GB-S:
მე ალპარის მეტატრადერ-ით დემოზე ვმუშაობ.
ბოლო დროს ინტენსიურად ვიყენებ Wealth-Lab-ს სადაც მართლა მაგარი ჭკვიანი ხალხია შეკრებილი და ატესტირებენ სავაჭრო სისტემებს და რაც მთავარია ამ სისტემის სკრიპტებს აქვეყნებენ უფასოდ საიტზე. მოკლედ ყველას ძალიან ფურჩევ გადმოქაჩოს და დააყენოს
http://www.wealth-lab.com საიტიდან 2.1 ვერსია კრეკს მე გიჩალიჩებთ

(ონ-ლაინი ვერსიებიც არის მაგრამ ეს არაფერია გადმოქაჩულ ვერსიასთან შედარებით). მოკლედ ჩემი აზრით ომეგის TradeStations გაცილებით სჯობია. ისე მართალი გითხრათ Wealth-Lab უფრო აქციებზე, ფიუჩერსებზე და ინდექსებზე არის ორიენტირებული მაგრამ სისტემაში მთავარი პრინციპია და თავისუფლად შეიძლება სკრიპტის MetaTrader-ში გადატანა. მოკლედ იქ მე ძირითადად QQQ, SPY da DIA ვატესტირებ. ისე მართალი რომ გითხრათ ვალუტა კია რის ყველაზე ლიკვიდური მაგრამ ამავე დროს ყველაძე ძნელი სავაჭროც არის რადგამ უამრავი კორპორაციები და ბანკები ჩალიჩობენ თავიანთი "პროფ" ტრეიდერებით. QQQ მომწონს ყველაზე ძალიან და ადვილი სავაჭროც არის ვალუტასთან შედარებით. მეტა ტრეიდერ-ში არის QQQ CFD-ში.
მე თქვენ გამოგიგზავნით იმ სკრიპტებს რომლებიც მე დავატესტირე და რომელზეც მუშაობა გრძელდება

მოკლედ ვინმემ თუ ნახა ჩემი წინა სკრიპტი და რა აზრისაა?
კიდევ გამოგიგზავნით ერთ პატარა "სისტემას" რომელიც ევროზე 4 საათიანი გრაფიკით 2001 წლის აპრილიდან დღემდე აკეთებს 180,000$-ს 5000$-იანი საწყისი დეპოზიტით...

და არა მარტო ევროზე, იგივეს იმეორებს იენზეც, ფრანკზეც და ... ნებისმიერ ვალუტაზე!!!! დიახ!

მოკლედ თავად სცადეთ და მერე განსაჯეთ

.
ისე რატომ ჩავიციკლე ამ სისტემებზე იცით? მე არ შემიძლია სულ ბაზარს ვუყურო, განა იმიტომ რომ ვერ ვიტან, არამედ დრო არა მაქვს ამისა თორემ დიდი სურვილიცა მაქვს რომ იცოდეთ.

ეხლა ბოლომდე გეტყვით ,რომ მე არ შემიძლია ინტერნეტში ღამით ვიმუშაო, ჯერ ერთი რომ სახლიდან ძვირია და მეორეც დროც არა მაქვს ამისთვის: თუ არ გამოვიძინე მეორე დღეს ვერ ვივარგებ სამსახურში. თუმცა საბირჟო ვაჭრობა სტუდენტობიდანვე ძალიან მაინტერესებს და სულ ამაზე ვოცნებობდი. ეხლა ეს რეალობა ხდება და მინდა ისეთი მეთოდით ვივაჭრო რომელიც ჩემს ცხოვრების სტილს მოერგება: ჯერ მე ისე მყარად ვერ ვგრძნობ თავს ფორექსზე რომ ყველაფერს თავი დავანებო და ამას მივხედო - ცოლ-შვილია შესანახი და რას იზავ

. სამსახურიდან დღისით ვარ on-line და სულ ეს არის. ისიც საქმეები მაქვს და იმას ვაკეთებ (აბა ისე ფულს ვინ გადაგიხდის

)
მოკლედ მე თქვენსავით ჯერ-ჯერობით დეიტრეიდერი ვერ ვიქნები ვერანაირად, ისე თეთრი შურით მშურს რომ ამას ახერხებთ... ამიტომ მინდა დღიურ გრაფიკზე ვიმუშაო და გადაწყვეტილება დღეში ერთხელ მივიღო: ან გავხსნა პოზიცია, ან დავხურო, ან სტოპები და პროფიტ ტარგეტები გადავანაცვლო. მოკლედ ასეა საქმე. აქედან გამომდინარე ვეძებ... ვინც ეძებს იპოვის კიდეც

მოკლედ გამიგრძელდა ახლა... ისე მართლა მაინტერესებს ხალხო რას ფიქრობთ ჩემს ახალ სკრიპტზე (ისე ეს სკრიპტიც სხვამ დაწერა და მე გავაუმჯობესე). არ გაუშვათ იცოდეთ დღიურ გრაფიკზე ტესტი თორემ!!!!!... შედეგებზე პასუხს არ ვაგებ!!!! კომპიუტერი უბრალოდ ვერ გაუძლებს და თქვენ თუ გაუძლებთ

მოკლედ აბა დროებით
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 45 )
100x_Maxo_.mql