Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სპორტი
->
ჩოგბურთი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(51)
« პირველი
...
45
46
[47]
48
49
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
Australian Open 2018
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bratuxia777.
Super Member
ჯგუფი: Registered
bratuxia777.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 240028
რეგისტრ.: 25-January 18
#52079391
· 28 Jan 2018, 22:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თიხაზე 2015 წლის რომის მასტერის ფინალში შEხვდნენ ჯოკოვიჩი და ფედერერი და ნოვაკმა 6-4 6-3 მოიგო
მონტეკარლოში როჯერმა 7-5 6-2
2012 წელს რონალ გაროსზე ნოვაკმა მოიგო 3-0
2012 წლის რომის მასტერზე ჯოკოვიჩმა მოიგო 2-0
2011 წლის როლან გაროსზე როჯერმა მოიგო 3-1
2009 წლის რომის მასტერზე ჯოკოვიჩმა მოიგო
2006 წლის მონტეკარლოს მასტერსზე ფედერერმა მოიგო 2-1
ესე გამოვიდა ურთიერთშეხვედრები 4-3 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ
როლან გაროსზე ანგარიში 1-1
მასტერსებზე 3-2 (სეტებში 7-5)
სეტების ანგარიში როლან გაროსზე 4-3 ნოვაკის სასარგებლოდ
მასტერსებზე
მოდი ეხლა და დამიმტკიცეთ რატო ჯობია თიხაზე როჯერი
13 ტიტული ნოვაკს და 11 ფედერერს
თან როჯერი 6 წლით დიდია
This post has been edited by
bratuxia777.
on 28 Jan 2018, 22:47
--------------------
დავიდ ვილას ძმაკაცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 193832
რეგისტრ.: 13-November 14
#52079400
· 28 Jan 2018, 22:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა და ყველაზე მძიმე მარცხები აწვნიეს ერთმანეთს.
კი გეთანხმები მაგრამ კონკრეტულად ეგ ფედერერის საუკეთესოებაზე და გოათობაზე არუსვამს ხაზს.ჩემი აზრით 20-16 წინააღმდეგ თუ ამით მსჯელობთ არარის მართალი და რატომ ნუ რაფა რო მოიგებს გაროსს ალბათ თვითონ ფედერერმაც იცის და გახდება 17-20 წინააღმდეგ მაგრამ მაინც არაფერ შუაშია შლემები აქ და კონკრეტულად შლემებით შედარება მაინდამაინც სულ რო თანაბარი შლემებით ქონდეთ მაინც ვერავინ იტყვის რო ის ამას ჯობია.ავიღოთ სამპრასი ვერავინ დამაჯერებს რომ ჯოკოვიჩზე უკეთესი იგროკია რადგან რამდნიმე შლემით მეტი აქ.დამაჯერებს რა არცაა უკეთესი სამპრასი ჯოკოზე.ფაქტი ერთია ორივე ლეგენდაა ნადალი და ფედერერი ჯოკო ამათ უკანაა მაგრამ მე არვთვლი რომ ბევრად ჩამორჩება ამ 2 რს.შეიძლება ითქვას ეგეც ლეგენდა უკვე.ფედერერის იგრას მოვესწარი რო გაიჩითა და აქამდე ვისიამოვნე მერე რაფათი მერე ჯოკოთი და ეხლა უკვე სამივეთი.ხოდა მოვრჩეთ ამ შედარებებს.სამივე არის ლეგენდა და ვისიამოვნოთ რა.და ფანობა და ბალეშიკობა კონკრეტულად ტურნირების დაწყების წინ
QUOTE
მოდი ეხლა და დამიმტკიცეთ რატო ჯობია თიხაზე როჯერი
ამას სხვები ამბობენ ზევით რამდენიმე იუზერი.ფაქტი ერთია კაროლ გრუნტისთვის აქ მოგებული ორჯერ ჯოკოს (ნუ ვერ იყო ფორმაში მაგრამ მაინც ნადალია რა)და ფედიას არა.ისედაც თიხაზე ჯოკოვიჩი უფრო თიხის მოთამაშეა ვიდრე ფედია.ანუ რაფა ვერაა მაგრამ ფედერერს თიხაზე ჯობია რა
This post has been edited by
kankava88
on 28 Jan 2018, 22:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GS88
Ice man
ჯგუფი: Members
GS88
Ice man
ჯგუფი: Members
წერილები: 9649
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14
#52079962
· 28 Jan 2018, 23:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
evаlota
აო-ზე რაც აქვს გაკეთებული ენდის
არვიცი რა
ნიჭიერებას მართალი ხარ ვერ გაზომავ და რომ შეხედო ცივი გონებით ენდი უფრო კარგი იყო ვიდრე საფინი, მაგრამ აი რაღაც დაუკმაყოფილებლობის შეგძნებას ტოვებს საფინი გაცილებით მეტი შეეძლო, რომ არ ყოფილიყო ასეთი როგორიც იყო
