რავი, ალბათ სხვანაირად გვესმის ცნება "გამართლება"

ანფორსდ ერორები, უმეტეს შემთხვევებში, არ მიმაჩნია გამართლებად. თუ არ გამოგდის დარტმა, შეცდომებს უშვებ, მეორე მხარისთვის რატომაა ეგ გამართლება? შეცდომების დამშვებშია პრობლემა.
მეორე ასპექტია კიდე, შეცდომების რაოდენობის ციფრი "ყვირის" რომ შეხედავ კაცი. რა თქმა უნდა, ბევრგან მართლა "უნებლიე" იყო მარის შეცდომები, მარა ზოგ შემთხვევებში ნოვაკის თამაშით განპირობებული. არის შემთხვევები, როცა მაგარ ბურთებს აიღებ, მაგრამ შემდეგ უაზრო შეცდომა მოგდის იმავე გათამაშებაში. დაღლილობის ბრალია ეგ ყველაფერი, არ რჩებათ ძალა ასეთ გათამაშებებში და თითქოს ამოქაჩული ქულიდან დასანან შეცდომებს უშვებენ.
ჰოდა, გამართლებად მე მიმაჩნია, როცა ბადეს მოხვდება ბურთი და შენს მხარეს ჩავარდება, როცა მეტოქე რამდენჯერმე მილიმეტრებში დასვამს ხაზზე ბურთს, როცა ფეხი დაგიცურდება უაზრო ადგილას და ა.შ

ჩელენჯის არაღება გამართლება იყო, გეთანხმები
* * *
ისე, ახლა ვიხსენებდი, მეთქი ბოლოს როდის მოიგო ნოვაკმა სამ სეტში სლემის ფინალი
სიმბოლურია, რომ ერთადერთ შემთხვევაში ჰქონდა მოგებული სამ სეტში ფინალი და იმ დროსაც მარის წინააღმდეგ 2011ში
უმეტეს შემთხვევებში, ერთსეტიანი სპადები ჰქონდა ხოლმე ფინალებში
This post has been edited by Duncan on 31 Jan 2016, 15:43