(IMG:http://s020.radikal.ru/i710/1301/ae/e1d26d8b577b.jpg)
დანბლეინელი ათლეტის უცნობი ისტორიაენდი მარეი გლაზგოში დაიბადა. სულ 2 კვირის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად დანბლეინში გადაბარგდა. ერთი შეხედვით მშვიდი და მეგობრული პატარა შოტლანდიური ქალაქი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილი იყო. სწორედ დანბლეინში დაიწყეს ენდიმ და მისმა ძმამ, ჯეიმიმ საჩოგბურთო კარიერა. როდესაც ბიჭები 7–8 წლისანი იყვნენ, სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, მაგრამ პოლიციისა და სკოლის დამრიგებელთა თავდადებული შრომით ბიჭები, უვნებლები გამოიყვანეს სკოლიდან. ენდი შოტლანდიელთა მთავარი სიამაყეა. მან რამდენიმე ჯილდო მიიღო და სულ ახლახანს BBC Sports Personality of the Year 2012 –ზე მე–3 ადგილი დაიკავა. სავარაუდოა, რომ არა ოლიმპიური ჩემპიონების სიმრავლე ბრიტანეთში, ენდისთვის დიდი სლემის მოგება (76–წლიანი ლოდინის შემდეგ, ბოლოს სწორედ 76 წლის წინ მოიგო ბრიტანელმა დიდი სლემის ტურნირი) 1–ლი ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდებოდა.
This post has been edited by Queen N on 14 Jan 2013, 14:52