გადარბენით ვნახე, თუ მოვიცლი შაბათ-კვირას ჩავუჯდები.
ჩემი ფავორიტები ნოლე-ენდის ამერიკის მილიონსაათიანი და რაფა-ნოლეს ოზის მილიარდსაათიანი ფინალებია.
აი, რითი უნდა გაპრავდეს სახელმწიფოს ასეთი იდიოტობა, არ ვიცი რა.
ამხელა მანქანა რომ ინდივიდს ამას უკეთებს, არაფერში ჯდება.
ბიუროკრატიის უსასრულო ჯაჭვში ყველა ჯონ ტრავოლტას გიფივით ვართ.
სასამართლომ გააუქმა სახლმწიფოს გადაწყვეტილება პროცედურის დარღვევის გამო და იმიგრაციის მინისტრს ვიზის ხელახალი გაუქმების უფლება აქვს.
რენატამ არ გაასაჩივრა სასამართლოში და პირდაპირ გაადეპორტეს, ხოდა უჩივის ახლა ტენის ავსტრალიას.
საერთოდ სხვა საკითხია, ვაქსერია, ანტივაქსერი თუ Fლეთ ერსელი ნოლე.
ჯერ ხომ სავალდებულობის დედაც ჯეკ, აუხსენი ადამიანს, თუ არ გაიგო და არ უნდა, ოკ, ყველას აქვს უფლება იყოს პიტალო კლდე!
გვიცავს ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობისგანო, ხოდა ვინმეს თუ უღირს რისკის გაწევა, მისი პრობლემაა.
ეს ბიგ ბრაზერობა და მე უკეთ ვიცი, შენ რა გჭირდება, არაა მოსაწონი საქციელი.
ომიკრონი ვაქცინირებულებშიც, დაბუსტულებშიც და ბუნებრივ იმუნიტეტიანებშიც უპრობლემოდ ვრცელდება, რამის თავიდან აცილება თუ გინდა, მოთხოვე პისიარი ყოველი თამაშის წინ.
თან, სპორტსმენთან მიმართებით სხვა რისკებია.
შარდიმ ვაქცინაზე ალერგიული რეაქციის გამო შევწყვიტე სეზონი და არ ვიცი, როდის ვითამაშებო.
ნოლე გლუტენს არ ჭამს, თან ფაქტიურად ლელა კაკულიას მეთოდით დაადგინა, ალერგიული ვარო და ამას ვაქცინას გააკეთებინებ?!

არის ჯანმრთელი და უღირს რისკად, ვისაც თავის დაცვა გვინდა, ვიკეთებთ ვაქცინას, ვცხოვრობთ ტკბილად და ბედნიერად.
რა არის გაუგებარი, სკოტ მორისონ?!