კარგი
დავიწყოთ იქედან რომ, მანქანა ჩამოგივა ბათუმის პორტში.
პორტის შესასვლელთან 8საშვთა ბიუროს ეძახიან) მიიღებ შენი მანქანის საბუთებს
საბუთებს გადმოგცემს იმ გამგზავნი ფირმის წარმომადგენელი საიდანაც მანქანას აგზავნი.
ამ საბუთებს აძლევ საშვთა ბიუროში და გიწერენ საშვს, მარტო შენ გივებენ ტერიტორიაზე სხვა თანმხლებ პირს არა.
გაივლი ერთ საკონტროლო პუნქტს, და შედიხარ პორტის ტერიტორიაზე.
პირდაპირ ასე 50-60 მეტრში არის კონტეინერების ჩამოსატვირთი, იქაც მოგიწევს კონტროლი.
და შედიხარ საბაჟოს ტერიტორიაზე.
ფურცელზე რაც საშვთა ბიურომ მოგცა აწერია შენი კონტეინერის ნომერი
შენთვის საინტერესოა ნომრის ბოლო 3 ციფრი. დაელოდები იმ კონტეინერის გახსნას და გამოვა შენი მანქანაც.
(ეხლა მერე დრო რომ არ დაკარგო, სანამ საბაჟოს ტერიტორიაზე შეხვალ იქვე ხელმარცხნივ არის ბანკის პატარა ბუტკა, აქ უნდა გადაიხადო თანხა. ამ ქვითარს მერე საბაჟოს ტერიტორიაზე საბუთებს სადაც აკეთებენ პირველ სართულზე მიიტან(ფანჯარასთან უნდა დადგე

) და ნომრებს მოგცემენ.) 52 ლარი ღირს 45 დღიანი ტრანზიტულები.
შევბრუნდეთ ისევ საბაჟოს ტერიტორიაზე.
გამოვიდა მანქანა, უნდა ახვიდე მეორე სართულზე (იმავე შენობასთან (კონტეინერია შენობა კიარა

) და უთხრა რომ შეღავათი გეკუთვნის, მანქანა ენს სახელზეა შენვე გამოაგზავნე შენვე დახვდი.
რომ არ გაგაწვალონ, სანამ ბათუმში წახვალ შედი ნებისმიერ საპატრულოს ოფისში და ამოაწერინე ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ, ამ საბუთს ითხოვენ იქ, რათა დარწმუნდნენ რომ შენ 6 ტVეზე მეტია საზღვარგარეთ ხარ.
მერე მოვა ექსპერტი, გადახედავს ნივთებს
და თუ გაქვს ველოსიპედი, ბავშვის ეტლი, აკვარიუმი, კიდე რაღაცეები წერია იმ 87-ე მუხლში შეგიფასებს და გადაიხდი იქ სადაც ნომრების ფული გადაიხადე.
იმ ქვითარს მიიტან ისევ ამ საკონტროლო პუნქტთან, იქ მოგცემენ რამოდენიმე ეგზემპლარ საბუებს
ამ საბუთებს მერე ტავად ინაწილებენ, 1 ცალი ექსპერტს მიაქვს, შემოსალების სამსახურში გასაგზავნად
ერთი ცალი გამოსვლისას კონტროლიორმა უნდა აიტოვოს. (ეს კონტროლი მანქანის ძარის ნომერს ამოწმებს და ისე რა გადახედავს რა გიდევს მანქანაში.)
და ერთი ცალი გრჩება შენ.
რაც შეეხება ამას არანაირი ცნობა შეღავათის შესახებ არ გჭირდება,
ეგ ჭირდება იმას ვინც კომერციულ საქმიანობას ეწევა
აიტზე ვერ ნახავდი ვერაფერს იმტომ რომ დარეგისტრირებული არახარ.
ეგ იმათთვისაა ვინც ხშირად იყენებს შემოსავლების სამსახურს.
ერთაერთი ცნობა რაცაა შენ გჭირდება ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ
მემგონი არაფერი ამომრჩა
თუ რამე ვე გაიგე მომწერე და შევეცდები უფრო დაწვრილებით ავხსნა