Corvetteმე მგონი აგრიე
1) დიახ, ავსტრალიაში რომ შეგიშვან აცრილი უნდა იყო.
მაგრამ არის გამონაკლისებიც! ოღონდ გამონაკლისი იმ შემთხვევაში, როცა ობიექტური ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო შენთვის აცრა არ შეიძლება, რადგან:
ა) აცრა და მისი გვერდითი ეფექტები რისკია შენი ჯანმრთელობისთვის, ესეც რა თქმა უნდა დოკუმენტურად უნდა გქონდეს დადასტურებული
ბ) ახალგადატანილი გაქვს და შესაბამისად რაღაც პერიოდი აცრას ვერ გაიკეთებ/არ გეკუთვნის. აქაც რა თქმა უნდა დადებითი PCR ტესტის საბუთი უნდა გქონდეს.
გ) სხვა რამე გამონაკლისებიც იქნება, ექიმი არ ვარ

არც იურისტი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევას მემგონი "დაუძლეველი ძალა" ქვია. (განსაკუთრებული და, მოცემულ პირობებში, აუცდენელი (გადაულახავი) გარემოება. ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა.) ანუ ეს გამონაკლისები ვინც მიიღო, მათ შემთხვევაში სავალდებულო აცრა ვერ შესრულდებოდა დაუძლეველი ძალის გამო, და არა იმიტომ რომ ანტივაქსერია და არ სურს ნემსის დარჭობა და ა.შ.
დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში უარის უფლება არ აქვთ, რადგან ეს შენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა იქნება.
მიმიხვდი რისი თქმა მინდა ხომ?
ვიზაც იგივე ნოვაკზე, მის ჩასვლამდე სწორედ იმიტომ გასცეს, რომ ვიზის შესავსებ აპლიკაციაში მიუთითა "გამონაკლისი", ანუ ე.წ. exemption ფლობდა.
ეშმაკი დეტალებშიაო და "ფიშკა" იმაშია, რომ ამ დაუძლეველი ძალის, ამ შემთხვევაში გამონასკლისის კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს და ყველა გარემოება ინდივიდუალურად განიხილება. არ არსებობს რაიმე ზოგადი წესი, რისი მიხედვითაც იხელმძღვანელებ. შესაბამისად ეს სასაზღვროს აძლევს საკუთარი ინტერპრეტირების საშუალებას და ძალაუფლებას როგორც უნდა ისე ჩათვალონ ესა თუ ის გარემოება.
რა მოხდა სერბის შემთხვევაში.
ნოვაკი საზღვარზე რომ გააჩერეს, მისთვის ოფიციალურად არ უთქვამთ ან აცრის საბუთი გვაჩვენეთ, ან გააჯვიო აი ასე მოკლედ კონკრეტულად არ უთქვიათ. არაოფიციალურად რა თქმა უნდა მიზეზი ეს იყო, მაგრამ ოფიციალურად მაგას ბრალად ვერ წარუდგენდნენ, რადგან გამონაკლისის საბუთებით იყო ნოვაკი ჩასული. მას უთხრეს რომ შენი წარმოდგენილი საბუთები არასაკმარისია გამონაკლის შემთხვევად რომ ჩაგითვალოთო, ვიქტორიის შტატის მედიქალმა კი ჩათვალა, მაგრამ მე არ ვთლიო, ან დამატებითი საბუთები წარმოადგინე, ან არ გეკუთვნის გამონაკლისი შემთხვევაო, აცრილიც არ ხარო და შესაბამისად ვიზაც გააუქმეს.
ადვოკატებმა გაუქმება რომ გაასაჩივრეს, მოსამართლემ აღუდგინა ვიზა, რადგან მოსამართლემაც ჩათვალა რომ არსებული საბუთები გამონაკლის შემთხვევას აკმაყოფილებდა.
ამის შემდეგ კი უკვე სხვა სამინისტრო, იმიგრაციის სამინისტრო ჩაერთო და იმიგრაციის მინისტრმა გამოიყენა პერსონალური უფლება ვიზის გაუქმებაზე. სამოტივაციო ნაწილში კი შენც წაიკითხე მიზეზად რა არის ჩამოწერილი

