იონათანუყურე კერბერს? დაგვიბრუნდა ვითომ ძველი ენჯი?, მართალია 2 დიდი ტურნირი ჩააგდო (ინდიანა და დოჰა) მაგრამ ვაპატიებ მაგ წაგებებს საისაითან და ალერტოვასთან, გუშინ საკმაოდ იოლად მოიგო ზაჰლავოვასთან. ბერტენსია შემდეგი. კარგი ბადეა, შორს გასვლა შეიძლება, რადვანსკა უნდა ჩამოვაგდოთ N2 პოზიციიდან
evаlotaუკვე გათანაბრებულია სლემებზე საპრიზოები და დარჩეს ასე. თორემ დავა განუწყვეტლივ შეიძლება იმს აკითხე რომ კაცები 5 სეტიანებს თამაშობენ და ქალები სამიანებს და რატომ თანაბარიო, თუმცა ყველაფერი შედარებითია, ბევრი ისეთი ქალთა 3 სეტიანი ვიცი რომ ბევრ უაზრო მამაკაცთა 5 სეტიანს ჯიბეში ჩაისვამს.
ბოლო 5 წლის მანძილზე 6 ერთსლემიანი გვყავს, კერბერი,პენეტა,სკიავონე, ლი, სტოშური და ბარტოლი.
ბევრს გაუმართლა რომ სლემი დადეს მაგრამ დაუსმახურებელია თქო ვერ ვიტყვი.
ყველაზე ნაკლებად აქედან სლემს პენეტა და ბარტოლი იმახურებდნენ ჩემი აზრით. ვაფასებ არა კარიერიღ არამედ იმ კონკრეტული ტურნირით.
მოკლედ მივყვები ქრონოლოგიურად.
2010 წელს სტოშურმა გაროსზე მოუგო, ენინს( გაროსის დედოფალს), მოუგო სერენას (MP-ც გადაარჩინა სერესთან), 1/2 ფინალში მოუგო იანკოვიჩს რომელიც მაშინ საკმაოდ გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე დღესაა, თან გამანადგურებელი ანგარიშით 61,62 და ფინალში წააგო სკიავონესთან, სკიავვონემაც კარგ ხალხს მოუგო, დემენტიევა, კირილენკო, ვოზნიაცკი, ლი, მაგრამ იმათ ვერ შევადარებ. ნამდვილად სამანტას სლემი იყო მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ ვიტყვი რომ სკიავონეს არ ეკუთვნოდა, აჯობა იმ თამაშში და მოუგო სამანტას. დაახლოებით 1997 წლის ჰინგისი-მაიოლის ფინალს შევადარებ, როცა ჰინგისს ეკუთვნოდა სლემი და მაიოლმა მოუგო როგორღაც.
შემდეგი ლი ნაა. ამ ქალს 2 სლემი აქვს მოგებული და კიდევ 2 ფინალი წაგებული ავსტრალიაში, საკმაოდ დიდხანს იყო ტოპებში ასე რომ ამის სლემობანა სულაც არ მიკვირს, იმ წაგებულ ფინალებში აზარენკასთან და კლაისტერსთანაც ნამდვილად ქონდა მოგების შანსი. გაროსი რომ კვიტოვა,აზარენკა, შარაპოვა და სკიავონესთან მატჩებით მოიგო ესეც ბევრ რამეზე მიუთითებს
შემდეგი სტოშურის სლემია 2011 წელს აშშ-ში
ფინალამდე რუსები პეტროვა, ზვონარევა და კირილენკო გასიტუმრა, კირილენკოსთან ღამის მატჩი ეხლაც მახსოვს, მეორე სეტის ტბ-ზე MP-ები რომ გადაარჩინა კირილენკომ დ მესამე სეტიში გადაიყვანა მატჩი, 1/2 ფინალში ტურნირის აღმოჩენასთან კერბერთანაც კარგი ბრძოლა მოიგო და ფინალში სერენასთან მატჩი დარწმუნებული ვარ ყველას გვახსოვს. სერენა მსაჯთან კი შეკამათდა მაგრამ 2 თავით მაღლა იდგა ავსტრალიელი და დამსახურებულად მოიგო.
შემდეგი ბარტოლის უიმბლდონია, აი აქ მოიცა
დამეთანხმებით რომ ეს ლისიცკის ტურნირი იყო. მოუგო სერენას და 1/2 ფინალში რადვანსკასთან რა ტრილერი დადო გემახსოვრებათ. ბარტოლმა ვის მოუგო? ჩამოგითვალოთ? სვიტოლინას (მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა),მაკჰეილს,ჯორჯის,კნაპს,სტივენსს, ფლიპკენს და ფინალში ლისიცკის. აზრს ვერც 2007 წელს ნათამაშები უიმბლდონის ფინალი და ვერც სეტის წაუგებლად დადებული სლემი შემაცვლევინებს.
შემდეგი ერთსლემიანი შარშანდელ ზაფხულში გაჩემპიონდა, პენეტა!
სტოშური, კვიტოვა, ჰალეპი და ვინჩი
სტოშუტს პენეტასთან მატჩი არ აქვს მოგებული და ყოველთვის უჭირდა მაგასთან თამაში, კვიტოვამ საშინლად ითამაშა, უსაზიზღრესად და მაინც ქონდა მოგების რეალური შანსი მაგრამ იმდენი მოახერხა და წააგო, აი ჰალეპს რა დაემართა არ ვიცი, თან აზრენკასთან კარგად თამაშობდა წინა ეტაპზე. ნუ ვინჩის ჩემპიონობას ისევ პენეტა მერჩივნა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დაუმახურებელი სლემიანი ამ სასტავში, მიუხედავად იმისა რომ ბარტოლზე მეტად მიყვარს ფლავია და მისი თამაში, მაგრამ ამ სიაში ბოლო ადგილზე ვაყენებ.
კერბერი
აზარენკას და სერენას რომ მოუგებ გზად არავინ არ უნდა თქვას რომ დაუსმახურებელია, თან ორივე კარგად თამაშობდა და ენჯის შეცდომების წყალობით არ მოუგოა, მართალია საუკეთესო ფორმაში არც ვიკა იყო და არც სერენა მაგრამ ფინალი სკაამოდ დაძაბული იყო და ენჯიმ ბევრი ჰოთ შოტიც დადო.
მოკლედ პენეტა და ბარტოლი ჩემ თვალში ჩატარებული ტურნირიდან გამომდინატე ყველაზე ნაკლებად იმსახურებედნენ მოგებას, თუცა დაუმსახურებლად მოიგესო ასეთი რამ არ ხდება. უბრალოდ გაუმართლათ