
თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ ფედერერი-ჯოკოვიჩი უფრო წინ არიან საერთო ჯამში. ცოტათი.
ნადალი მაინც თიხის ხარჯზე უქაჩავს ამდენ სლემსაც და საერთოდ. მაგათ დონეზე.
უდიდესია და ძაან მევასება. ჯოკოვიჩი უფრო არ მევასება (როგორც ტიპაჟი და off court, თორე ჩოგბურთი როგორ არ უნდა მოგწონდეს, ხანდახან სრულყოფილებამდე აყავს ხოლმე თამაში) ამ სამიდან, ანუ არანაირი ანტიპატია არ მაქვს რაფასადმი. პირიქით ფედერერის მერე ყველაზე მეტად მევასება და არც მაგის მეოცე მწყენია. მაგრამ ის ორი უფრო წინ მგონიან.
სლემებში როლან გაროს წილს რომ შევეშვათ, ნადალი არასდროს ყოფილა ისეთი დომინანტი, როგორიც ჯერ ფედერერი იყო და ეხლა ჯოკოვიჩია. ამდენი ხანი ვამბობ. 2010 ქონდა ყველაზე მძლავრი, სამი სლემი რომ მოიგო ერთ წელს.
პირველ ჩოგნად კვირების ლიდერებს რო გადახედო, პირველზე ფედერერია, მეორეზე ჯოკოვიჩი. ნადალი ხუთეულშიც არაა.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ყველაზე მეტი სლემით ეგ დაასრულებს კარიერას, მაინც ნახევარი საფეხურით ქვევით მგონია იმ ორზე. ან 1/3-ით.
თიხაზე ეგეთი მონსტრი რო არ იყოს და ვთქვათ თუნდაც ისე თამაშობდეს, როგორც ფედერერი უიმბლდონზე ან ჯოკო ავსტრალიაში, მინუმუმ 4-4 როლან გარო ექნებოდათ იმათ. თითო თითო მიუგდო იმათ, აქედან ერთხელ ტრავმა ქონდა.
ისე სიძლიერით, ალბათ ჯოკოვიჩია ყველაზე ძლიერი, სულ ოდნავ. 2011 და 15-ში რაც იყო, ეგეთი მონსტრი არ მინახავს. თუნდაც წელს. კორონა რო არა, ძალიან მურტალი შედეგები ექნებოდა ამ სეზონში. ვერ ვიტან, როგორც ტიპს, მაგრამ ეგრეა.
საბოლოო ჯამში ესე ვიტყოდი:
ფედერერი ტექნიკურ-ესთეტიურად by far წინ არის იმ ორზე. რანაირადაც გრძნობს ბურთს, ჩოგანს, საფარს. დაუჯერებელ შოთებს აკეთებს ხოლმე. ისინი შორს არიან.
ფიზიკურად რაფა არის ნომერი 1. ხანდახან მართლა არაფერში რო არ წერია ისეთ ბურთებს ასწრებს და მერე მაინც ხოდზეა.
და მენტალურ-ფსიქოლოგიურ ამბავში ჯოკოვიჩი. მიზანდასახულობაში. კრიშტიანო რონალდოსავით მენტალიტეტი აქვს. იმენა მაგაზეა დაგეშილი, რომ გოუთი გახდეს და ყოველდღიურად მაგისთვის შრომობს. მე შეილება არ მომწონდეს ეგ თვისება, მაგრამ მაგითი გახდა ის ვინც გახდა. და დასაფასებელია. შარშან უიმბლდონზე მაგან რა მენტალური სიძლიერეც აჩვენა, როცა მთელი კორტი მაგის წინააღმდეგ იყო, არასდროს მინახავს. უდიდესია მაგის გამო.მიუხედავად იმისა, რომ ერთ ერთი ყველაზე დიდი სპორტული იმედგაცრუება იყო ჩემთვის.
სამივეს ნაზავში, ნაინც ჩემს როჯერს დავაყენებდი წინ. მარა დონით რასაც ქვია, ერთად არიან მაინც. ვინ რაშია ძლიერი მოკლედ. თუმცა მგონია, რო კარიერას რო მორჩებიან, ესე დააყენებენ:
1. ჯოკოვიჩი
2. ფედერერი
3. ნადალი
ძალიან მიზერული სხვაობით რა თქმა უნდა, ყველა რო არ დაეთანხმება, მაგრამ მაინც ესე უფრო ხშირად დაალაგებენ.