#7077505 · 24 Oct 2007, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი დეტალურად აგიხსნით რა ხდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.
მისიის დებულება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა, რის განსახორციელებლადაც, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გაიღებს მთელ თავის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
პრიორიტეტები 2007-2010 წლებისთვის
ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა: საბაჟო ადმინისტრირება; საგადასახადო ადმინისტრირება; ლიცენზირება; ბიზნესის რეგისტრირების სისტემა; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ; ტურიზმი
ეკონომიკურ სექტორში სახელმწიფო მმართველობის ხელშეწყობა: სახელმწიფო ფინანსები; ადგილობრივი თვითმმართველობა; პრივატიზაცია; სოციალური სისტემა; ათასწლეულის განვითარების მიზნები
ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა: სემინარ-ტრენინგები ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით; ეკონომიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდების კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება; ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების ხელშეწყობა
მიდგომა: ანალიტიკური კვლევები; რეკომენდაციების შემუშავება; კანონპროექტების მომზადება და ექსპერტიზა განვითარების გეგმების ფორმირება; ტრენინგები და კონფერენციები; კონსულტაციები; გზამკვლევისა და საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება
ორგანიზაციული სტრუქტურა
საერთო კრება, გამგეობა (სარევიზიო კომისია, მრჩეველთა საბჭო)
აღმასრულებელი სამსახური: ადმინისტრაციული განყოფილება, განვითარების განყოფილება, ფინანსური განყოფილება, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ეკონომიკური განათლების პროგრამა, კვლევითი ცენტრი.
ეკონომიკური განათლების პროგრამის ფარგლებში უფასო ტრენინგებზე დასწრებსათვის უნდა გაიაროთ შესარჩევი ტესტები. ტესტები არაა მარტივი. შეიძლება რთულიც იყოს, რადგან ტრენინგებზე დასწრების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.
აქვე გაგაცნობთ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთ პროექტს: ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო.BCNG. ეს უფრო მეწარმეებისათვის არის შექმნილი და გარვეულ უფასო მომსახურებასაც სთავაზობს მცირე მეწარმეებს. თუმცა აქვე ტარდება ფასიანი ტრენინგებიც, მაგრამ საკმაოდ შეღავათიან ფასებში, რადგან საგრანტო დაფინანსებაზეა ამჟამად. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უფასო ტრენინგებზე ვერ მოხვდებიან.
|