ფედერერის ვუდსტოკილონდონში, პარიზში, ბერლინში, ნიუ იორკში მეგაპოლისებს სულ ცვლიან, რაღაცით ავსებენ.
იმ მეგაპოლისებში პოპულარული პერსონაჟები ჩადიან და მეგაპოლისი უკვე ვუდსტოკია. თავისი ჯო კოკერით, ჯენის ჯოპლინით, "ქრიდენსით", "გრეითფულ დედით". ვუდსტოკს თავისი ჰედლაინერი ჰყავს და ლონდონში ჰედლაინერი როჯერ ფედერერი იყო. როგორც ყოველთვის. ვუდსტოკზე როჯმა ბოლო აკორდი ძველი ფენდერით აიღო. ფედერერიც ფენდერია. წამოიღო.
ფედერერმა სეზონის შემაჯამებელი ტურნირი, მასტერსის თასი მეექვსედ მოიგო. როჯერმა ფინალში პრო ტურის რომანიკო, ჟო-ვილფრედ ცონგა გადატეხა. რომანიკო შოკოლადია. რომანიკო გემრიელი და მსუყეა. ცონგაც გემრიელი და მსუყეა. ფინალში ფედერერმა ცონგა 6:3, 6:7, 6:3 ჩაკბიჩა. ფედერერმა ტურნირი 2003-04, 2006-07 და 2010 სეზონების ნოემბერშიც მოიგო. როჯერი პრო ტურზე ნოემბრის ბონუსია. ფედერერი მოსაგებს, ძირითადად, იგებს.
ფედერერისთვის ცონგასთან ამბები კარიერის მეასე ფინალი იყო. როჯერი სპორტში ელჩია. სხვაზე თბილი, გრძელვადიანი მისიით და სხვაზე მშვიდი საუბრით. ფედერერი ადრე უფრო სწრაფად და ბევრს იგებდა. ეს როჯერი მოგონებებით ქაჩავს. რაღაცას იხსენებს, რაღაცას ვერ იხსენებს და მაინც ფედერერია. ფინალი ორ საათსა და ოც წუთს გაგრძელდა. როჯერი მასტერსის თასის უხუცესი დონი გახდა. როჯერი 30 წლისაა. 30 წლის გენიოსს 100 ფინალიდან 30 აქვს წაგებული. ლონდონში ვუდსტოკის ჰედლაინერმა 1 630 000 დოლარი დაირტყა - მაქსიმალური ბონუსი წაუგებელი დონისთვის. როჯერი მასტერსის თასზე მოგებებით ივან ლენდლს დაეწია. მაგარ ხალხს 39-39 ჩაბარებული ტესტი აქვს. ლენდლს 10 წაგება აქვს, როჯერს - 7. ეს სიმბოლურია. ლენდლი და ფედერერიც სიმბოლოები არიან.
ფედერერი: "სეზონი არაჩვეულებრივად დასრულდა. ბაზელის, პარიზის მოგება სასიამოვნო იყო, მაგრამ ლონდონში ამაზე არ უნდა მეფიქრა. მასტერსის თასზე ყოველთვის დიდი ემოცია და ბევრი მეგობარია. ხანდახან მეგობრებს უგებ. ხანდახან ვერ უგებ. ცოტა გამიმართლა და უკვე ვიჯერებ, რომ მასტერსის თასი მეექვსედ მოვიგე. ეს განსაკუთრებული ტურნირია და ექვსი ფინალის მოგებაც განსაკუთრებულია."
როჯერი ლონდონში ბაზელისა და პარიზის მასტერსის ოდნავ დამღლელი დიალოგების მერე ჩავიდა. ბაზელის ბოლო ტესტში კეი ნიშიკორის გაურჩია ყველაფერი და იაპონელი, მომავლის პერსპექტივით, წარსულში ჩატოვა. პარიზში ფინალამდე საჩოგბურთო სემინარები ჩაატარა და ბოლოს ცონგას მოუგვარა. ცონგამ სეზონი ორი წაგებული ფინალით დახურა. ცონგას ორივე ტურნირი მოუგო. ორ ფინალში ორჯერ ფედერერთან წააგო და ეს უკვე სერიოზულია. სეზონის ბოლოს ფედერერი ელეგანტური მკვლელი იყო. როჯერი სახეზე მაჩეტეს გადებდა, ცივი ფოლადი გეფერებოდა და რაღაც დიდს, შენთვის საჭიროს გართმევდა. ფედერერთან ეს პროცესი სწრაფად რჩებოდა. ფედერერი უცებ გისრულებდა.