გასკეზეც გეთანხმები მაგაზე ნიჭიერი საერთოდ თუ ვინმე იყო უახლოს წარსულში არ მგონია
გასკე რეებს უშვებოდა ნადალს
და რომ გადმოვიდნენ პროტურში ნადალი კი არა ლოდრა აპაპულავებდა
--------------------
Blackhawks
Gunners
Roger
Suns
Sox
Markelle Fultz
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tom Brady
Old გერეფ
ჯგუფი: Members
Tom Brady
Old გერეფ
ჯგუფი: Members
წერილები: 15186
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12
#52080492
· 29 Jan 2018, 01:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაცო ამ თიხას რომ შეე#ით, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ:
პიტ სამპრასზე რა აზრის ბრძანდებით ???
როლან გაღოს 1/4-ს ვერ გაცდა, მაგრამ ტიპმა ეპოქა შექმნა და ფედაკამდე მისი 14 სლემი საერთოდ მიუღწეველი რამ ჩანდა.
286 კვირა 1 ჩოგანი იყო (ეს რეკორდიც როჯერმა მოუხსნა).
5 წელი #1 იყო და ყველას და ყველაფერს დღნამდა , რაც მოძრაობდა.
მარა თიხას ვერ შეეგუა პიტი, ვერ დაუჭირა მუღამი.
ხოდა გეკითხებით - ერთ-ერთ უდიადესად მიგაჩნიათ პისტოლ პიტი თუ პიტალოდ ???
This post has been edited by
Tom Brady
on 29 Jan 2018, 01:07
--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია
--------------------
ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013
---------------------
დაილოცოს სეტანტა TV
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ქაშიბაძე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
ქაშიბაძე
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 33030
წევრი No.: 109373
რეგისტრ.: 15-January 10
#52080625
· 29 Jan 2018, 01:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამპრასს მერე უშუალო კონკურენტი კი არ ყოლია, რომელთანაც მუდმივად ფარჩაკდებოდა
This post has been edited by
Qash
on 29 Jan 2018, 01:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 193832
რეგისტრ.: 13-November 14
#52080705
· 29 Jan 2018, 01:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
კაცო ამ თიხას რომ შეე#ით, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ:
გაწიე გამოწიე ჯოკოს დონემდეც ვერ მიდის.შენი პიტია თუ ბულტერიერი.დალშე აბა გისმენ
QUOTE
5 წელი #1 იყო და ყველას და ყველაფერს დღნამდა , რაც მოძრაობდა.
რაც არყოლია იმას როგორ მოდგნამდა
This post has been edited by
kankava88
on 29 Jan 2018, 01:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16264
წევრი No.: 100579
რეგისტრ.: 22-September 09
#52081326
· 29 Jan 2018, 09:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პეტრუჩი
როჯერი რომ გოათ არის და N1 ამას ჩემი დასტური არ უნდა მაგრამ ტური რომ სუსტია მაგის შედეგია ეს სლემი, არ ვაკნინებ როჯერს და მის დიდებულ გამარჯვებას მაგრამ ფაქტია რომ იმდენად სუსტია ტური რომ 36 წლის როჯერს რომელიც საჩემპიონო ფორმაში არ იყო ვერ ამარცხებენ და ვერც უნდა დაამარცხონ, აბა ჩილიჩს უნდა მოეგო სლემი? შეხვდა როჯერი გამოცდილ მოწინააღმდეგეს და გაუჭირდა, კინაღამ წააგო, ფინალამდე არავინ ჰყოლია ნორმალური, ლუზერ ბერდიხს არაფრად ვთვლი. დამსახურებულად მოიგო და ასევე დამსახურებულად იგებდა 2006-07 წლებში როცა რეალურად ღირსეული კანდიდატი არ ჰყოლია, ზეპირად ვიცი ეგ მატჩები და ვიცი ვინ როგორ ფორმაში იყო, რაფა ვერ გადიოდა ჰარდის ფინალებში იმიტომ რომ ხან ტრავმა ჰქონდა, ხან მხეც ფორმაში მყოფი ბლეიკი ხვდებოდა, ხან ნალბანდიანი და ა.შ. ბალახზე კი გაუწია წინააღმდეგობა და მოუგო როჯერს.
