არა რა, ამათი თამაში ყოველთვის ემოციების ზღვაა, თავისი გათამაშებებითა და დაძაბული ატმოსფეროთი. რისპექტ ორივეს!
ფსიქოლოგიურად ხომ არ არის ჯერ იმ დონეზე ჯოკოვიჩი, როგორადაც ვიცნობდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მაინც გამოავლინა რკინის ნერვები.
ხვალინდელი თამაში იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის ნოვაკისთვის. თუ მოიგებს, ეს ტიტული მაგარი Boost იქნება ფსიქოლოგიურად და არ გამოვრიცხავ, ამერიკისთვისაც გაიწიოს შემდეგ.
ნუ, ტექნიკურად ყველაფერი რიგზეა, ფსიქოლოგიური ასპექტები აქვს გასაუმჯობესებელი + ფიზიკაც. მერე მართლა დაბრუნდება ძველი ნოლე.
პ.ს. ჩემთვის მთავარია, რაფას მოუგოო. ამათ შორის ისეთი მეტოქეობაა, რომ ფედერერი–ნადალის rivarly–საც გადაწონის ჩემი სუბიექტური აზრით. დღეს რომ როჯერთან ეთამაშა ჯოკოვიჩს, შეიძლება საერთოდ უშანსოდაც წაეგო, მაგრამ ნადალთან სულ სხვა მოტივაციით გამოდის ხოლმე. აი, ამ საზიზღარ სეზონშიც კი, გრუნტზეც (რომში) ღირსეული მეტოქეობა გაუწია რაფას და მგონია, რომ როლანდ გაროსზეც ტიმზე მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა (მაგრამ აუცილებლად წააგებდა).
პ.პ.ს. ერთი ძალიან ცუდი ჩვევა აქვს (თავისთვის კარგი

) ნოვაკს. აი, რომ გგონია, დაღლილია, ძლივს სუნთქავს, ფეხს ითრევს და ჩავარდნა უნდა დაეწყოს, მანდ რაღაც დონეზე ადუნებს მეტოქეს და ეს კიდე პირიქით, ამოიქოქება ხოლმე.