სოკი და ბრაიანი პირველი 2 თამაშის შემდეგვე ძაან მაგარ სიტუაციაში იყვნენ-2:0-ებით ისე იყვნენ მომჯდარი პირველზე რო თავისუფლად შეეძლოთ ნახევარფინალში ვისთან თამაშიც უნდოდათ იმათზე გასულიყვნენ და ზუსტად ეგ ქნეს მესამეში + კარგადაც დაისვენეს, თორე შანსი არაა ესე უშანსოდ წაეგოთ, თან ისე რო სეტში 2 გეიმზე მეტი ვერ მოეგოთ. ბოლოსაც გამოჩნდა რო ძაან სწორად გათვალეს ყველაფერი

საშას საღოლ მაგრად გამაკვირვა-რამდენიმე დღის წინ ლონდონში და იქამდე შანხაიში ისე იდენტურად ჰყავდა მილეწილი ნოლეს რო ნაღდად არ ველოდი 2 სეტში თან ესე ადვილად თუ მოუმთავრებდა. ფედიას მეასე გადაიდო და კაია მგონი, მიუხედავად იმისა რო აშკარად ეტყობა ის ძველი ფედო რო აღარაა და ასაკიც იტანს ნელნელა მაინც ერთი სიამოვნებაა მაგის თამაშის ყურება ლაივში, აქ რო მოეგო კიდე ძაან დიდი ალბათობით უკვე წასული იქნებოდა-თან როგორი მომენტია წლის ბოლო ტურნირს რო ამთხვევ ზუსტად მეასე ტიტულს შენ კარიერაში და კიდე გამარჯვებული რო მიდიხარ... არადა ბიჯო როგორ გინდა ჩოგბურთი ფედიას გარეშე წარმოიდგინო-შეუძლებელია იმენა

დელპოს ამბავი კიდე ვერ მომინელებია-ძლივს მოიხოდა, რამდენი ხნით ადრე გაინაღდა ლონდონში თამაში და ისევ გაიტრავმა

საბოლოო ჯამში კაი სეზონი გამოგვივიდა-მეორე ნახევარი უფრო რათქმაუნდა (ბასილას საოცრებები), მარა პირველსაც არაუშავდა რა. წლის Comeback უდავოდ ნოლეა-ნახევარი წლის წინ რო ეთქვათ საბოლოო რეიტინგში პირველზე იქნებაო მე კი არა მაგის ფანობაც კი არ/ვერ დაიჯერებდა და რეები ქნა ტიპმა-რათქმაუნდა ისიც უნდა ითქვას რო რაფა ჯანმრთელი რო ყოფილიყო არაა გამორიცხული მთლად პირველამდე ვერ გაექაჩა ნოვაკს მარა საერთოდ არ აქარწყლებს ეგ ჯოკოს მიღწევებს

კიდე უნდა ვთქვა რო ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ვინც მომავალში ეს ბობოლა სასტავი უნდა ჩაანაცვლოს-ამას წინ შემხვდა ბოლო 3 თამაშიდან ნოლემ რაც წააგო ყველაში ნექსთჯენ მოთამაშეებს დაუჩოქებიათ-მოკლედ მომავალი მაგ მხრივ საიმედო ხელშია

აი ზოგისგან კიდე გაცილებით მეტს ველოდი გინდა ატპში გინდა ვტაში და ისე უღიმღამოდ ითამაშეს მთელი წელი რო ნორმალური ფაქტიურად არაფერი გაუკეთებიათ. ეხლა ვისგან ველი რო 1 წელიწადში რეიტინგშიც ბევრად უკეთესი პოზიცია ექნებათ და კაი თამაშითაც თავს დაგვამახსოვრებენ-ოჟერ ალიასიმს თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს თავისუფლად შეუძლია 1 წლის მერე 30-ეულში იყოს, ჯორჯ ლოიდ ჰარისიც შედარებით ზემოთ იქნება ჩემი ვარაუდით, კეცმანოვიჩიც იგივე. კორენტინ მუთეს ვერაფერს ვუგებ, რაღაცნაირი ტიპია-ესე მგონია რო ეხლანდელ პოზიციასთან შედარებით სეზონის ბოლოს ან გაცილებით მაღლა იქნება ან გაცილებით ქვემოთ. იაპონელი ვატანუკიც 60-ეულში ერთხელ მაინც უნდა ვნახოთ. მათე ვალკუზში-ამანაც შეიძლება კაი შედეგები დადოს, უმეტესად გრუნტზე. ქალებში კოსტიუკი, გასპარიანი, პოტაპოვა, იასტრემსკა, ანისიმოვა. დანილოვიჩიც კაი გოგოა პროსტა სტაბილურობა აკლია ჯერჯერობით. ლიუ, სვიატეკი-ამან რადვანსკა უნდა ჩაანაცვლოს ალბათ მალე. ეს მარტო მომავალი წლის ბოლოს ვინც მესახება შედარებით მაღლა-სრული უმეტესობა ახალგაზრდები არიან, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კიდე აზიელებსაც ბლომად ვნახავთ ზემოთ-კაი თაობა მოსდით და ამდენი ჩელენჯერ/ვაილდქარდებით მაგრადაც უწყობენ ხელს. მოკლედ ვნახოთ...
This post has been edited by DelPotroN1 on 20 Nov 2018, 17:50