როჯერმა სეზონი 16 წაუგებელი ტესტით შეკრა. ცონგამ კარიერაში ყველაზე ფედერერული სეზონი დახურა. ცონგა ახალ წელს მოუმატებს. ცონგა ახალი წლიდან გურმანების კლუბის მენიუში შევა. ახალი კერძი უკვე პოპულარულია. ცონგა ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალისა და კარგი როჯერის სანდო სპარინგია. ხანდახან ამ სპარინგებში ფრანგი იგებს. ხანდახან ამ სპარინგებში მუდო ენდი მარი და ხუან მარტინ დელ პოტროც (თუ არ დაილეწება) ჩაერევიან.
ფედერერი: "სეზონი არაჩვეულებრივად დავასრულე. წელს სტაბილურობა მაკლდა. სხვებმაც მოუმატეს და მოგება უფრო ძნელი, ემოციურად დამღლელი გახდა. ბოლო წლებში ჩემი საუკეთესო თვე-ნახევარი ჩავატარე."
როჯერმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო მასტერსის თასის ფინალის პირველი სეტი. ფედერერი 4:3 გადის წინ. ჯერ უბრეიქო საუბარი მიდის. მერვე გეიმში როჯერმა მარცხნიდან სამჯერ აჭრა ცონგა. ფრანგმა ორი ბრეიქ პოინტი გადაარჩინა, როჯმა მესამეზე მოკლა ბურთი და შემდეგ გეიმში ბრეიქი შეინარჩუნა. ფედერერმა სეტი (6:3) 35 წუთში აიღო. ცონგა ჯერ შანსს ეძებს.
მეორე სეტში ჟო-ვილფრედი უფრო მოქნილ, სწრაფ ჩოგბურთს თამაშობს. ცონგა არ რჩება უკანა ხაზზე, ცვლის ტემპს, ფედერერს მაღალი წერტილებიდან უბრუნებს ბურთს. ცონგა შეიცვალა და ფედერერს ეს ამბავი არ აინტერესებს. ფედერერი კიდევ ერთხელ წაართმევს ბუნჩულა ფრანგს ჩაწოდებას და მეათე გეიმამდე მშვიდად, უკომპლექსოდ მივა. 5:4. ფდერერი ტიტულზე აწვდის. როჯმა რაღაც ვერ გათვალა და სამი შეცდომა დაუშვა. ცონგას სამმაგი ბრეიქ პონტი აქვს. ფრანგი აზრზე მოდის. ფედერერი იცდის, მეორე ნომრად თამაშობს და ფრანგი მარცხნიდან უშვებს შეცდომას. ცონგამ შემდეგი გათამაშება მოიგო და ანგარიში გათანაბრდა - 5:5. ტაი ბრეიქზე როჯერმა 4:2 წიაყვანა. ცონგამ შემდეგი სამი გათამაშება მოიგო. ფედერერმა მეექვსე ეისით პირველი მატჩ პოინტი გაიფორმა - 6:5. ფრანგმა მარჯვნიდან ბაზუკა გაუშვა, მატჩ პოინტი გამოიღო და როჯერს თითქმის ეისი დაუსვა. სეტ პოინტი ცონგას - 7:6. ფედერერის მეორე ჩაწოდებაზე ფრანგმა ბურთი ღრმად, როჯისთვის უხერხულად დააბრუნა. ცონგამ სეტი 8:6 მოიგო. ფედერერი ტაი ბრეიქზე ისვენებს და ცონგა იგებს. ორი სეტის მერე იქსი ზის. ცონგამ უნდა მოუმატოს. ფედერერმა უნდა დაისვენოს.
n n n
მესამე სეტში თითქმის ბორგ/მაკინროუს ჩოგბურთი წავიდა. ცონგა მაქსიმუმს იღებს და ფედერერთან ეს არ არის საკმარისი. ცონგა ბადესთან ოფისს ხსნის და ფედერერი ცონგას ბაზუკებით ესაუბრება. ოფისი რამდენჯერმე დაიშალა, მერე თავიდან დაიდგა და ისევ დაინგრა. ფედერერი პირველ შვიდ გეიმში ბრეიქს არ იკარებს. თავის ჩაწოდებაზე როჯი კიბორგია და ცონგა ჯერ ძლებს. მერვე გეიმში ფედერერმა ცონგა ორჯერ აჭრა. 0:30. ცონგამ სამი ქულა აიღო. 40:30. ცონგამ ორჯერ ვერ გაიგო, სად უნდა გაეშვა ბურთი და ფედერერს ბრეიქ პოინტი აქვს. როჯერმა 5:3 წაიყვანა. მირკასთვის კიდევ ერთი საჰაერო ჯეკპოტის გაგზავნამდე, ფედერერს ერთი გეიმის მოგება დარჩა.
ბოლო გეიმი მალე დამტავრდა. ცონგა როჯერს ელოდება და ფედერერიც დაიღალა. ჩოგბურთის და ვინჩიმ ამ სეზონში კიდევ ერთი შედევრი დატოვა. ფედერერმა წელს 64 მოგება შეაფუთინა და 12 ტესტი ვერ ჩააბარა. ხდება ხოლმე. როჯერი მეშვიდედ გავიდა მასტერსის თასის ფინალში და მეექვსედ მოიგო. ერთხელ (2005 წელს) ფედერერი დავიდ ნალბანდიანთან გაიშიფრა. ესეც ხდება ხოლმე. როჯერამდე მასტერსის თასის უხუცესი ჩემპიონი ილიე ნასტასე იყო - რუმინელმა (175) ფინალი 29 წლის ასაკში მოიგო. ნასტასეც სერიოზული ბიძა იყო. უბრალოდ, ნასტასე ლენდლამდე და ფედერერამდე ვერ ქაჩავს.
ფედერერი: "ცუდად არ მითამაშია. ჟო კარგი მოთამაშე, მეგობარია. მეორე სეტში უნდა დამემთავრებინა ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში დავკარგე კონცენტრაცია და ჟომ ეს შანსი გამოიყენა. ყველაფერი არაჩვეულებრივად დასრულდა. უნდა დავისვენო."
ცონგამ (26) ამ კვირას 42 ეისი აკრიფა. ამ სეზონში ფრანგს 825 ეისი აქვს. პრო ტურზე ყველაზე ბევრია. ცონგამ ამერიკელ ჯონ იზნერს (811) ცოტათი გადაუჯოკრა. ჟომ ფინალის წაგებისთვის 800 სარეიტინგო ქულა და 740 000 დოლარი მიიღო. მაგარია.
ცონგა: "ძალიან კარგი კვირა მქონდა. ფინალის მოგებით სეზონის დახურვა უფრო სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ სარკეში საკუთარ თავს რომ დავინახავ, სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებას მივულოცავ და ვეტყვი: დღეს, ძმაო, მაქსიმუმი გააკეთე. შეგიძლია დაისვენო. ტურნირი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს პროფესიონალიზმის, მხარდაჭერისა და სითბოსთვის. როჯერი... ფედერერი უნიკალურია. როჯერისგან დღესაც ბევრს ვსწავლობ."
ფრანგმა სეზონი 55 მოგებით, 24 წაგებით და 27 მოგებული ტაი ბრეიქით დაასრულა. ჟომ მეცის (ფინალში ივან ლიუბიჩიჩთან) და ვენის (დელ პოტროსთან) ტურნირები მოიგო, სტაბილურად იღებდა ასაღებს. ახალ სეზონში ცონგა პირველ სამეულს უნდა დაუძმაკაცდეს. ცონგამ წელს სამი ფინალიც წამოიღო - როტერდამში წააგო რობინ სოდერლინგთან, ქვინზში ენდი მარი გაატარა და მონრეალში ნოვაკ ჯოკოვიჩის კომპლექსი ვერ მოიხსნა. ჟო კარგი იყო. დარბაზი სავსე იყო. ფედერერის მეექვსე სიმფონია 17 500 ადამიანმა მოისმინა.
ფედერერმა ცონგასთან მოგებით ერთი კარგი შვედი ერთი ადგილით ჩამოაგდო. როჯერს კარიერაში (ერთეულებში) 807 მოგება აქვს. სტეფან ედბერგს 806 დარჩა. და ვერ მოემატება. ფედერერი წარმატებული კრიმინალების სიაში მეექვსეა. როჯერზე მეტი გასაუბრება მხოლოდ ანდრე აგასიმ (870), ჯონ მაკინროუმ (875), არგენტინელმა გილერმო ვილასმა (923), ლენდლმა (1 071) და ჯიმი კონორსმა (1 242) გაიარეს. ფედერერი გაასწრებს აგასის და მაკინროუს და ძალიან გაუჭირდება ლენდლის ან კონორსის შედეგის გაუმჯობესება. როჯერი როჯერივით მხოლოდ სერიულად იგებს. ადრე სტაბილურად იგებდა. ეს ადრე იყო.
ფედერერი: "შემდეგ სეზონში ის დონე უნდა შევინარჩუნო, რომელზეც ამ სეზონის ბოლო სამ თვეში გავედი. ვიცი, რომ ეს ძნელი იქნება. პრო ტური ვითარდება, უფრო ღრმა, საინტერესო, თანაბარი ხდება. ჯოკოვიჩმა წელს თითქმის ყველაფერი მოიგო, ნადალი ყველა საფარზე ფავორიტია. მოუმატა ცონგამ, დაბრუნდება დელ პოტრო. ალბათ, კარიერაში საუკეთესო სეზონი უნდა ჰქონდეს მარის. სხვებიც ბევრს მოიგებენ. ჯოკოვიჩი ამ სეზონში საუკეთესო იყო. თუ ერთი მოთამაშე ზედიზედ 40 შეხვედრას იგებს, ესე იგი, საუკეთესოა. დიდი სლემის ტურნირებზე უკეთ გამოსვლა უკეთესი იქნება. ალბათ, არ შევცვლი სათამაშო გრაფიკს და ყველა დიდ ტურნირზე ვითამაშებ. ჩოგბურთი არ მღლის. როცა დამღლის, დავისვენებ."
ფედერერმა სეზონი დახურა. გავიდა როლან გაროს ფინალში. თითქმის გაგუდა ჯოკოვიჩი სეზონის ბოლო მეიჯორზე, ამერიკულ ჰარდზე. როჯერმა სეზონი როჯერივით და ძველ ფედერერზე უკეთ დაკეტა.
ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ნიუ იორკში მეგაპოლისებს სულ ცვლიან, რაღაცით ავსებენ. იმ მეგაპოლისებში პოპულარული პერსონაჟები ჩადიან და მეგაპოლისი უკვე ვუდსტოკია. თავისი ჯო კოკერით, ჯენის ჯოპლინით, "ქრიდენსით", "გრეითფულ დედით". ვუდსტოკს თავისი ჰედლაინერი ჰყავს და ლონდონში ჰედლაინერი როჯერ ფედერერი იყო. როგორც ყოველთვის. ვუდსტოკზე როჯმა ბოლო აკორდი ძველი ფენდერით აიღო. ფედერერიც ფენდერია. წამოიღო.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/sport...1-29/22400.html
Everything about him is perfect...His career on and off court is an inspiration to all mankind....
Roger Federer is like a disease...ppl are obsessed with him..
LUCKY TO BE BORN in FEDERER'S ERA!!
”არ არსებობს ფინიშის ზღვარი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”- როჯერ ფედერერი