goga-mariamiinfo@rs.ge ესაა მაგათი საიტი
მე სხვა რამე მაინტერესებდა და ეს მივწერე დღეს:
"გამარჯობა
ადრე თქვენთან კითხვა გამოვაგზავნე, თუ რა ღირებულების პირადი მოხმარების (არა ეკონომიკური სარგებლობისათვის) ნივთების შემოტანის ნებართვა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეს რომელიც 6 თვეზე მეტი იმყოფებოდა საზღვარგარეთ---რაზეც თქვენგან ამომწურავი პასუხი მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და იმედი მაქვს არც ამჯერად დამზარდებით და ამომწურავ პასუხს გამცემთ.

მოკლედ
ნივთები რომელიც მე მეკუთვნოდა (არა ეკონომიკური სარგებლობისთვის) ჩავაწყვე ჩემსავე ავტომანქანაში და გამოვაგზავნე კონტეინერით რომელიც ამა წლის 20 მარტს გემით შემოვა ბათუმში.
რომალსაც დავხვდები მე რათა განბაჟებისთვის განკუთვნილი 15 000 ლარიანი შეღავათი ჩემს ნივთებზე გავრცელდეს. (საქართველოში ბოლოს ვიყავი 2009 წლის სექტემბერში)
მაინტერესებს მე საქართველოში 20 მარტს უნდა ჩამოვიდე თუ ადრეც შემიძლია ჩამოვიდე და მანდ დაველოდო ჩემს ტვირთს?
და თუ ადრე (მაგ. 10 მარტს) ჩამოვედი გავრცელდება თუ არა 15 000 ლარიანი საბაჟო შეღავათი? მიუხედავად იმისა რომ ჩემი ტვირთი 20 მარტს ჩამოდის და მე დახვედრის დროს უკვე მეათე დღე იქნება რაც საქართველოში ვიმყოფები?
წინასწარ გიხდით მადლობას"
თუ მომწერეს პასუხი აქაც გავაზიარებ
ისე თქვენ რა იცით ამის შესახებ?