nika_k
გაუმარჯოს! ისე ჩემი ვინტი როგორაა არ მკითხულობს
ისე შენც მართალი ხარ, მესმის რომ ხალხი დაკავებულია. მე მაგათზე არც მაქვს ლაპარაკი. საქმე თუ გაქვს კაცს მაგას რა ჯობია. მე იმ მამიკოს შვილებზე და ინტერნეტ კაფეებში
საათობით მოთამაშეებზე მაქვს ლაპარაკი. წარმოიდგინე ზოგს მამიკო ყავს და თვითონ ფულის შოვნაზე არ ფიქრობს, ღმერთმა კარგად უმყოფოს მარა მუდმივი ამ სამყაროში მგონი
არაფერია და სანამ დრო აქვს რაღაც მაინც დაამუღამოს ან ფული იშოვს. საკუტარ ფულს სულ სხვა გემო აქვს! ანდა ხალხი რომლებიც დღეში თამაშში მინიმუმ 3-5 ლარს
ხარჯავს. დააგროვე რა ერთ თვეს. მეორე თვეს მოიგე რაღაც და მერე თუ გინდა დღეში 10$-ის იტამაშე შეკაცო. შენ გგონია ქაუნთერზე ნაკლები ემოციები გეუფლება ან მოგების ან
წაგების შემთხვევაში?? თუ წააგო მაგისთანამ რა მოხდა მაინც უნდა დაეხარჯა ეგ ფული დათუ მოიგო ხომ აშენდება!
ისე შენი დაკავების სია მომეწონა, განსაკუთრებით ბილოში გისწავლია კაი პროგრამები

word, windows
SIO
დაძაბული დღე გქონდა ჯიგო??? არაფერია დაჭყნადრი, მთავარია რომ ნაღდ ფულზე არ ტამაშობ და ეს ყველაფერი ვირტუალურია!
ჯერ მოდი პატარა რჩევას მოგცემ და მერე შენს კითხვებს გავცემ პასუხს!
ნერვებს ნუ აყვები თუნდას ბოლო დალარს რომ აგებდე. სიტუაცია შეიძლება წამიერად შეიცვალოს და მოიგო! ასევე ძაან გულდამღერებული ნუ იქნები თუ დიდ თანხას იგებ, შეიძლება
ამ შემთხვევაშიც უცბად წააგო! დღეს ალბათ ნახავლი რამხელა სანთლები იხაზებოდა. უცდად სპადი და უცბად პადიომი.
შემდეგი რჩევა. ეს ძირითადია ამ საქმიანობაში და შეეცადე ყოველთვის მას გაყვე! ნუ აყვები ნერვებს. ეგაა ერთადერთი შენი მტერი ამ ბაზარზე/ ეგ დაგაკარგინებს ყველაფერს თუ
დაგაკარგვინებს. შეეცადე ყოველთვის სივად იაზროვნო რაც არ უნდა ხდებოდეს და ემოციების გამოჩენა ძირშივე მოკლა. როგორც ერთ საიტზე წერდნენ: წააგეთ, არაფერია დაივიწყეთ,
ცივად გაანალიზედ მომხდარი და გათვალეთ რატომ მოხდა ეს, იმისათვის რომ შემდეგში მინიმუმამდე დაიყვანოთ იგივეს გამეორების შანსი. მოიგეთ დაივიწყეთ უფრო ჩქარა იმიტომ რომ
მოგების ეიფორია ხშირად არასწორ ნაბიჟს გადაგადგმევინებთ!
კიდე ერთი ჭკუის დარიგება (ნუ მიწყენ შენთვის მინდა) არასდროს არ იტამაშო მთლიანი თანხით ან შენი კაპიტალის დიდი რაოდენობით! მე გამგეს მესენჯერში გუშინწინ ველაპარაკე
და რაღაცეები ავუხსენი, ეხლა შენი ჯერია.
კაროჩე მიჩნეულია რომ ტრეიდერმა შეიძლება უარყუფითად ითამაშოს და ეს შეიძლება იყოს 30-დან 50-პუნქტამდე. თუ ამჩნევ რომ ტენდენცია გრძელდება ჯობია წამგებიანი პოზიცია
სწრაფად დახურო მინიმალური წაგებით! მეორე შენს მიერ წაგებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15-20% შენი კაპიტალისას. ანუ მთლიანი ფულით შესვლა სიკვდილის ტოლფასია.
