურთო სამყაროს ექს-პირველი ნომერი ანდრე აგასი. Aაგასი გასაიდუმლოებულ ვითარებაში ტოვებს ტურნირს. ნადალი კი უზის პრესას და რანაირადაც კი შეუძლია ისე ართობს. მან ნამდვილად დაიმსახურა ყველას კეთილნაგწყობა.
მაიამი. მარტი. 2006 წელინადალის ცეცხლოვანი უსახელო ყვითელი მაისური მცხუნვარე შუადღის ფონზე მზის დარტყმასავითაა. მაგრამ ეს რაფა მაინც განსხვავებულია თავისი ჩვეული სტატუსისგან. მან დღეს წააგო. წააგო თავის სათაყვანებელ მეგობართან და მასწავლებელთან, კარლოს მოიასთან. როგორია ეთამაშო ადამიანს, რომელმაც ამდენი გასწავლა და შენს იდეალს წამოადგენს? რაფასთვის ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად საწყენი წაგება იყო. წაგება მეგობართან ხომ იმდენადვე გულდასაწყვეტია, რამდენადაც გასახარი. პრეს-კონფერენციაზე ის ინდიან-უელსში მიღებულ ტრავმაზე ლაპარაკს გაურბის. მაგრამ საკმარია სამომავლო გეგმებზე გადავიდეს საუბარი და ნადალი თვალსა და ხელს შორის მხიარულდება. “დიახ, დიახ! Mმონტე-კარლოსთვის ჩემ ექვსივე გრძნობას მაქსიმალურად გამოვიყენებ!” ჟურნალისტები წარბაწეული ნადალის დამახასიათებელი ინტონაციით წარმოთქმულ ამ სიტყვებზე სიცილით იგუდებიან, მაგრამ მათ არ იციან, რომ ესპანეთში ყველასათვის ნაცნობი გამოთქმის მიხედვით, საქმის გასაკეთებლად ხუთი გრძნობა არ კმარა, საჭიროა კიდევ ერთი “პერსონალური” გრძნობა. გამხიარულებული პრესის თანდასწრებით, რაფას მისი მენეჯერი ეკითხება: “რა ამბავია მაგდენი”? “აბა რამდენი?”_კითხვითვე პასუხობს რაფა. “ხუთი? ვიცი რომ ხუთი, მაგრამ მე კიდევ ერთს მივამატებ, ამ სეზონზე დამჭირდება.”
მაიამიში ყოფნის ბოლო დღეა. რაფა ცოტა განერვიულებულია. ისევ ორგანიზატორების მიერ დაფინანსებულ წვეულებაზე იყო და ისევ გვიან დაბრუნდა. სასტუმროსNნომერი არეულია, მაგრამ როგორც ჩანს ის მიჩვეულია ასეთ გადარბენას. ის სწრაფად ალაგებს ჩემოდნებს. მაგრამ პასპორტს ვერ პოულობს, არადა მადრიდის რეისამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. სასტუმროს ჰოლში კი ორი ჟურნალისტი ელოდება ინტერვიუს ჩასაწერად.
თვითმფრინავში რაფას ვთხოვ როგორმე გამონახოს დრო და მსოფლიო ჩემპიონატზე ბლოგის წერა დაიწყოს. რაფა მთანხმდება. “მატარებელში როგორც კი მოვხვდები, ეგრევე დავწერ. მატარებელში ისეთი ატმოსფეროა, რომ ძალაუნებურად განეწყობი ხოლმე საწერად ან წიგნის წასაკითხად, ნო?” “რაფა, შენ ესპანელი კი არა პრუსიელი ხარ!”-ვეუბნები მე. “რატომ?”-მეკითხება გაოცებული სახით. “თუნდაც იმიტომ რომ სულ “მადლობას” გაიძახი”. იმ დღის შემდეგ რაფას მთელი ჩვენი გუნდი “პრუსიელს” ეძახდა. “გახსოვს “გლადიატორში” მაქსიმუსს ესპანელს რომ ეძახიან? Eჰოდა, ეგრე ხარ შენც, ოღონდ პრუსიელს დაგიძახებთ”. რაფას ეცინება.
ბარსელონა. აპრილი. 2006 წელი ბარსელონას საჩოგბურთო კლუნში ცხოვრება დუღს. კატალონიელები წლის საუკეთესო პერიოდს შეჰხარიან. როგორც იქნა მოვიდა დრო რომ ჩატარდეს ტრადიციული Conde de Godo-ს ტურნირი გრუნტის საფარზე. ჩემი გუნდი სხვა ჩოგბურთელებთან ერთად “პამბა ტუმაკას”(ტომატიანი პური) შეექცევა. ისინი ბევრს ლაპარაკობენ ფეხბურთზე და სხვა მათთვის ცნობილ ამბებზე. უცებ ვიღაც იხსენებს რაფას(ბარსელონაში მას ყველა ასე მიმართავს, რადგან ნადალები წარმოშობით კატალონიელები არიან და ეს მათთან მეტი ფამილიარობის საშუალებას იძლევა) თავსგადამხდარ ერთი წლის წინანდელ ისტორიას, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
გახსოვთ? ამბობს ერთ-ერთი. რაფასთან ავტოგრაფისთვის ერთი გოგონა მისულა, დაახლოებით მისი თანატოლი და გამოსაუბრებია. “მე ჯულია ვარ”-უთქვამს გოგოს და ალბათ ელოდა რომ რაფა ავტოგრაფთან ერთად წაუწერდა: “რაფასგან საუკეთესო სურვილებით ჯულიას”. მაგრამ რაფა ხომ სხვებს არ ჰგავს? ჰოდა, მასაც მომხიბვლელად გაუღიმია მისთვის და გასცნობია: “გამარჯობა ჯულია, მე რაფა ვარ”. ჩვენ, ვინც ამ სცენას შევესწარით, ერთმანეთს სიცილით ვაწყდებოდით-განმარტავდა ამ ამბის მთხრობელი. ამ გოგოს ხომ მასთან გაცნობა აზრადაც არ მოსვლია.