ეხლა რაც შეეხება როჯერის კონკურენტებს, ნალბანდიანი დაგავიწყდათ? სისხლს წოვდა ფედერერს, შანხაიში 2005 წელს 0-2 დან შემოუბრუნა, თან ეგ წელიწადი ფედერერის კარიერაში ყველაზე თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა. კონკურენტები ჰყავდა როჯერს მაგრამ სტაბილურად არავინ, საფინი, ჰიუიტი, აგასი, ფერერო, გონსალესი, ნალბი,კორია, კანასი,ლუბიჩიჩი,ბლეიკი, როჯერის დონისანი არ ყოფილან, მაგრამ ამათგან ნალბი როცა ფორმაში იყო ამწარებდა როჯერს. ეხლა რომ თამაშობდნენ ეგ ჩოგბურთელები ბევრს ექნებოდა სლემი
დომინანტი არ ყოფილაო არავინ როჯერის მსგავსი, აქ ცდები, დომინანტობაზე თუ მიდგა საქმე ჯოკოვიჩის ჰეგემონია უნდა ვახსენოთ პირველ რიგში, ტიპი იგებდა ჰარდზე, ბალახზე და თიხაზეც კი რაფასთან. რაფამაც თქვა რომ საუკეთესო ფორმაში მყოფი ჯოკოს დამარცხება თითქმის შეუძლებელიაო
მოკლედ რაფას ფანი კი ვარ მაგრამ რეალობა ასეთია, როჯერი გოათ არის, შემდეგ რაფა და შემდეგ ჯოკო, სამპრასთან ბოდიში მაგრამ ამ სამეულს ჩამორჩება და ვერც მაგის 14 სლემი გადაწონის ჯოკოს 12-ს.
--------------------
22 Grand Slam
Australian Open-2009, 2022
French Open-2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2020, 2022
Wimbledon-2008, 2010
US Open-2010, 2013, 2017, 2019
2 Olympic Gold Medal
2008 Beijing - Singles
2016 Rio de Janeiro - Doubles
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 193832
რეგისტრ.: 13-November 14
#52081436
· 29 Jan 2018, 10:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
როჯერი რომ გოათ არის და N1 ამას
შენ დაასკვენი?
QUOTE
დონისანი არ ყოფილან, მაგრამ ამათგან ნალბი როცა ფორმაში იყო ამწარებდა როჯერს. ეხლა რომ თამაშობდნენ ეგ ჩოგბურთელები ბევრს ექნებოდა სლემი
წერ ღირსეული კანდიდატი არყოლაო ფედერერსო და ამავე დროს უმატებ რო ყოფილიყვნენ ეხლა ფედერერის მოწინააღმდეგები შლემები ექნებიდათო.ანუ არ ემთხვევა ერთმანეთს ის რომ ფედერერს მიწინააღმდეგე არყავდა და ეხლა მოიგებდნენ შლემებს რო ყოფილიყვნენო.ვერცერთი ვერ მოიგებდა დიდი შანსით შლემს
ps.ფედერერის გოათობაზე წერას მოეშვით რადგან რადგან არარის.ყავს სამი ლეგენდა ჩოგბურთს.რაფაელო.ჯოკო.როჯერი.და შედარებები გეყოთ.
