პირველი პოსტიდან ბოლო პოსტამდე გადავიკითხე ეს თემა

ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა თითქოს,მხოლოდ ვებ-გვერდი წყვიტავდეს კლიენტის მოძიებას

მთავარია კარგი ხელოსნები გყავდეს თორემ ინტერნეტში რა გექნება მიბმული რა მნიშვნელობა აქვს

("ინტერნეტით "რასკრუტკის იმედზე არ იყოთ"
ჩვენს სარეკლამო კომპანიას სუპერთანამედროვე საიტი არ ააქვს,(ან რაში სჭირდება?

)მაგრამ კლიენტთა
მზარდობას არ ვუჩივით.საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ და ფაქტობრივად
ჩვენი ნეონის- მასალებით მარაგდება მთელი საქართველო.შარშან კი საუკეთესო სარეკლამო კომპანიის სერთიფიკატიც მოვიპოვეთ ,ექსპოჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე.
შარშანწინ როდესაც დაარსდა ჩვენი სარეკლამო კომპანია დიდი ფული დაიხარჯა პოპულარიზაციაში პიარში და რეკლამაში,ფაქტობრივად 2 ჯერ უფრო მეტი დაჯდა ვიდრე თვითონ სარეკლამოს შექმნა აღჭურვა

მის მერე აგერ 2 წელია კაპიკი არ დახარჯულა კომპანიის პიარში

სამთავრობო დაკვეთების გარდა,რამოდენიმე მსხვილ კომპანიებს ვუწევს პარტნიორობას და ეს ყველაფერი საკმარისია
იმისთვის რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს

მთავარია იმუშაოთ დევიზით: რეკლამის ხარისხიანი დამზადება მოკლე დროში დაბალი ფასებით.
აუცილებელია კვალიფიციური ხელოსნების ყოლა,თორემ სხვა დანარჩენი თავისით მოვა.
ეს კი ჩვენს შესახებ მოკლედ:
სარეკლამო კომპანია "ნეონი 333" დაარსდა 2006 წლის აპრილში. სარეკლამო საქმეში ევროპული დონის სტანდარტისა და ხარისხის მხრივ, იგი ერთერთი მოწინავე კომპანიაა მთელ ამიერკავკასიაში. "ნეონი 333"-მა დაამყარა კომერციული ურთიერთობა იტალიის ნეონის დამამზადებელ ფაბრიკა ტექნო-ლუქსთან, რომლის თანახმად, ჩვენი კომპანია ამიერკავკასიაში ამ საწარმოს ექსკლუზიური დილერია. ჩვენს მიერ დამზადებული ნეონის რეკლამები განთავსებულია ქ.თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. "ნეონი 333"-ს აქვს გარე რეკლამის ფერადი ციფრული ბეჭვდის ფართოფორმატული დანადგარი "CHALLENGER FY-33VC" ბეჭვდის სიგანე 20მ.
ჩვენს მიერ მზადდება სარეკლამო კონსტრუქციები ლაითბოქსი, მოცულობითი ასოები, ნეონის პროდუქციას ქმნიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები. სარეკლამო კომპანია "ნეონი 333"-ს გააჩნია სარეკლამო ფარები (ბილ-ბორდი) 3X6 მეტრი ზომი ფოთი-ბათუმის მაგისტრალზე, რომელზეც შესაძლებელია რეკლამის განთავსება. ჩვენი მუშაობის დევიზია რეკლამის ხარისხიანი დამზადება მოკლე დროში დაბალი ფასებით , კომპანია სისტემატურად დაკავებულია სიახლის ძიებით და დანერგვით სარეკლამო სფეროში.
2007 წლის 30 ივნის ქ.თბილისში კომპანია "TECNOLUX ITALIA", "ТЕХНОЛЮКС РОССИЯ" კომპანია "ნეონი 333"-თან ერთად ჩაატარა რეგიონალური სემინარი ცივი კათოდი (ნეონი) არქიტექტურაში, შუქის დიზაინისა და გარე რეკლამაში გამოყენების უახლესი ტექნოლოგიების შესახებ. სემინარის ლექციასა და პრაქტიკულ ნაწილს უძღვებოდა "TECNOLUX GROUP"-ის პრეზიდენტი ბრუნო ტაკკანი.
www.neon333.ge