რატომ იცი?? წარმოიდგინე რომ 2000 გაქვს ეს უდრის 200 000 და შენ ამით სულ შეხვედი თამაშში. თუ კურსი არახელსაყრედ იცვლება და ეს წავიდა 100-პუნქტზე შენი თანხა
ავტომატურად ანულირდება. იმიტომ რომ 100-ზე მეტის მხარდაჭერა შენ არა გაქვს. თუ შენ შემთხვევით დღის აბსოლიტური პიკი დაიჭირე და მერე წავიდა არასასურველი ხოდი
მაშინ კაპუტ. იმიტომ რომ შენთვითონაც ხედავ რომ ყოველდღე 150 პუნქტიანი მოძრაობა არის და ეს ცუდი სიტუაცის შეიძლება მეორე დღეს გამოსწორდეს მაგრამ შენი ანგარიში უკვე
კაპუტ. ასეთი რამ რომ არ მოხდეს ყოველთვის უნდა გქომდეს ასე 400 ან 500 პუნქტის მარაგი. ვთქვათ და წააგე 100 პუნქტის. ეგ იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს რომ ვსიო
წავედით სახლებში აწი აღარაფერი მაქვს! თავიდან მეც დიდი თანხებით ვთამაშობდი (ისე რა დიდი ეგ იყო 30$ იყო სულ მარა მთლიანი ანგარიშის კაპიტალი იყო და იგივე შეიძლება
10 000-იც ყოფილიყო) და დიდ თანხებს ვიგებდი, მაგრამ ბოლოს მოვტვინე რომ დიდი რისკია და ეხლა პატარა თანხებით ვთამაშობ (პატარა არ ნიშნავს რომ 50$ ნაკლებიანით).
ვშოულობ შედარებით ცოტას, მაგრამ ცუდი სიტუაციის შემთხვევაში თუ წამგებიან პოზიციას არ ვხურავ მთლიან თანხას მაინც არ ვკარგავ!
ახლა შენი კითხვები:
შენი ყიდვა გაყიდვის კურსები წამგებიანია 1.0824-ზე გაყიდე და 1.0820-ზე იყიდე ხო?? აკროჩე მინიმუმ უნდა გქონდეს ყიდვა გაყიდვაში 7 პუნქტი განსხვავება რომ შენში დარშე
და არაფერი გქონდეს მოგებული, მარტო მერვე პუნქტიდან იწყებ შენი ფულის შოვნას! ხომ გახსოვს 5 პუნქტი მიაქვს უცხოელს და 2 პუნქტი აქაურებს? ეს გასავალი ყოველთვის გაქვს
მოგებით თუ წაგებით დახურავ პოზიციას! შენს შემთხვევაში განსხვავბა იყო 4 პუნქტი, ანუ ვთქვათ გაისტუმრე აქაური 2 პუნქტი მიეცი და უცხოელსაც მიეცი 2 პუნქტი და ვალად
დარჩენილი 3 პუნქტის ტანხა კი ანგარიშიდან აგახიეს!
Added by ja_ja on 28th Feb 2003 05:27:[quote]შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ როგორც ჩანს სესიის განმავლობაში (თუ ვიგულისხმებთ რომ ერთ ვალუტათა წყვილზე თამაშობ) თუ იყიდი 100 000 ერთეულს, უნდა გაყიდო
იგივე რაოდენობის ერთეულები, რომ ვაჭრობა შეწყდეს. თუ გაყიდე 95 000, დაგრჩება 5 000 გაუყიდავი და ვაჭრობა დახურული არ არის. ანუ იმ 5000 ის კურსიდან
გამომდინარე იცვლება შენი კაპიტალის მოცულობაც.[/quote]
კი მაგაში მართალი ხარ, რამდენითაც შეხვედი იმდენით უნდა გამოხვიდე. ნაკლებს გამოხვალ რაღაც დარჩება და იცვლება, მეტს გამოხვალ და ეს ნიშნავს რომ შენი დახურე და
დანარჩენი ზედმეტით ახალი პოზიცია გახსენი.
ჰო სიტყვა ვირტუალური დაივიწყე რა ვითომ და ნაღდზე ვბაზრობთ თორემ მაბნევს!
[quote]ერთი ის მითხარი სად ფიქსირდება ის დარჩენიი ვირტუალური ფულადი ერთეეულების რაოდენობა, რომ ვიცოდე რა უნდა გავაკეთო (რამდენი გავყიდო უნდა თუ ვიყიდო
უნდა) რომ ვაჭრობა დავხურო? მე შემიძლია ვითამაშო ერთი და იმავე რაოდენობის მაგ. 100 000 ერთეულის ყიდვასა და გაყიდვაზე, მაგრამ სულ მაგასს ვინ ითვლის?[/
quote]
გამოიტანე ბალანსის ფანჯარა და იქ ნახავ ყველანაირ ინფოს რამდენს იგებ რამდენს აგებ. რამდენი დაგრჩა სხვა პოზიციის გასახსნელად და ასე შემდეგ
[quote]პროგრამა თავის ჭკუაზე ასუფტავებს ორდერებს და სდელკებს, არადა მე მინდა რომ დარჩეს.