This post has been edited by
kankava88
on 29 Jan 2018, 10:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16264
წევრი No.: 100579
რეგისტრ.: 22-September 09
#52081462
· 29 Jan 2018, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kankava88
QUOTE
წერ ღირსეული კანდიდატი არყოლაო ფედერერსო და ამავე დროს უმატებ რო ყოფილიყვნენ ეხლა ფედერერის მოწინააღმდეგები შლემები ექნებიდათო
თავად ვერ გაიგე რა ვიგულსიხმე ამიტომ უკეთ აგიხსნი, დღეს ისეთი სუსტია ტური რომ მანდედან რომელიმე მოიგებდა სლემს, ყველა რათქმაუნდა არა. როჯერმა 3 სლემი მოიგო ბოლო 1 წლის განმავლობაში მაგრამ მოდით და დამიმტკიცეთ რომ უკეთეს ჩოგბურთს თამაშობს ვიდრე მაშინ როცა ჯოკოსთან წააგო უიმბლდონის და ამერიკის ფინალები, უბრალოდ მაშინ ჯოკო არ იყო ტრავმირებული და დღეს "მოკვეთილია", ეგაა განსხვავება თორემ როჯერი რაღაც საოცრებას არ თამაშობს.
QUOTE
შენ დაასკვენი?
მთელმა პლანეტამ
20 >16
ტიტულები წყვეტს
QUOTE
ps.ფედერერის გოათობაზე წერას მოეშვით რადგან რადგან არარის.ყავს სამი ლეგენდა ჩოგბურთს.რაფაელო.ჯოკო.როჯერი.და შედარებები გეყოთ.
ეგაა საინტერესო თორემ ანგარიშები ყველამ ზეპირად ვიცით
უბრალოდ სლემის მერე ვანახლებთ ხოლმე ამ დებატებს, თორემ კარიერის დასრულების მერე უნდა შევაჯამოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 193832
რეგისტრ.: 13-November 14
#52081544
· 29 Jan 2018, 10:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ამიტომ უკეთ აგიხსნი, დღეს ისეთი სუსტია ტური რომ მანდედან რომელიმე მოიგებდა სლემს,
ამაზე მკითხაობას აზრი არააქ
QUOTE
მთელმა პლანეტამ
20 >16
ტიტულები წყვეტს
აბა სად ამბობს მთელი პლანეტა რო ფედერერი გოათია.? რაც შეეხება ტიტულებით გადაწყვეტას ვინ ვის ჯობია 20-16 სა მაგით არის გოათიო,აქაც ცდები საერთოდ არაფერ შუაშია ეგ 4 ტიტული როჯერი როა წინ.შენივე პოსტს დაგიწერ ზევით დაწერე პიტს აქ მეტი ტიტული მაგრამ ჯოკოს ვერ ჯობიაო.ჩამოაყალიბდი ნორმალურად ჯერ.ან შეადარე ტიტულებით ან არა როგორც ჯოკოზე ამბობ პიტს ჯობიაო მიუხედავაფ იმისა რომ იმას მეტო შლემი აქო.კაროჩე გაერკვიე.რომელს ჭრი და რომელს კერავ.უბრალოდ მე დავამატებ რომ გოათი არცერთი არაა რადგან სამივე უდიდესია და ვერავინ გადაწყვიტავს ვინ ვის ჯობია.აი როგორც პელე და მარადონა
This post has been edited by
kankava88
on 29 Jan 2018, 11:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16264
წევრი No.: 100579
რეგისტრ.: 22-September 09
#52081583
· 29 Jan 2018, 11:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kankava88
QUOTE
აბა სად ამბობს მთელი პლანეტა რო ფედერერი გოათია.?
