მოკლედ გილოცავთ მერვე როლან გაროსს და მეთორმეტე სლემს. ფერერთან რისი გეშინიათ ვერ ვხვდები
წინა წელს არ გახსოვთ რაც უქენით? ფერერი კიდე არაფრის მომმატებელი არ არის, რობოტივით სულ ერთდაიგივეს თამაშობს.
მარა ის არის გასაკვირი,რომ რაფა თავისი თამაშის 60%-ით თამაშობს და მაინც ყველაფერს იგებს. რაფას ამდენი უაზრო შეცდომები ბექჰენდიდან ან ფორჰენდიდან არასდროს არ ჰქონია. გუშინ მარტო ბოლო 30 წუთი ითამაშა ძველი რაფასავით.
რაღაც ტოპ 20-დან ყველა საშინელ ფორმაშია და რაფა თავისი შედარებით სტაბილური თამაშით იგებს ტურნირებს.
ნოლე წინა წელს რასაც თამაშობდა იგივეს თამაშობს.
როჯერს ვაფშე არაფერი არ გამოდის.
ენდის წელს ერთი მატჩიც არ ჰქონია ისეთი დადებითი ბალანსი,რომ ჰქონდეს ვინერსებში შეცდომებთან შედარებით.
ფერერი რობოტობს.
ბერდიხიც ბანძია. კი მოუგო როჯერს,ნოლეს და მარის მარა იმიტომ,რომ ისინი ვერ თამაშობდნენ.
დელ პოტროს არ დაცალდა თამაში.
ცონგას ძალა გამოელია. პირველ ჩაწოდებას გუშინ 150კმ/სთ-ით აწვიდა. ფორჰენდიდანაც ვერ არტყამდა.
გასკე 10 მეტრით უკნიდან თამაშობს და მაინც უამრავ შეცდომას უშვებს.
ვავრინკამ კიდე რაღაც მოუმატა.
ჩილიჩის კარგი თამაში წელს ვერ ვნახე ყველასთან აგებს.
ტიპსო საშინელია.
ალმაგროც საშინელია და როგორც ყოველთვის სლემებზე 2-0-დან აგებს.
ტომი არაფერ განსაკუთრებულს არ თამაშობს,როგორც კი ვიღაცა დარტყმების ვარირებას მიმართავს მთელი ტური იბნევა.
კეიც საშინელებაა. 27 გეიმში 68 შეცდომას უშვებს და ბადესთან ვაფშე აღარ გადის.
რაონიჩი უკან და უკან მიდის.
მონაკოც სტაბილური არ არის.
სიმონი ორი წელია ტრავმით თამაშობს და მაინც ოცეულშია.
ახლა ეჭვი არ მეპარება,რომ რაფა უადვილესად მოიგებს უიმბლდონს. ამერიკაზეც დიდი შანსი აქვს თუ ნოლემ თამაშს არ მოუმატა.
2010 წელის უშნო გამეორებაა ეს წელი.