Qetusiახალი სტარია ეგ სვიატეკი, არ მინახავს ბევრი მატჩი მაგ გოგოსი და ვერ ვიტყვი ვერაფერს
აი კორიზე კი რა უნდა ვთქვა, 15 წლის ბავშვისგან რას ითხოვთ? სლემის მოგებას? ყველაფერი აქვს რომ სუპერ ვასრკვლავი გახდეს, განსაკუთრებით ხარაკწერი და ჩაწოდება არ მოგწონთ? ჯერ 15 წლისაა, ფიზიკურადაც არაა ჯერ სრულყოფილი მაგრამ ისე თამაშობს ზრდასრულს შეშურდება
კაროლინი შემეცოდა მაგრამ თავის თავს დააბრალოს, შეეძლო დღეს მოგება, მაგრამ ეგ ტუნისელიც ყოჩაღი გოგოა, არ მწყინს
აი სერენა იყო საშინელ ფორმაში, სულ ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა ქამბეკს დადებდა, 7-5 დასრულდა მესამე სეტი და ბპ-ც კი არ ჰქონია, კი კარგად აწვდიდა ჩინელი მაგრამ სერენა აუტებში უშვებდა ბურთს ან ბადეს უმიზნებდა
ნიშიოკასთან კარგად ივარჯიშა ნოლემ და საჩუქარიც მიიღო, სტეფასონი გავარდა, მილოშს ბრავო, მიყვარს ეგ მშრომელი ბიჭი მაგრამ 3-0 არ ველოდი, ცუდად იმოქმედა კოლშრაიბერთან უქმობამ როგორც ჩანს.
ფინალში ბარტი პლიშკოვა ან პეტრა პლიშკოვა მგონია, გაიცხრილა ნელ ნელა ბადე, ოსაკა, სერენა და კარო გავარდნენ, ბარტი და პეტრა ყველაზე ძლიერები არიან ამ ბადეში და გამოცდილებიც. საკარისთან რთული მატჩი უნდა ჰქონდეს პეტრას, ბარტს თუ სტოშურივით არ დაემართა და ლოკალური ფავორიტის წნეხი არ აიკიდა, მინიმუმ 1/2 ფინალი უნდა დადოს
ჩილიჩისგან ველოდი მოგებას, იცის ხოლმე ცუდად დაწყება და მერე "მინი სენსაციების" გამოცხობა, იგივეს ვიტყვი ფაბიოზე, 5-5 სეტიანების შემდეგ მარტივი 3-0.
სანდგრენი არ მოგწონთ? კარგი ტიპია, უბრალოდ ავსტრალია და აშშ ერევა ერთმანეთში და აქ იხოდება ხოლმე
ფედიას მაგრად გაუმართა მოიგო, მაგრამ ეს როგორ უნდა ვთქვა 4-8 დან რომ მოატრიალა დისაიდერიმ თან ბრეიკით აგებდა მაგრამ ფაქტია 8-4 ის შემდეგ მილმანი გაქრა, ალბათ ზედმეტად ბევრი იქნებოდა 2-ჯერ სლემზე დაემარცხებინა ფედია. ფუქსოვიჩთან გამოჩნდება ფედიას ფორმა, მილმანთან უჭაირს ხოლმე და ეგ ფაქტორიც იყო მაგრამ ზოგადად დღეს ცუდი დღე ჰქონდა
ფავორიტების სასაკლაო იყო რა დღეს, რა პირველ 4 დღეს არ ყოფილა სენსაციები, ყველაფერი დღეს გასკდა
შვებულებას რაც შეეხება, სპეციალურად დავამთხვიე