ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად გავიდა უიმბლდონის ფინალში და ეს ფინალი 6:4, 6:1, 1:6, 6:3 მოიგო.
ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში რეიტინგის პირველ ნომრად.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო უიმბლდონი.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი, რომელიც ავსტრალიაში არ იყო.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოუგო უიმბლდონზე რაფაელ ნადალს.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი რეიტინგის პირველ ნომრად.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაგრად დაგვღალა, მაგრამ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაღლამდე მაგარია.
სერბი პირველი კაცია და სერბმა წელს მეხუთედ მოუგვარა ყველაფერი რაფაელ ნადალს.
რაფაელ ნადალი ფინალში ისევ პირველი ნომერი იყო და რომც მოეგო, წაგებული სერბი ახალ კლასიფიკაციაში კოხტა სავარძელში დაისვენებდა. იმ სავარძელში პირველი ნომრები ისვენებენ. იმ სავარძლიდან გვახსოვს ჯიმი კონორსი. იმ სავარძელში დასვენებით დაიღალა ივან ლენდლი. იმ სავარძელში საკუთარ თავს და ანდრე აგასის პიტ სამპრასი ამშვიდებდა. იმ სავარძელში როჯერ ფედერერმა ბევრი შედევრი გადაიტანა ტილოზე. იმ სავარძლიდან გარბოდა კორტზე გლადიატორი ნადალი. სავარძელში ორშაბათიდან სერბეთის დროშას ჩააფენენ და ჯოკოვიჩი ახალი პირველი ნომერი, ახალი ლენდლი და ფედერერი იქნება.
ნადალი ყველაზე კარგი ბიჭი 56 კვირა იყო. ჯოკოვიჩი გახდა მეოთხე მოთამაშე, რომელიც პირველ ადგილზე დიდი სლემის ფინალის მოგების პარალელურად ჩამოჯდება. სერბი ზემოდან დააკვირდება ყველაფერს და თუ მოგება არ დაავიწყდება, ოდნავ დაბერებულ როჯერს და დაღლილ რაფაელს, ბევრს და სტაბილურად მოუგებს. ჯოკოვიჩის ყველაზე რეალური ჩელენჯერი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება. დასვენებული დელ პოტრო. სხვები ჯერ ვერ გაქაჩავენ.
სერბი ოცდამეხუთე N1 გახდა. 2003 წლის 3 ნოემბერს ფედერერმა პირველი ადგილი ენდი როდიკს წაართვა და 56 კვირით ნადალს დაუთმო. სხვა ამ ორ მხატვარზე მორიდებული იყო. მოურიდებელი მხოლოდ ჯოკოვიჩია.
ცხრა წლის წინ უიმბლდონის ფინალი ოზმა ბიჭუნამ, ლეიტონ ჰიუiტმა მოიგო. ოზის ქამონები ფედერერის ელეგანტურმა დომინაციამ შეცვალა და წამოვიდა ნადალის დაუნდობელი ჩოგბურთი. ფედერერი იგებდა და ნადალი ანადგურებდა. ჯოკოვიჩი მოგებით განადგურებს. ჯოკოვიჩმა ამ სეზონში ნადალს მეხუთე გასაუბრება მოუგო.
სერბმა წელს ერთხელ წააგო. საფრანგეთში, გრუნტზე, ფედერერთან წააგო. 48:1 ცუდი არ არის. 49:0 უკეთესია, მაგრამ ჯოკოვიჩი წელს ყველაზე კარგია და - ნადალზე უკეთესი.
სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, უიმბლდონის ლეგენდები ბიორნ ბორგი და ჯონ ნიუკომბი, მაგარი ავტობიჭი ჯენსონ ბატონი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჯონ მეიჯორი, სხვა ცნობადი სერები და სერების ქალბატონები ახალ მეფეს წამოუდგნენ.
ახალი მეფე სერბულად საუბრობს, უყვარს სერბეთი, არ უყვარს წაგება და პოპულარულია.
ახალი მეფე ნოვაკ ჯოკოვიჩია.
ცოტა პომპეზურად გამოვიდა. ჯოკოვიჩიც პომპეზური ტიპია.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალი მეფეა.
http://24saati.ge/index.php/category/sport/2011-07-04/18329
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka