800 კითხვა ფედერერთანსოციალური ქსელის "ფეისბუქის" Nike Tennis-ის გვერდზე ონლაინ-ჩატის რეჟიმში გულშემატკივრებმა საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მსოფლიოს მესამე ჩოგანს როჯერ ფედერერს 800 კითხვა დაუსვეს და რჩეული პასუხებიც მიიღეს.
ამონარიდის სახით მას ჩვენც ვაქვეყნებთ.
- ჩოგბურთსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ბალანსს როგორ ინარჩუნებთ. და საერთოდ, ასაკის მატებასთან ერთად რამდენად იცვლება ასეთი ბალანსი?- მგონი ყოველთვის კარგად ვახერხებდი შვებულებისას ჩოგბურთისგან დასვენებას. ეს ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა: როდესაც კორტს ვტოვებ, სახლში ვბრუნდები და ჩოგბურთზე ფიქრსაც იქვე ვეშვები.
- როგორ მუსიკას უსმენთ?- საცეკვაო მუსიკაზე გავიზარდე, მერე გადავერთე როკზე: AC/DC-ზე და ლენი კრავიცზე. პოპ მუსიკასაც ვუსმენ, კონკრეტულად კი ჩემი მეგობრის გევინ როსდეილის ალბომს ჯგუფი "ბუშიდან" (Bush).
- თუ გაქვთ იმის სურვილი, რომ თქვენმა ქალიშვილებმაც ითამაშონ ჩოგბურთი?- ყველაფერში მხარს დავუჭერ რასაც თავად მოისურვებენ.
- რა გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე თქვენივე საქველმოქმედო ფონდმა?- ძალიან გამიმართლა, რომ მაქვს საშუალება დავეხმარო ადამიანებს. იმედია მზრუნველობას მოკლებული ოჯახებისთვის მეტის გაკეთებას შევძლებ. ამგვარმა საქმიანობამ ჩემზე მეტად იმოქმედა.
- ვინაა თქვენი საყვარელი არაჩოგბურთელი სპორტსმენი?- ჩემი კერპი იყო მაიკლ ჯორდანი. დღეს ვალენტინო როსით (ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი მოტომრბოლი, რომელმაც MotoGP-ის სხვადასხვა კლასში ცხრაჯერ იზეიმა ჩემპიონობა. რედ) ვარ აღფრთოვანებული და იმით რასაც მან მიაღწია.
- თქვენი ჯანმრთელობის საწინდარი რა არის? მოწინავე სპორტსმენთა უმრავლესობა ტრავმებისგან იტანჯება...- ჩემი საიდუმლო აკადემიურად შედგენილი განრიგია. ცხოვრებაში ბევრი რამის შეთავსება მიწევს. მაგრამ მძიმე შრომასთან ერთად აუცილებელია სწორი დასვენებაც.
- როდესაც თამაში არ მიგდით რას აკეთებთ ან ეუბნებით საკუთარ თავს?- როდესაც რაღაც არ მიმდის, ვცდილობ საერთო სურათს ვუყურო. ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ყოველივე მომზადების ნაწილია - რთულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება, პანიკას არ აყოლა.
- 2011 წლის სეზონიდან საუკეთესოდ რა მოგაგონდებათ?- ბრწყინვალედ დავასრულე სეზონი - 17-მატჩიანი მოგებათა სერია. შესანიშნავი წელი გამომივიდა. რა თქმა უნდა, იყო მძიმე წაგებებიც, მაგრამ მაინც შევძელი დავბრუნებოდი მაღალ დონეს. ასე რომ, ახალი სეზონისთვის მომგებიან მდგომარეობაში ვარ. მშვენივრად გატარებული შვებულებიდან სიხარულით დავუბრუნდი კორტებს.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/sport...2-13/23102.html
Everything about him is perfect...His career on and off court is an inspiration to all mankind....
Roger Federer is like a disease...ppl are obsessed with him..
LUCKY TO BE BORN in FEDERER'S ERA!!
”არ არსებობს ფინიშის ზღვარი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”- როჯერ ფედერერი