2006 წლის აპრილის თვეში ნადალი როგორც იქნა მიხვდა რომ აქ მას ყველა სცნობს. თუმცა, ეს ცნობილი ადამიანი ახლა ცენტრალურ კორტზე პატივცემულ პუბლიკას ანერვიულებს და თამაშს აგებს. თან არ იკითხავთ ვისთან? იარკო ნიემინენთან 6-4: 4-1... “მიდიიი” –ამბობს იგი თავისთვის. ხუთი დღის წინ მან ფედერერს მოუგო მონტე-კარლოს ფინალი და ეხლა უმრავლესობისათვის უცნობ მეტოქესთან აგებს. მე და ჩემი კოლეგები ამ მატჩს პრესისთვის განკუთვნილი ლოჟიდან ვადევნებდით თვალყურს.. რაფამ როგორც იქნა მოიგო მეორე სეტი, მაგრამ მესამეში 3-1 აგებდა. “შეხედეთ, რა! არც ერთ ბურთს არ უშვებს!” ჩემი ერთი კოლეგა ხუმრობს, რომ რაფა შელოცილია. მეორე აღნიშნავს, რომ დღეს ვილასის რეკორდს დამხობა არ უწერია! მაგრამ რომ იცოდეს როგორ ცდება! ნადალი გადარეულივით იბრძვის და იღებს მატჩ პოინტს. მორჩა, ეს უკვე ისტორიაა.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე რაფა ჩვეულებისამებრ პრესისთვის ნამდვილ შოუს აწყობს. ის ამჯერად ყველას თავისი ენციკლოპედიური ცოდნით აოცებს. მას არა მარტო თავისი, არამედ, ჩოგბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი მატჩის შედეგი, დრო, ანგარიში და უცნაურობამდე უმნიშვნელო დეტალები ახსოვს.
ბარსელონა. 30 აპრილი. 2006 წელიფინალი. ესპანელი ტომი რობრედო ნირწამხდარია. ის ცდილობს ნებისმიერი ბურთი მოიგოს, რომ როგორმე მაინც შეაშფოთოს ნადალის აუტანელი სიმშვიდე. მაგრამ ნადალი მის წინ კედელივითაა ასვეტებული. ყველა ნასროლი ბურთი უკან ბრუნდება. რობრედომ აღარ იცის რა იღონოს, ის კაპიტულაციას აცხადებს. 6-4 6-4 6-0! ნადალმა შეძლო გრუნტზე ბიონ ბორგის რეკორდის დამხობა! წინ გილიერმო ვილასის რეკორდია!
რომი. 14 მაისი. 2006 წელი. 17:08“ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს Foro Italico-ს უზარმაზარი ქანდაკებები ეხლა გაცოცხლდებიან და ნადალს ტაშს დაუკრავენ” –მითხრა ჩემმა კოლეგა ჟურნალისტმა. “ყველას მაგივრად ვნანობ, ვისაც ჩოგბურთი უყვარს და დღევანდელი თამაში ვერ ნახა!”- ასე ამბობდა ყველა იქ დამსწრე ადამიანი. ეს იყო გამაოგნებელი, ისტორიული ფინალური შეხვედრა, რომელიც რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის გაიმართა. Fორო იტალიცო-ს მონუმენტური ადგილი ღირსეულ ორთაბრძოლას მასპინძლობდა! ნადალმა მოიგო რომის მასტერსი. როჯერ ფედერერს კი ჰქონდა ორი მატჩ ბოლი, იმისთვის რომ მოეგო ეს ტიტული. მაგრამ ნადალმა ძირფესვიანად ამოატრიალა ყველაფერი და იცით რა? ძველი ბერძნული ანდაზისა არ იყოს, ფორტუნა მის მხარეს გადავიდა. ნადალი გაუტოლდა გილიერმო ვილასის 53 მატჩიან რეკორდს გრუნტზე და პარიზის ტიტულის მაძიებელთა სათავეში მოექცა.
პარიზი.11-12 ივნისი. 2006 წელიის ბედნიერია. ფოსფორისფერი მაიკით ქვიშაში ამოგანგლული ნადალი როლან-გაროსის ორგზის გამარჯვებულია. გრუნტზე ვილასის რეკორდი უკვე აღარაა რეკორდი! გრუნტს ახალი მეფე ჰყავს. და ის ახლა ზის მატარებელში და როგორც შემპირდა ბლოგს წერს ფეხბურთზე და საერთოდ ყველაფერზე რაც მას ამ რამოდენიმე თვის წინ თავს გადახდა. ის 20 წლისაა და ის უკვე გრუნტის მეფეა.
This post has been edited by merabino on 13 Apr 2011, 10:33