ბრავო სტენს! დაიმსახურა ჩემპიონობა,არამარტო დღევანდელითამაშიდან, არამედ მთელი ტურნირიდან გამომდინარე. ევანსთან ურთულესი თამაში მოიგო და მაგის მერე აშკარად გაეხსნა შვეიცარიელს. დღეს კიდე დაჯაბნა თამაშით ნოლე, თვითონ ფლობდა სულ ინიციატივას და აშკარად მარწუხებში ჰყავდა მოქცეული ჯოკოვიჩი.
გადამწყვეტ მომენტებში გამოიჩინა კიდევ რკინის ნერვები და მოგების ერთ- ერთი განმსაზღვრელი ფაქტორიც იყო ეგ. თუნდაც ბრეიკპოინტების გამოყენების პროცენტულობა რომ ავიღოთ.
ცუდად არ უთამაშია ნოლეს, უბრალოდ აჯობა ვავრინკამ. თუმცა, ნოლეც არ იყო ოპტიმალურ ფორმაში ფაქტია.
ძალიან მაგარი ჩოგბურთელია ვავრინკა და როცა თამაში მისდის კიდეც, დიდ სიამოვნებას განიჭებს მისი ჩოგბურთი კაცს. რა მკვლელი ბექჰენდი აქვს, აი ვერაფერს რომ გააწყობ ისეთი, თუ წაუვიდა ეგ ბექჰენდები.
მოკლედ, სლემებზე ნამდვილი ზეიმია ამათი დაპირისპირებები. საოცარია, მაგრამ სიტყვაზე შანხაის მასტერსი ან კანადის მასტერსი რომ ყოფილიყო, ძალიან მარტივად წააგებდა სტენი. აშკარად სხვა მოტივაციით ასპარეზობს სლემებზე

თუ ლოგიკას მივყვებით, მომავალ წელსაც ერთ ტურნირი უნდა დადოს. უიმბლდონი თუ დადო, საერთოდ მაგარი იქნება
პ.ს. მე-5 ფინალი წააგო ამერიკის სლემზე ნოლემ