გუშინ დიდხანს ვფიქრობდი ვინ არის ყველა დროის ყველაზე ყველაზე
ჰოდა მეც თავში 2 ცოცხალი ლეგენდა ამომიტივტივდა
ეხლა ფიქრობთ რაფა და როჯერიო მაგრამ არა
როჯერი და პიტი
რაფამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს
ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი,გასაკეთებელი კიდევ ბევრია
ჩემ აზრს დავწერ ვინ მიმაჩნია საუკეთესოდ და რატომ
სამპრასი თუ ფედერერი?შეგნებულად არ დავწერე ფედერერი თუ სამპრასი და დავწერე პირიქით
პიტი როჯერამდე იყო,ბევრისთვის ისაა ყველა დროის საუკეთესო და ამიტომ
ყველა დროის უდიდეს მამაკაც ჩოგბურთელების შედარებისას,სხვადასხვა რეიტინგებში ძირითადად
პიტ სამპრასის,ჯიმი კონორსის,ივან ლენდლისა და ბიორნ ბორგის გვარები ფიგურირებდა.მაგრამ ეს იყო ადრე.ბოლო წლების განმავლობაში შვეიცარიულმა საოცრებამ,უნივერსალთა შორის საუკეთესო
როჯერ ფედერერმა თავის სასლემო ტრიუმფებს მიგვაჩვია(ბოლო 2 წელს არ ვგულისხმობ) და ქარიზმატული მეგავარსკვლავები უკანა პლანზე გადავიდნენ,სამპრასს კი სადღეისოდ თითქმის ყოველთვის როჯერს ადარებენ
ძირითადი საჩოგბურთო ელემენტების მიხედვით შევადარებ ამ 2 გენიას
შეიძლება დამეთანხმოთ რიგ საკითხებში
ეს მაინც ჩემი სუბიექტური აზრი იქნება
მოწოდებაპიტი არ იყო ეისმენი,მაგრამ მძიმე და სტაბილური მოწოდება ქონდა.ფედერერი ამ მხრივ პიტზე სუსტია.როჯერს ძალიან ზუსტი მაგრამ პიტზე გაცილებით სუსტი მოწოდება აქვს.მაესტრო პირველი მოწოდების შემდეგ ბადესთან ხშირად მხოლოდ ბალახზე გადის,ნებისმიერ სხვა საფარზე კი გათამაშების უკანა ხაზიდან დასრულებას ამჯობინებს.
უპირატესობა:სამპრასიმიღებაროჯერი პიტზე კარგად უმკლავდება ძლიერ მომწოდებლებს,მაგრამ ამერიკელი გამორჩეულ მეთიხნარეებს უკეთ ებრძოდა,ანუ კომბინაციური სტილის მქადაგებელ მოთამაშეებს სამპრასი ფედერერზე იოლად უგებდა.
როჯერი ბურთს კორტშივე იღებს,სამპრასი კი უკანა ხაზს დაახლოებით 1 მეტრით სცილდებოდა ,რათა ბურთი ფორჰენდით მიეღო.პიტს ცაციების წინააღმდეგ თამაში არ უჭირდა ,რასაც ვერ ვიტყვით ფედერერზე,რომელსაც ბოლო წლებში მატჩების დიდი ნაწილი სწორედ ცაციებთან აქვს წაგებული
(ნადალი,ანჩიჩი,მელცერი...)საბოლოო ჯამში როჯერი მიღებაზე პიტზე ძლიერია,თუმცა პიტისთვის მთავარი საკუთარი მოწოდების შენარჩუნება იყო.
უპირატესობა:როჯერიფორჰენდიჩოგბურთის ისტორიაში პიტს ერთ-ერთი უძლიერესი ფორჰენდი ქონდა.როჯერი ამ მხრივ ტოპ ათეულის ბევრ მოთამაშეს კი მირჩევნია მაგრამ ამ კომპონენტში ვერც რაფას შეედრება,ვერც როდიკს და დელპოს.პიტს მოძრაობაში ანუ სწრაფ გათამაშებაში ყველაზე ზუსტი,აუღებელი ფორჰენდი ქონდა.
როჯერი ფორჰენდისას ბურთს პიტზე მეტად ჭრის,რაც უკანახაზელებს ვარირების საშუალებას არ აძლევს,მაგრამ თუ როჯერის წინააღმდეგ აგრესიული,ბადესთან გამსვლელი მეტოქე თამაშობს,მაშინ იგი ბურთს ნახევარ კორტში ხვდება და ფედეს პრობლემები ექმნება.მოკლედ პიტი ამ მხრივ არამარტო როჯერზე,არამედ თითქმის ყველაზე უკეთესი იყო
უპირატესობა:სამრასიბექჰენდიამ მხრივ კი მაესტროს უპირატესობა თვალშისაცემია.პიტი
შტეფი გრაფს წააგავდა,რომელსაც ნებისმიერი მატჩის მოსაგებად პირველი მოწოდების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და ყუმბარისებური ფორჰენდიც ყოფნიდა.ბექჰენდზე პიტი თითქმის არასდროს აქტიურობდა და ამ დარტყმის მეშვეობით ნებისმიერი გათამაშებისას მისი სათავისოდ დასრულების იდეალურ ვარიანტს იქმნიდა.
როჯერს ბექჰენდით ვარირებაც შეუძლია
უპირატესობა:ფედერერიმოკლე დარტყმასამპრასი ამ დარტყმას თითქმის არ იყენებდა.არა იმიტომ,რომ პიტი მას სათანადოდ ვერ ასრულებდა ,უბრალოდ სამპრასს გაცილებით აგრესიული,შემტევი თამაში ქონდა და შეხვედრის მსვლელობისას ტაქტიკის ხშირად შეცვლა არ სჭირდებოდა.
ფედერერი რომ ამ დარტყმას უმაღლედ სონეზე ასრულებს,საჩოგბურთო სამყარომ მაშინ შეიტყო როდესაც შვეიცარიელმა უიმბლდონის ფინალში
მარკ ფილიპუსისს აჯობა.მაშინ ავსტრალიელი ბრწყინვალე ფორმაში იყო ,მაგრამ როჯერის შემოკლებულებს ვერაფერი დაუპირისპირა და უშანსოდ დარჩა.ამ კომპონენტში როჯერს ჩემი აზრით მხოლოდ რაფა ჯობნის.
უპირატესობა:ფედერერიბადესთან თამაშიპიტი ბადესთან ფედერერზე გაცილებით ხშირად გადიოდა.მაგრამ პროცენტული მაჩვენებელით მაესტრო მას სჯობნის.უბრალოდ,პიტი თავისი აგრესიული თამაშიდან გამომდინარე ,გათამაშების ხშირად ერთი ზუსტი , მოულოდნელი დარტყმით დასრულებას ცდილობდა და ამას ძალიან ხშირად ბადესთან აკეთებდა.სამპრასი
სტეფან ედბერგივით სტაბილური არ იყო და ვერც
პატრიკ რაფტერის არტისტიზმით დაიკვეხნიდა ,თუმცა ბადესთან იგი მაინც როჯერზე გაცილებით სრულყოფილი იყო.
უპირატესობა:სამპრასიპიტის ეპოქა დასრულდა
როჯერის კი კიდევ გრძელდება
საერთო შედარება თქვენ გააკეთეთ