როგორ დაგანახო ეხლა აქ მთელი პლანეტა, მიმოიხედე ირგვლივ და დაინახავ
QUOTE
ჩამოაყალიბდი ნორმალურად ჯერ.ან შეადარე ტიტულებით ან არა როგორც ჯოკოზე ამბობ პიტს ჯობიაო მიუხედავაფ იმისა რომ იმას მეტო შლემი აქო.კაროჩე გაერკვიე
არ არსებობს 1 უნივერსალური ასპექტი შედარების, ვერ შეადარებ მხოლოდ ტიტულებით, მხოლოდ N1 კვირეების რაოდენობით , H2H-ით და ასე შემდეგ, რაფსა და როჯერს შორის შედარება სლემებით ლოგიკურია იმიტომ რომ თითქმის ორივემ ყველაფერი მოიგო (როჯერს ოქრო არ აქვს, არფას რვაკაცა) , ჯოკოსა და პიტს შორის არ იქქნება ეგ სწორი იმიტომ რომ ჯოკო უნივერსალია და პიტი არა. უნივერსალი რა არის მაგასაც დაგიწერ მერე რომ სიტყვაზე არ გამომეკიდო, ყველა საფარზე კარგად თამაშია უნივერსალიზმი, პიტს კი აქვს რომის მასტერსი მაგრამ გაროსზე ფინალშიც არ ყოფილა ამიტომ მე მაგალითად ჯოკოს 12 მირჩევნია პიტის 14-ს, მაგრამ 14 მეტია 12-ზე. ფაქტად რომ ავიღოთ
QUOTE
უბრალოდ მე დავამატებ რომ გოათი არცერთი არაა რადგან სამივე უდიდესია და ვერავინ გადაწყვიტავს ვინ ვის ჯობია.აი როგორც პელე და მარადონა
ეგ შენი აზრია და კიბატონო მაგრამ ზოგადად როჯერი,რაფა და ჯოკო. მე ასე ვთვლი და უმრავლესობა, მაგრამ როჯერსა და რაფას შორის ისეთი დიდის ხვაობა არაა როგორც რაფასა და თუნდაც ჯოკოს შორის
სმაივე რომ უდიდესია მაგას ლაპარაკი რათ უნდა, ეპოქა შექმნეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
kankava88
Cele
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 193832
რეგისტრ.: 13-November 14
#52081753
· 29 Jan 2018, 11:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
როგორ დაგანახო ეხლა აქ მთელი პლანეტა, მიმოიხედე ირგვლივ და დაინახავ
მიმოვიხედე და მთელი პლანეტა ვერა მაგრამ ჩემი ნაპარნიკი ოთარა დავინახე რომელიც კომპთან ზის.
QUOTE
ეგ შენი აზრია და კიბატონო მაგრამ ზოგადად როჯერი,რაფა და ჯოკო. მე ასე ვთვლი
ლიჩნი შოტში უფრო შეიძლება შედარება ვიდრე შლემებით.მითუმეტეს ნადალს ოქრო აქ ოლიმპიური წყვილებში და ერთეულებშიც.ეხლა რო 17 გაუხდება რაფას შლემი ყველამ იცის გაროს რო დადებს.და დავიჯერო სულ 3 შლემით წინ როხარ გოათობააა.არა არა და არა.ყოველთვის ორად გაიყოფა აზრი ისევე როგორც ფეხბურთზე პელე თუ დიეგო
This post has been edited by
kankava88
on 29 Jan 2018, 11:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16264
წევრი No.: 100579
რეგისტრ.: 22-September 09
#52081819
· 29 Jan 2018, 11:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემთვის რაფაა N1 და გოათ მაგრამ ლოგიკურად რომ სევხედოთ ფედია წინაა, არაა დიდი სხვაობა მაგათ შორის მაგრამ როჯერ თუნდაც იმით არის წინ რომ ასეთ ასაკში ახერხებს სლემების მოგებას და შემაჯამებელი აქვს.
მეც მაქვს დიდი იმედი რომ საბოლოოდ ან გაუთანაბრდება რაფა სლემებით ან სხვაობა მაქსიმუმ 2-მდე იქნება , საკამათო საკითხი ნამდვილად არის და იქნება მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ შემაჯამბელის არ მოგება ძალიან გვაზარალებს რაფაჰოლიკებს
როჯერი არის გოათ მაგრამ ზედმეტად არის გაბუქებული, 10 კაციდან 9-იცის ფედერერი ვინაა მაგრამ მაგ 9-დან 2 შეიძლება ერკვეოდეს ჩოგბურთში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tom Brady
Old გერეფ
ჯგუფი: Members
Tom Brady
Old გერეფ
ჯგუფი: Members
წერილები: 15186
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12
#52081869
· 29 Jan 2018, 12:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Qash
QUOTE
სამპრასს მერე უშუალო კონკურენტი კი არ ყოლია, რომელთანაც მუდმივად ფარჩაკდებოდა
ისევ H2H აწვებით მოკლედ.
მაშინ აღიარეთ, რომ ყველა დროის #1 არის ნოლე იმიტომ, რომ ორივეს უგებს H2H ამბებში.
kankava88
QUOTE
გაწიე გამოწიე ჯოკოს დონემდეც ვერ მიდის.შენი პიტია თუ ბულტერიერი.დალშე აბა გისმენ
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე ამ "სიბრძნის" საპასუხოდ.
