turqeti22
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 628
წევრი No.: 93010
რეგისტრ.: 5-June 09
|
#14317878 · 17 Jun 2009, 14:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სათამაშო ბიზნესის სფეროში გასცემს შემდეგი სახის ნებართვებს. 1. სამორინეს მოწყობისათვის; 2. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის; 3. ტოტალიზატორის მოწყობისათვის; 4. ლოტოს მოწყობისათვის; 5. ბინგოს მოწყობისათვის; 6. წამახალისებელი გათამაშების მოწყობისათვის. ნებართვების მოქმედების ვადა განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან 1 წლის ვადით. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას. ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხა: სამორინეს მოწყობის ნებართვის მისაღებად წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენთიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის რაიონის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის რაიონებისა და წყალტუბოს რაიონის ტერიტორიისა) – 5 000 000 ლარი; ქ. ბათუმში, დუშეთის რაიონის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის რაიონებში – 250 000 ლარი; სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა წყალტუბოს ტერიტორიაზე. გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ. დ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისათვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის, თუ ფართობი ნებართვის მაძიებელის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ე) სამორინეს დებულება, რომელშიც მოცემულია: სამორინეს მოწყობის წესები, სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები, მინიმალური და მაქსიმალური ფსონის სიდიდე, სამორინეში მოქცევის წესები. ვ) სამორინეში არსებული დანადგარების (სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები) ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის მითითებით. ზ) სათამაშო ჟეტონების ნიმუშები. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენთიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (მოსაკრებლის ოდენობაა 8 000 ლარი). გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ. დ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისათვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის, თუ ფართობი ნებართვის მაძიებელის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ე) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის მითითებით. ვ) სათამაშო აპარატების თამაშების მოკლე აღწერილობები, თითოეულ აპარატზე მაქსიმალური ფსონისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით. მომგებიანი თამაშობის (ბინგო, ლოტო, ტოტალიზატორი, წამახალისებელი გათამაშების ) მოწყობის ნებართვის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენთიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 2. სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (მოსაკრებლის ოდენობა ტოტალიზატორის მოწყობისათვის შეადგენს 12 000 ლარს, ხოლო წამახალისებელი გათამაშების, ლოტოსა და ბინგოს მოწყობისათვის – 6 000 ლარს). 3. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ. 4. ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისათვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის, თუ ფართობი ნებართვის მაძიებელის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, სადაც მზადდება ლატარიის ბილეთი ან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი მათი დასამზადებელი რაოდენობისა და დამზადების ღირებულების მითითებით. 6. მომგებიანი თამაშობების გათამაშების წესები (რეგლამენტი). ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს გათამაშების წესებში (რეგლამენტში) უნდა აისახოს მოგებათა გარანტირებული გაცემის მექანიზმი, წარმოდგენილი საპრიზო ფონდის (მოგების) უზრუნველყოფის ფარგლებში; 7. მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში ოთხ ეგზემპლარად, გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. იურიდიული პირის შემთხვევაში ბილეთის ნიმუში დამტკიცებული უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ. მომგებიანი თამაშობის ბილეთზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) იურიდიული (ფიზიკური) პირის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი; ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა); გ) ბილეთის ნომერი (პოლიგრაფიულად შესრულებული ნიმუშისათვის ნუმერაცია 1-დან თანმიმდევრობით, მოცულობის შესაბამისად); დ) გაცემული ნებართვის ნომერი; ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი; ვ) თამაშის ზოგადი წესი; ზ) მოგების მიღების ვადა და ადგილი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი საჯაროობა და თამაშის წესების დაუბრკოლებლად მიწოდება მომხმარებლებზე და მოთამაშეებზე. 8. ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორ ეგზემპლარად უნდა წარედგინოს მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი; ბ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; გ) საპრიზო ფონდი; დ) პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა და ღირებულება (გარდა ტოტალიზატორის, ლოტოსი და ბინგოსი); ე) მომგებიანი თამაშობის ფულადი ან ნივთობრივი მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს გათამაშებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღისა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადა განისაზღვრება გათამაშებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მოგების გაცემა უნდა განხორციელდეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა. 9. ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს ორგანიზატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის დოკუმენტი, არანაკლებ 10000 ლარისა. - ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეულ ობიექტზე. ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილება (გადამისამართება) ობიექტის ადგილმდებარეობის შეცვლის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს: სათამაშო აპარატების სალონის მოსაწყობად: 1. ახალი საიჯარო ხელშეკრულება; 2. ძველი ნებართვის დედანი; 3. სათამაშო აპარატების ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქახრხნო ნომრის, დამზადების წლის მითითებით; ტოტალიზატორის/ბინგოს, ლოტოს მოსაწყობად: 1. ახალი საიჯარო ხელშეკრულება; 2. ძველი ნებართვის დედანი; 3. ახალი ბილეთების ნიმუშები; 4. სტამბის ხელშეკრულება. 5. მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ნებართვას გასცემს დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 20 დღისა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ნებართვის წაღების უფლება აქვს ნებართვის მფლობელს ან მის მიერ მინდობილობით აღჭურვილ პირს. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ანდაზიანები სშემთხვევაში ნებართვის მფლობელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 10 ლარს). განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში სამინისტრო გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს. საკონტაქტო ნომრები: 261 231; 261 220; e-mail: gamingregulator@mof.ge
|