არარეალური ციფრები რეალური ნოვაკ ჯოკოვიჩისგან 2015 წლის სეზონში .
ATP რეიტინგში , ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულების რეკორდი ეკუთვნის ნოვაკ ჯოკოვიჩს - 16 950 .
2016 წლის 6 ივნისს დააფიქსირა ეს ციფრები .
ყველაზე მეტი , ერთ კალენდარულ სეზონში დაგროვებული ქულების რეკორდი ეკუთვნის , ასევე ნოვაკ ჯოკოვიჩს - 16 585 ქულა , რომელიც მან 2015 წელს დააგროვა .
ჯოკოვიჩი 2015 წელს :
ითამაშა 16 ტურნირი
ფინალში გავიდა - 15
ტიტული მოიგო - 11
მოიგო - 82 შეხვედრა
წააგო - 6
93% მოგებული შეხვედრების , საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში .
მოიგო 3 გრანდ სლემი ( ავსტრალია , უიმბლდონი , ამერიკა )
მოიგო 6 მასტერსი ( ინდიანა უელსი , მაიამი , მონტე კარლო , რომი , შანხაი და პარიზის მასტერსები )
მოიგო წლის ბოლო , შემაჯამებელი ტურნირი .
მოიგო ერთი ATP 500 კატეგორიის ტურნირი პეკინში.
ფინალში გავიდა :
როლან გაროსის გრანდ სლემზე და დამარცხდა სტენ ვავრინკასთან .
მონრეალის მასტერსზე და დამარცხდა ენდი მიურეისთან
ცინცინატის მასტერსზე და დამარცხდა როჯერ ფედერერთან
ATP 500 დუბაიში და დამარცხდა როჯერ ფედერერთან .
ხოლო ის ერთი ტურნირი , რომელშიც ფინალში გასვლა ვერ მოახერხა , იყო წლის პირველი ტურნირი - დოჰაში , სადაც 1/4-ში ივო კარლოვიჩთან დამარცხდა .
სეზონში მეექვსე წაგება ასევე როჯერ ფედერერთან ჰქონდა , შემაჯამებელის ჯგუფურ ეტაპზე .
რეკორდები 2015 წელს :
ფინალში გავიდა ზედიზედ 15-ჯერ .
მოიგო რეკორდული 6 მასტერსი ( ითამაშა 8 ფინალი ( რაც ასევე რეკორდია ) , ერთადერთი მასტერსი რომელზეც არ გამოვიდა , იყო მადრიდში )
გახდა მესამე მოთამაშე რომელმაც შეძლო ერთ სეზონში ყველა გრანდ სლემის ფინალში გასვლა ( როდ ლეივერის და როჯერ ფედერერის შემდეგ )
31 გამარჯვება TOP 10 ჩოგბურთელთან ( მათ შორის TOP 10 -ის ყველა ჩოგბურთელი დაამარცხა )
რაფაელ ნადალთან - 4-0
როჯერ ფედერერთან - 5-3
ენდი მიურეისთან (#2) - 6-1
გამოიმუშავა რეკორდული საპრიზო თანხა $21,146,145
ესეც ის ერთადერთი შეხვედრა , რომლის ტურნირზეც ფინალში გასვლა ვერ შეძლო
კარლოვიჩი

ჰ2ჰ საერთოდ აგებს ნოვაკი მასთან 1-2
This post has been edited by Corvette on 25 Sep 2024, 14:55
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)