ეტყობა პისტოლ პიტზე ვიკიპედიის მწირი ინფორმაციაც არ გაქვს წაკითხული.
ნანახი რომ არ გყავს, ამაზე ის სიბრძნე მეტყველებს, რაც დაწერე.
QUOTE
რაც არყოლია იმას როგორ მოდგნამდა
ბეკერი, ედბერგი, კურიე, ჩანგი, აგასი, რაფტერი, ივანიშევიჩი, მოია, შტიხი არავინაა ????
სოკი, იზნერი, სტივ ჯონსონი, კარლოვიჩი და გოფინი არიან აბა ჩოგბურთელები ?
ტიმ ჰენმანის დონისაც არ არიან.
norika
QUOTE
მოკლედ რაფას ფანი კი ვარ მაგრამ რეალობა ასეთია, როჯერი გოათ არის, შემდეგ რაფა და შემდეგ ჯოკო, სამპრასთან ბოდიში მაგრამ ამ სამეულს ჩამორჩება და ვერც მაგის 14 სლემი გადაწონის ჯოკოს 12-ს.
ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დასკვნაა.
ჯერ ერთი 14 ყოველთვის მეტია 12-ზე.
მეორე - სამპრასის დომინაცია (ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე) სულ მცირე 5 წელიწადს გრძელდებოდა, ნოლემ რამდენი წელი იჯეჯილა გამახსენე აბა ?
მესამე - საკუთარ თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში, ეს შენ არ დაწერე ???
QUOTE
20 >16
ტიტულები წყვეტს
ხოდა 12 რანაირადაა 14-ზე უფრო მეტი, თუ ტიტულები წყვეტს.
5 წლიანი უპირობო დომინანტობაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
ცუდი ისაა, რომ თქვენ თაობას ძველების თამაში არ უნახავს და ისე მსჯელობს ამა თუ იმ ჩოგბურთელის ავკარგიანობაზე.
QUOTE
სმაივე რომ უდიდესია მაგას ლაპარაკი რათ უნდა, ეპოქა შექმნეს
სამპრასმა რა ეპოქაც შექმნა, ჯოკოვიჩს არც დაესიზმრება.
This post has been edited by
Tom Brady
on 29 Jan 2018, 12:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
norika
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16264
წევრი No.: 100579
რეგისტრ.: 22-September 09
#52081918
· 29 Jan 2018, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Tom Brady
QUOTE
ხოდა 12 რანაირადაა 14-ზე უფრო მეტი, თუ ტიტულები წყვეტს.
ხომ დავწერე რომ ჯოკოსა და პიტის შემთხვევაში ტიტულები არ წყვეტს თქო რადგან პიტს გაროსზე ფინალიც კი არ დაუდია, ერთხელ იყო 1/2 ფინალში მხოლოდ და ჯოკომ ტიტულიც მოიგო და ფინალებიც ითამაშა.
QUOTE
ჯერ ერთი 14 ყოველთვის მეტია 12-ზე.
მაგაზე დავწერე უკვე და ნუ თუ ჯოკო ფორმაში ჩადგა 2 სლემს აუცილებლად დადებს თუმცა ეს 12 მირჩევნია პიტის 14-ს.
QUOTE
სამპრასის დომინაცია (ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე) სულ მცირე 5 წელიწადს გრძელდებოდა, ნოლემ რამდენი წელი იჯეჯილა გამახსენე
ეგ დომინანტობა იყო თიხის საფარის გარეშე, დომინანტობა ვიცი მე ყველგან, ყველა საფარზე, აი ჯოკოს დომინანტობა იყო ასეთი, 5 წელი არ ყოფილა მაგრამ რაც იყო ანგრევდა ყველას, რაფას 7-ჯერ მოუზო ზედიზედ, თიხაზეც მათ შორის, როჯერს სლემ ფინალებს უგებდა, ენდიზე არაფერს ვამბობ.
არ ვაკნინებ პიტს მაგრამ ჩემთვის ჯოკო უფრო დიდია.
QUOTE
სამპრასმა რა ეპოქაც შექმნა, ჯოკოვიჩს არც დაესიზმრება.
მე ეს სამი ერთობლიობაში ავიღე და მაგ კონტექსტში ვახსენე ეპოქა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ჩოგბურთი
|
იქით
»
Pages:
(51)
« პირველი
...
45
46
[47]
48
49
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0488 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.