Hermes007ბახარხალა გააჩნია შენ შიდა ტურიზმს ირჩევ თუ საზღვარგარეთის ტურების გაკეთებას გეგმავ

შიდა ტურიზმი როგორც ასეთი დიდად განვითარებული არააა არსებობს ერთი ორი სააგენტო რომლებიც ძირითადად შიდა ტურიზმზე მუშაობენ უკვე მოძებნილიც ყავთ თავიანთი სეგმენტი (ძირითადად სტუდენტები) მაგრამ დიდ მოგებას ჯერ ვერ ნახულობენ.
საერთოდ ტურისტული სააგენტოები რომ იხსნება, იწყებენ შემდეგნაირად, რომ ვიღაცეებს მოუნდებათ უბრალოდ ფულის კეთება ადგებიან მოძებნიან რომელიმე მომგებიან ადგილს ან ნაკლებად მომგებიანს როგორც წესი ავიაბილეთების სალაროს აკეთებენ და იქვე ტურ პაკეტები თურქეთში და ეგვიპტეში, თურქეთში ბევრი იაფიანი კომფორტული სასტუმროა. იქაურ სააგენტოებთან და ხშირად იქაურ სასტუმროებთან აქვთ მოლაპარაკება და საკმაოდ იაფიან ტურებს ყიდულობენ. შედეგად დაბალი დონის ჭ ხარისხის სააგენტო მაგრამ ფული კეთდება

მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველ წელს იზრდება პროცენტულად საქართველოდან თურქეთში წამსვლელი დამსვენებლების რიცხვი
ტურისტების საქართველოში მოზიდვა კი ყველა სააგენტოს ოცნებაა

)) 2 უმთავრესი პრობლემაა: პირველი ავიაბილეთების ფასი (ნუ ამ ბოლო პერიოდში თითქოს რაღაც ძვრები შეინიშნება ამასთან დაკავშირებით), მეორე სერვისის ხარისხი არ პასუხობს ფასს.

თან თუ გავითვალისწინებთ რომ უცხოელები მიჩვეული არიან ფულის სწორად ხარჯვას
* * *
სერიოზული, სოლიდური, ჩამოყალიბებული და დიდი ტურისტული სააგენტოს გაკეთება თუ გინდათ ამისთვის დაგჭირდებათ დიდი თანხები, ტურიზმის მენეჯმენტის კარგი ცოდნა (რის მაგისტრატურასაც მე ეხლა ვამთავრებ, მაგრამ ბანკში ვმუშაობ

ჩემი ჯგუფელების უმეტესობაც ) და პროფესიონალი კადრები, მაგრამ მაინც ძალიან გაგიჭირდება და რა გამოგივა ვინ იცის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს კარგი ტურისტული გარემო სადაც იმუშავებს ძლიერი, გამართული, აბსოლიტურად პროფესიონალი კადრებით, ჩამოყალიბებული მრავალფეროვანი და ხარისხიანი სერვისით, კარგი ტურისტული პაკეტებით აღჭურვილი ტურისტული სააგენტო. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ბევრი ტურისტი და მრავალფეროვანი ტურისტი

თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო რომ არის ერთი ორი სააგენტო რომელთაც შანსი აქვთ გახდნენ ძლიერი და ბევრათ კარგი სააგენტოები, მაგრამ კადრები უმეტესად ყველგან არაპროფესიონალები ყავთ

მე პირობითად დღევანდელ სააგენტოების საქმიანობას საოჯახო ბიზნეს ვეძახი
ამ ბოლოდროს დაიწყეს კიდევ სასწავლო ტურების გაკეთებაც ძირითადად დოდ ბრიტანეთში ესეც მომგებიანი გახდა, რადგან დღესდღეობით საზღვარგარეთ ნასწავლ კადრებს ითხოვენ, თუმცა ეს სააგენტოები ძირითადად კონტაკტებს იაფფასიან კოლეჯებთან ამყარებენ რადგან კლიენტს ბევრის გადახდა არ შეუძლია და შესაბამისად იქაც ვინმე ,,რამე" კოლეჯს დაამთავრებს და მერე ჩამოდიან აქ და აგიჟებენ გასაუბრებაზე hr ებს

))))) ეს კიდევ სხვა თემაა
მოკლედ ასეა და იმედი მაქვს მალე რამე შეიცვლება