დაკვირვების შედეგი რომელიც მინდა გაგიზიაროთ
დღეს მაგალითად ჩვეულებისამებრ დავათვალიერე საინფორმაციო ვებ გვერდები.
დოლარი/ევრო ვარდებოდა სადღაც 1.2370 ის მიდამოებში და ტენდენცია იყო შემცირებისაკენ.
სიენენ.კომ ზე ახალი არაფერი იყო, ხოლო, სხვა საინფორმაციო ვებ გვერდებზე ისეთი მოვლენა ვერ დავლანდე რომელიც გამოიწვევდა დოლარი/ევროს კურსის ამაღლებას. მერე შევედი
http://www.aljazeera.com/in11.asp ბოლო რამოდენიმე დღეა დაკვირვებული ვარ, რომ როცა რამე ბომბის აფეთქება მოხდება ანდა რამე ისეთი სერიოზული... აქ ყოველთვის პირველად გადის ხოლმე ნიუსი.
ჰოდა ამ დაკვირვების შედეგად ეგრევე გავხსენი ნახევარ ლოტზე პოზიცია, დავაყენე ლიმიტ ორდერი და დაველოდე, \
ჯერჯერობით ამერიკას ძინავს, გაღვიძებისთანავე რომ გაიგებენ, რომ 7 ამერიკელი ავღანეთში მოკვდა ბომბზე, ალბათ დოლარი/ევრო-ს კურსი ზემოთ წავა. ჯერჯერობით პროგნოზი გამართლდა და უკანასკნელი 1 საათის განმავლობაშI კურსი ზემოთ მიდის, მე კი დაახლოებით 200 პუნქტს ვიგებ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად გამართლდება პროგნოზი ბოლომდე.
გუშინ მსგავსმა ქმედებამ გაამრთლა და დღის მანძილზე დაახლოებით 200 პუნქტი მოვიგე, მაგრამ გამათავა.
და საერთოდ, მსგავსი დაკვირვებები რომ აქ დავწეროთ კარგი იქნებოდა აზრების გასაზიარებლად.