gogat86Forex-ის რეალურ ანგარიშზე არასდროს მივაჭრია, დემო-ზე - კი ბატონო. ყველა მაგაზე სწავლობს დასაწყისისთვის.
რომელიმე სერვერიდან უნდა გადაქაჩო MetaTrader ან სხვა რომელიმე სავაჭრო პლატფორმა. გახსნა დემო ანგარიში (უფასოა), აირჩიო მხარი, საწყისი თანხა და შეგიძლია დასცხო......
თუმცა მერე აღმოაჩენ, რომ საჭიროა ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის შესწავლა, რამოდენიმე ინდიკატორის გამოყენების ცოდნა და ა.შ.
არის ბევრი საიტი თუ ფორუმი სადაც განიხილავენ მიმდინარე ტრენდებს და ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ პროგნოზებს აკეთებენ, ამ საიტებზე ბევრ წყალთან ერთად ანგარიშგასაწევი ინფორმაციაც ბევრია.
არის საიტები სადაც კონკურსები მიმდინარეობს და იქ მონაწილეობა როგორც ამბობენ კარგი პრაქტიკის მომცემია და სადაც ძირითადად ჩინელები იმარჯვებენ, თუმცა ერთხელ ვნახე ქართველი მესამე ადგილზე....
რაც შეეხება შემოსავალს რა თქმა უნდა შეიძლება, ბოლოს და ბოლოს სოროსმა მილიარდი გააკეთა...
თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავალუტო ბირჟაა მსოფლიოში სადაც ბევრი ნამდვილი "აფთარი" მუშაობს და მაგ სამყაროში გადასარჩენდ ცოდნა, ინტუიცია და ძალიან მდგრადი ფსიქიკაა საჭირო (ემოციები და მოუთმენლობა ყველაზე დამღუპველიაო .....)
ბევრი რომ არ გავაწყალო გული წაიკითხე:
А.Элдер. Как играть и выигрывать на бирже,
Д.Швагер. Технический анализ.Полный курс,
Ларри Вильямс. Долгосрочные секреты краткосрочной торговли,
Д.Сорос. Кризис мирового капитализма და ა.შ.
ამის მერე შეიძლება უკვე გადაწყვიტო გამოგადგება ეგ საქმიანობა თუ არა