სლემზე ასე ჩაიქნიეთ ნოლეზე ხელი?
ვიცით, ჩვენც რომ ვერ არის საუკეთესო ფორმასა და კონდიციებში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობს და ნოლეა
ასე 2 სიტყვის დაუწერლადაც არ ვარგა, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა 3 ტური გვაქვს გავლილი უკვე
ტაკს
გრანოლერსთან ვფიქრობ არასტაბილური იყო
რაც საბოლოო ჯამში ანგარიშშიც აისახა, გრანოლერსი ვერ უნდა ბედავდეს უბრალოდ ამდენი გეიმის მოგებას, მითუმეტეს პირველ მატჩჩი, როცა ენრგიის რეზერვუარები ჯერ სავსეა

შემდეგი ტური იყო სოუსა. აქ შედარებიტ იოლად იყო ყველფერი, გამომდინარე იქედან რომ სოუსაა თავად ძალიან სუსტი

და შვარცმანი მესამე ტურში
პირველი სამი სეტი, უაზროდ ბევრი უაზრო შეცდომა, რაღაც მომენტში მეგონა და ვფიქრობდი, რომ ძალით აკეთებდა
მაგრამ მეოთხე და მეხუთე სეტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ნუ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო პირველ რიგში შვარცმანის დაღლამ
რაც რა თქმა უნდა საგანგაშო სიგნალია
თუმცა პოზიტიური ის იყო რომ დაუნდობელი მკვლელი გაიჩითა დასკვნით სეტებში და სავარაუდოდ ფსიქოლოგიურად ამან დადებითად უნდა იმოქმედოს IMHO

შემდეგი გაჩერება ალბერთ რამოს ვინოლასი
წესით, საკაიფო ბრძოლაში მაგრამ მთლიანობაში იოლად უნდა გავიაროთ