რა პერიოდით აკეთებს ამ რეფრეშებს ერთი ის მითხარი[/quote]
მაგ პროგრამას აქვს ორდერების ისტორია: информация ->ордера-> история. მანდ მიუთითე რა პერიოდი გაინტერესებს და გამოგიჩენს ისე კი მსოფლიოში 12.00 საათის
მერე ხდება მიმდინარე ტერმინალის ჩამოყრა, გახსნილი პოზიციების გადატანა (სხვათაშორის გახსნილი პოზიცია თუ 12-საათამდე არ დახურე და გადავიდა შემდეგ დღეზე მაშინ შენ
ამაში ისევ ფულს იხდი, ქართულ ვარიანტში 1 პუნქტი. მე ეხლა რუსულ საიტზე ვთამაშობ დემოს და იქ 1 ღამე 36 დოლარია, ზოგან ეს ტანხა 50$ და 100%, აქ ჯერ
შერავათები გვაქვს, ძირითადადესეთი დიდი ტანხები გამოწვეული იმით რომ თამაშობ დიდ ფორექსზე, მონიზე 20-30$ და სუპერ მინი მსოფლიოში არც კი იციან. მგონი ვსიო.
[quote]როგორ შეიძლება შევინახო მე ინფორმაცია კურსების შესახებ? პროგრამა მე მაძლევს ინფორმაციას მხოლოდ ბოლო 24 საათის კურსებისშესახებ, მაგრამ ტენდენციების
ანალიზისათვის საჭიროა მეტი. საიდან ეს მეტი?[/quote]
სწორეა ტერმინალი გიჩვენებს მარტო 24 საატის ინფოს. დანარჩენი დღეების ინფორმაცია კი ერთწუთიანი გრაფიკით შეიძლება ტრიგაბაიტები გამოვიდეს. შენ აზრძე ხარ შენს კომპზე
გადმოიქაჩოს ყოველწუთიერი ინფო 1971-წლიდან დაწყებული. აეეეეეეეეეე რა ვინჩესტერი გაქვ მაგისთანა რომ 30 წელზე მეტს იტევს

. თუ სხვა დღეების ნახვა გინდა გრაფიკს
ძირს მარჯვნივ აწერია რამდენ წუთიანი განახლება ჰქონდეს. შენ გიყენია 1 წუთი, გადაიყვანე 5 ჭUთზე და იგივე გრაფაში დაეტევა 5 დღის ინფო და ასე შემდეგ. რეალურად
ბაზარზე რაიმეს გაგება თუ გინდა 15 ჭუთიან გრაფიკებზე ნაკლებით თითქმის ვერაფერს გაიგებ. ეგ შენთვის ჯერ ადრეა მაგრამ 1 წუთიანში ისე ჩქარა იცვლება იმფოემაცია რომ
ძნელია რაიმე კანონზომიერება დაინახო. ანალიზისთვის ვაბშე 1 დღიანი შუალედები გამოიყენება, იმისათვის რომ ვალუტის მოძრაიბის ტენდენცია გაიგო.
კაროჩე ჯიგრაბო რომ ვამბობდი საიტი გაკეთებულია! დიზაინზე არ მომედავით მეთვიტოვ ვიცი რო დებილობაა. მე არ ჩავთვალე რომ აუცილებელი იყო გაფორმება. თითქმის ყველაფერი
ავტვირთე ეხლა იმ დიდ ფაილს ვეჩალიჩები უკვე მესამეთ გამიწყვიდა აქაჩვა არ ვიცი რატომ. ბოლოსდაბოლოს დავტეხავ და ისე ავქაჩავ
საიტი აქ აგდია
www.geo-forex.narod.ru თუ ვინმეს გინდათ მიხედოთ ამ საიტს მოგცემთ პაროლს, თუ გინდათ გადაქაჩეთ ყველაფერი თქვენტან და სხვა საიტი გახსენით
არანაირი პრობლემა არაა. არანაირი პრეტენზიები.
ჰო მართლა ეხლა მაგ საიტს მივაბავ სკრინშოტებს თუ როგორ გამოიყურება ჩემთან ტერმინალის ფანჯარა. ალბათ დაგეხმარებათ ეგეც. ასევე დავაგდებ ლინკს რუსულ პროგრამა
metatreider-ზე ჩამოქაჩეთ კაი რამეა ანალიზისთვის R5-ში ეგეტ ანალიზს ვერ გააკეთებთ, ეგ სავაჭროთაა კარგი დამოხელხებული მაგრამ ანალიზში მოიკოჭლებს! მაგის სკრინსაც
დავაგდებ და ყედ რაღაც ფერადი ხაზები ეხატება მაგის აზრს მერე აგიხსნით.
აბა ჰე ბევრი ფული გეშოვოთ. და ისე ვხვდები რომ ჯობია რეალში შევხვდეთ და ისე აგიხსნათ ყველაფერი თირე დაწერით ყველაფერს ისე ვერ წერს კაცი როგორც ლაპარაკობს!