turqeti22ხოდა მაგას ვიძახი მეც... გამჭირვალეობა არ არის ეკონომიკაში და ვიღაც დებილებს ტაშს უკრავენ რაღაც სისულელეს რომ იტყვიან ან დაწერენ, თორ როგორც ეგეთი არ საფონდო ბირჟაა რამე შუაში და არც საბანკთაშირისო სავალუტო. სისტემაა უაზრო და სტრატეგია ეკონომიკური განვითარების, და უბედურობა იმაშია რომ ამ სისტემას დებილების გარდა ჭკვიანი ხალხიც მოერგო, რომელიც სისტემაზე მუშაობს და სისტემის ნაკარნახებ "ცუდს" ჭკვიანურად და ხარისხიანად აკეთებს, თორე ყველა დებილი რო იყოს რო უჭირს, დებილი იმიტომაა დებილი რო ყველაზე ადვილი გზით მიდის და მაგის გაფუჭებულის გაოსწორება ადვილია.
ყვეაფერში ჩანს ეს, თუნდაც საბაჟოზე, თუნდაც აი რავი, ვაჟაზე გზის გამყოფი რო გააკეთეს ხო გინახავთ? აი პროსტო ვის და რატომ დაებადა ასეთი ნახაზი და ვინ და რატომ დაამტკიცა? პროსტო გაიარეთ იქ მანქანით რა... და მერე დაწერეთ თქვენი აზრი.
არ განვეკუთვნები ხალხის არც იმ კატეგორიას რომელიც ყველაფერზე თავს აქნევს თანხომის ნიშნად და არც იმათ ვინც პროსტო პაჟიზნი ნაწყენია, უბრალოდ ვთვლი რომ სისტემა არის დამპალი, პირველ რიგში წესები არ არსებობს ყველასთვის ერთნაირი რომ იყოს ისეთი.
აი... აქ შედით, ეს წარმატებულ ქართულ ეკონომიკურ პროექტად ხო ითვლება არა?
http://www.investingeorgia.org/ მარაზმია უბრალოდ. რატო უნდა დავეთანხმო და დავუკრა ტაში სახელმწიფოს რომელიც რეალურად არაფერს ან ვერაფერს არ აკეთებს ეკონომიკური განვითარებისთვის და რაღაც უაზრო არგუმენტები მოყავს, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იქედან გამომდინარე რო სიტუაციას არ იცნობს და შესაბამის სფეროში განათლება არ აქვს ეთანხმება?
პოპულის ნეტ პროფიტის % რევენიუდანრა იყო 2008-ს აგვისტომდე და ეხლა რა %-ია? რის ხარჯზე? თუ იცის ვინმემ კონკრეტული ციფრები დაწერეთ. მე იმედი მქონდა რო კრიზისი კაკ მინიმუმ საყოფაცხოვრებო და საკვებ პროდუქტებზე კონკურენციას გაამძაფრებდა ფასების მხრივ, ეს უაზრო 200% პროფიტის მენტალიტეტი დაიმსხვრეოდა და დედებით შედეგს იქონიებდა, იქედან გამომდინარე რო კრიზისი ყოველთვის არის სინუსოიდი და ყველა სფერო ერთდროულად არ ზარალობს კრიზის დროს, არამედ სხვადასხვა სფეროს სინოიდის მსგავსათ აქვს ჩავარდნები, რეალურად ზუსტად საკვები პროდუქტებით მოვაჭრეებს უნდა შეეხოს კრიზისი ეხლა ან შეეხო უკვე, იქედან გამომდინარე რომ ხალხის გარკვეული რაოდენობა სამსახურიდან დაითხოვეს ხოლო გარკვეულ რაოდენობას შემოსავალი შეუმცირდა და ყიდვითი უნრაიანობა შესაბამისად შემცირდა. რეალურად კი სურთი არ შეცვლილა, კი სამშენებლო სექტორს მაგრად დაეტყო, მაგრამ აპრიორში ბნების დიდ ნაწილს ის ხალხი ყიდულობდა ამ იმ ხალხოს თანამონაწილეობით იყიდებოდა რომელიც საქართველოში არ მუშაობს. ეს კიდე იმის მაჩბენებელია რო ეკონომიკა პროსტო არ გვაქ და არა იმისი რო ისეთი მაგრები ვართ რო ჩვენ არ შეგვეხო კრიზისი როგორც ზოგზოგიერთები იძახიან და მერე ყველა თავს უქნევს.
მე ცუდი კი არ მინდა და კი არ მიხარია ამას რო ვწერ, უბრალოდ ეს ჩემი ხედვაა, და თუ ვცდები ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაცუკეთესი იქნება.
* * *
ან ვთქვათ თურქეთთან ხელშეკრულებამ ან რა მოიტანა რეალურად ან თუ რამე მოიტანა რა არის ამაში საქართველოსთვის დადებითი? დღგ დარჩა... საბაჟო გადასახადი მოიხსნა, საბაჟო გადასახადი ისედაც კოდების მიხვედით უმეტესობაზე ნულოვანი განაკვეთით იყო... რისთვის გაპიარდა?
ზატო თურქეთში ქართული ტრაილერი 600 ლიტრზე მეტი საწვავით ვერ გადადის, ცარიელი საერთოდ ვერ შედის იმისთვის რომ იქ დაიტვირთოს, თურქული ტრაილერები კიდე როგორც უნდა ისე უბერავენ აქ. იგევ ეხება ავტობუსებს რომლებსაც ხალხი გადაყავთ. თურქული ბოსტნეულით და არა მარტო სავსეა აქაურობა, რომელიც ხარისხით ჩვენსას არ ჯობია... რაღაც გარკვეული პროტექციონიზმი ხო უნდა არსებობდეს... თუ ვინმეს გონია რო მართლა ტურიზმი აცოხოვრებს მთელ ქვეყანას? ეგრეც რომ იყოს ტურიზმიც არასწორად ვითარდება და თანც მომსახურება არის საძაგელი და არც გამოსწორდება უახლოესი 10-15 წელი მინიმუმ.
რა არის ამ ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია? ჯერ ეს გავარკვიოთ და მერე იმაზე ვიმსჯელოთ რატო ვითარდება ან არ ვითარდება ეკონომიკა საქართველოში.