irakli1901მადლობა პასუხისთვის.

წინა გვერდებზე იდო მისამართი საბაჟო სამსახურის და მივწერე:
"gamarjoba
vcxovrob germaniashi, saqartveloshi ar vyofilvar 2009 wlis seqtembris shemdeg (2006 wels wamovedi) minda rom chamovide saqartveloshi, da minda tan
wamovigo chemi nivtebi, (ara ekonomikuri saqmianobisatvis) vapireb es nivtebi chavawyo manqanashi, manqana gamovagzavno konteinerit, me
gadmovfrinde da davxvde chems tvirts da mankanas saqartveloshi.
mainteresebs, am shemtxvevashi unda gavabajo is nivtebi rac mankanashi acyvia?
tu mokmedebs shegavati romelic itvaliscinebs 15 000 larze naklebi girebulebis nivtebis argabajebas?
winaswar gixdit madlobas"
ამათმა კი მომწერეს:
"Gesendet: 11:47 Montag, 17.Oktober 2011
Betreff: Re: New Question
ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2011 წლის 15 ოქტომბრის ელექტრონული წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ იმპორტის გადასახადისაგან
გათავისუფლება გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ზემოაღნიშნული მუხლის ,,დ.დ” ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება უცხოეთში ყოველ 6 თვეზე
მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის
განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო
დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის
მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის)
იმპორტი (ამასთან, საქონელი რომ ჩაითვალოს ფიზიკური პირის მიერ შემოტანილად, სატრანსპორტო დოკუმენტებში თავადვე უნდა ფიქსირდებოდეს როგორც გამომგზავნ, ისე მიმღებ მხარედ).
გისურვებთ წარმატებებს
შემოსავლების სამსახური
ყურადღება: ვებ-გვერდის მეშვეობით გამოგზავნილი წერილი ატარებს საინფორმაციო ხასიათს, შესაბამისად მასზე გაცემული პასუხი ვერ იქნება იურიდიული ძალის მატარებელი"
ეხლა მინდოდა მომეძებნა ის 27, 87 და 97-ე მუხლები მეთქი რას ეხებათქო და შენი წერილიც წავიკითხე.

ანუ ცხოველ-მცენარე და მაგათი საჭმელ-სასმელი არ მომაქვს.
ჩემი ნახმარი ნივთებია უმეტესობა, (მიკროველე, პატარა LCD ტელევიზორი, ხერხი, ე.წ."დრუჟბა" კარვები, ზურგჩანთა ტანსაცმელი და რავიცი ეგეთი წვრილმანი, რაც აქ მქონდა ანდა მანდ ოჯახისთვის ვიყიდე)
და მანქანა ხო 40 დღე შეგიძლია განუბაჟებლად ატარო? თუ ეგ ეგრევე უნდა გააბაჟო როგორც კი შემოვა?
და ერთი კითხვა კიდე. მე რომ 1 კვირით ადრე ჩამოვიდე და დაველოდო ის 1 კვირა მანქანას, შარს ხომ არ მომდებენ?
ანუ მეგობარმა მითხრა ეგ შეღავათი (15 000 ლარიანი) მაშინ მოქმედებს თუ მანქანა-ტვირთთან ერთად გადაკვეთავ საზღვარსო.
ამაზე იცი რა როგორაა?