✍პოსტი ჩოგბურთის მოყვარულებს - ყველაზე იღბლიანებო
როლან გაროსზე 102 მატჩიდან 100 მოგებული, მე-13 დიდი სლემი თიხაზე, კარიერაში კი ჯამში მე-20 დიდი სლემი
34 წლის ნადალმა გაროსი სეტის წაუგებლად მოიგო!
"მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი რაფას, როგორც ადამიანს და ჩემპიონს. ნადალი ჩემი კარიერის თანმდევი შესანიშნავი მეტოქეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარეთ, რომ უკეთესი ჩოგბურთელები გავმხდარიყავით.
იმედი მაქვს, მე-20 სლემი უბრალოდ შემდეგი გაჩერებაა ჩვენს გენიალურ კარიერაში. რაფა შენ ეს დაიმსახურე", - როჯერ ფედერერი.
"ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენი პოზიტიური ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ძალიან დიდი ხანია დიდებულ კონკურენციას ვინარჩუნებთ.
ვფიქრობ, ის გარკვეულწილად ბედნიერია, რომ მე ვიგებ. მე კი მიხარია, როცა როჯერი თავის საქმეს კარგად აკეთებს", - რაფაელ ნადალი.
ამ ორი უდიდესის ურთიერთობა და კონკურენცია მართლაც, რომ ფენომენალური მოვლენა გახლავთ.
ორივე ლეგენდააა.რაფა გაასწრებს შლემებით და იქნება ყველა დროის საუკეთესო მაგრამ მართლა მისაბაძია ამ ორის ურთიერთობა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)