დღეს როგორც იქნა ცოტა სრულყოფილად ვუყურე თამაშებს და რა შეიძლება ითქვას:
გულბისი დაბრუნდა

მშვენივრად აწვდიდა დღეს და მიღებაზეც არაუშავდა. მარა ბედენეც ცუდი იყო ძნ.
მედვედევმა მარტივად მოაყომარა პირველი სეტუს მერე და რამდენიმე საჰაილაითე ქულაც დადო.
მეორე სეტის ბოლოს თუ არ ჩავთვლით ტიმიც თავის ბოლოდროინდელ ჩოგბურთს უბერავდა. ბოლტი კაი მასტია, ტოპ 100ში რომ არაა მიკვირს.
ზვერევი ზედმეტად პასიური იყო, მარა ზატო ორმაგი არ ჰქონდა

გერასიმოვი დაღლილი რომ არ ყოფილიყო 1-2 სეტს მაინც წამოიღებდა.
მონფილსი გადარჩა ივო ძიასთან

თავიდან ეგრევე ორმაგებით დაიბრეიკა თავი, მეორე სეტშიც ტბ-ზე სეტ პოინტი რომ ჰქონდა ივოს ხაზზე დასვა ვინერსი გაელმა და მანდ მოატრიალა კიდეც თამაში.
რუბლიოვი დიდი ვერაფერი ჩაწოდების გარდა, ვერ იყო დღეს მთლად ხოდზე.
გოფენი ძაან კარგად ყომარობდა, მერე მესამე სეტში ტრავმა აიკიდა და მეხუთე როგორ წააგო ერბერმა აზრზე არ ვარ. თვითონ დავიდმა თქვა სიცივის ბრალი იყოო, მარა რავიცი აბა.
ხაჩანოვი-იმერი რასაც ვუყურე ძაან დაბალი დონის იგრა იყო

ვერ განვითარდა კარენა, ბოლოში ხელი აუკანკალდა იმერს თორემ მოიგებდა.
სეპიც ჯობდა ვავრინკას პროსტა მეორეში და მეხუთეში ბრეიკების მერე აიჭრა და ორჯერ დაიბრეიკა თავი. ვავრინკა ვერ იყო ხოდზე, ვირუსი მქონდა და კორტზეც ორჯერ ვარწყიეო

ანდერსონი ივაშკასთანაც უნდა გავარდნილიყო, აქ აღარ გაუმართლა და თან დაიღალა. ეს ფრიცი კაი ###ა, რა აღნიშვნა გაუშვა, ყვერებიანი ვარო?

ნადალი ცუდი იყო, მარა დელბონისთან ვინმე თამაშობს კარგად? ძაან ჟუტკი მასტია, ჯერ ბურთს რამხელაზე აგდებს

ხო კირიოსიც დიდი ვერაფერი, სიმონი იყო საშინელი პირველ 2 სეტში და ძირითადად მაგის ხარჯზე გაქაჩა.
ხვალინდელ თამაშებზე შემდეგ პოსტში დავწერ