.
ასე წავიკითხე, დავინახე და გავიაზრე კოჯოს თავს გადახდენილი მოვლენები.
ეხლა ჩემს პოზიციას და ჯოკოს ცნობას რაც შეეხება.
თავიდან ჯოკო რომ დააკავეს, გულწრფელად მჯეროდა რომ ნოვაკმა რაღაცეები იმაიმუნა და მიტომ არ შეუშვეს, რადგან იგივე გამონაკლისებით სხვები ჩვეულებრივ შეუშვეს. მერე ამას დაემატა შპიგელის გამოძიება, თარიღები ერთმანეთს რომ არ ემთხვეოდა. ვთქვი კიდეც თავიდანვე, რომ ჯოკოვიჩის აუცრელობასთან პრობლემა არ მაქვს, პრობლემა მქონდა, რომ ფეიკი საბუთებით მონაწილეობის მიღება ###ბაა და არასწორია.
კიდევ არ მომეწონა მისი ოჯახის არაადექვატური ქცევა (რაც შემდეგ გამოჩნდა კიდეც რომ ჯოკოს ქეისზეც და ავსტრალიელ საზოგადოებრივ აზრზეც უარყოფითად იმოქმედა).
ეხლა განვიხილოთ 2 შემთხვევა:
ა) ცნობა ყალბია
ბ) ცნობა ნამდვილია.
ა) ვისაუბროთ პირველ ვარიანტზე.
თავიდან ვფიქრობდი პირველ ვარიანტზე და მართალია ავსტრალიის მხარეს ამაზე ბრალი არ წარუდგენია, მაინც ვფიქრობდი რომ ასეთი ქცევის გამო დეპორტის ღირსი იყო.
ანუ, 17-18 დეკემბერს ბავშვებთან და ჟურნალისტებთან რიგირთი შეხვედრა იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი ყალბი საბუთარი დაუმზადეს 16 დეკემბრით დათარიღებული. (რა ტქმა უნდა გაყალბებაში ხელს სამინისტროს არ ვადებ, მონაცემის შევსება ხომ ექიმს ან ტესტის გამკეთებელს ევალება და სისტემაში ინფორმაციის სისწორეზე თვითონ აგებს პასუხს). ახლა კი სერბეთის ჯანდაცვა ხელს აფარებს ნოვაკს, რადგან აქ არა მხოლოდ ნოვაკის რეპუტაცია, მათი რეპუტაციაც ეჭვქვეშ დგება.
შესაბამისად, ნოვაკს ვირუსი არ შეყრია 17-18-ში კამერის წინ მიტომ პოზიორობდა. ეჭვი კიდევ იმიტომ მაქვს რომ მისთვის გასაოცრად საჭირო დროს, ზედ ტურნირის წინ დაუფიქსირდა დადებითი, ჩემთვის საეჭვო დამთხვევაა.
ბ) ახლა ვისაუბროთ მეორე ვარიანტზე.
აგერ პატომ მომწერა რომ შპიგელის ინფორმაცია ყველამ უარყოო და თარიღებთან დაკავშირებით მცდარი ინფო გავრცელდაო.
ჩავთვალოთ რომ ასეა და ცნობა ნამდვილია.
ამ შემთხვევაშიც ჯოკო უპასუხისმგებლო ადამიანია და დაჯმას იმსახურებს, მაგრამ ეს შემთხვევა ავსტრალიის მთავრობის გასარჩევი და მათი ტრაკის საქმე არაა.
ამაზე პასუხი სერბეთში უნდა მოკითხონ (რომ არ მოკითხავენ ეგ სხვა საქმეა კიდევ), მაგრამ ავსტრალია აქ საერთოდ რა შუაშია??
მთავარია რომ ჯოკოვიჩი ჩასვლის მომენტისთვის ავსტრალიელებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ასევე როგორც დავწერე ჯოკოვიჩი არაა ანტივაქსერი! აუცრელობა არ ნიშნავს ანტივაქსერობას. ჯოკოს უბრალოდ მონაწილეობა და რეკორდის დამყარება უნდოდა, ამ საწყალს კი ავსტრალიელმა პოლიტიკოსებმა ავტივაქსერობა შეტენეს (რაში საკუთარი წვლილიც მისმა ოჯახის წევრებმა და ფანებმაც შეიტანეს).
იმედია ცემი პოზიცია გასაგებია

პატარა რემარკა: ადვოკატთა ბიურო ვინც ჯოკოვიჩს მოემსახურა, თვითონ ქონიათ წესად რომ აუცრელებს არ ემსახურებოდნენ და ჯოკოსთვის გამონაკლისი დაუშვეს
* * *
ვაიმე რამდენი მიწერია
This post has been edited by vaxushtiii on 16 Jan 2022, 20:43