მთელი ევროპული პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ პუის ასეთი განვითარება მისი ქალბატონი მწვრთნელის, ამელი მორესმოს დამსახურებაა. მორესმო ერთხელ უკვე დამარცხდა ჯოკოსთან (2015 წელს ენდის წვრთნიდა, რომელმაც ფინალი წააგო სერბთან).
ფრანგი ერთადერთი ჩოგბურთელია ატპ-ს ტოპ 50-ში, რომელსაც ქალი მწვრთნელი ჰყავს.
ჯოკოვიჩისთვის ეს დიდი სლემის 34-ე ნახევარფინალია. იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფედერერს ჩამორჩება (43 ნახევარფინალი).
თუ ჯოკოვიჩი დღეს მოიგებს, მისთვის ეს 24- ფინალი იქნება დიდ სლემებში.
ჯოკოვიჩისთვის (მოგების შემთხვევაში) მეშვიდე ფინალი იქნება ავსტრალიის ღია პირველობაზე, რითაც გაუთანაბრდება როჯერ ფედერერს.
2016 წლის შემდეგ პუი პირველი ფრანგია, რომელიც დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდა. ბოლოს ეს გაელ მონფილსმა მოახერხა, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში ....... პუი დაამარცხა

პუი პირველი ფრანგია 2010 წლის შემდეგ, რომელმაც მელბურნში ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ბოლოს ეს ცონგას გამოუვიდა.
ჯოკო დიდი სლემის ტურნირებზე ფრანგთან უკანასკნელად 2010 წელს დამარცხდა. მისი ძლევა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ცონგამ მოახერხა.