დელოიტში გასაუბრებაზე მკითხა: შენთვის მისაღები ხელფასი რამდენიაო, შეგიძლია არ მიპასუხოო.
და მე კიდე ვუთხარი 800 ლარიდან მეთქი....
და რას ნიშნავს ეხლა ეს? 800 ლარს დამინიშნავენ თუ ამიყვანეს? მე უბრალოდ მინიმალური მისაღები ვუთხარი და იმას ხო არ ნიშნავს რო მაგდენს მომცემენ, როდესაც სხვებს 1,000-ის რაიონში აძლევენ, სუფთას? წინდაუხედავად მოვიქეცი, ან უნდა განმემარტა ჩემი პასუხი... ისე ხომ არ იცით დელოიტში კონკრეტულად უნიფიცირებული სახელფასო განაკვეთია თუ არის დიდი განსხვავება ახალი ასისტენტების ხელფასებს შორის???
==============================
ნელნელა ბევრი ნიუანსი მახსენდება გასაუბრებიდან, რაზეც სხვანაირად გავცემდი პასუხებს... ზედმეტად დიპლომატიურად ვპასუხობდი, ალბათ ჯობდა უფრო ერთმნიშვნელოვანი პასუხები მიმეცა, თორე იფიქრებენ რამდენს ყოყმანობს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდაო.
ჯობია ალბათ გულწრფელი იყო საერთოდ. მაგრამ შეიძლება კიდევ მეორე სტრატეგიის ამორჩევა: ანუ არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპაჟების კლასიფიკაცია ყველაზე გავრცელებული ავიღოთ Jung-ის თეორიის მიხედვით 16 ფსიქოტიპაჟია 4 კრიტერუმიდან გამომდინარი, შეგიძლიათ აქ ნახოთ ეს კრიტერიუმები:
http://www.socionics.com/main/types.htmმერე ამოირჩევთ ამ ვაკანსიისთვის რომელიც იქნება ყველაზე მისაღები, ჩემი აზრით Introvert, Sensing, Thinking, Judging (ISTJ). მერე დაათვალიერეთ რამოდენიმე სხვადასხვა საიტზე კითხვები და ამ ფსიქოტიპაჟისთვის შესაბამისი პასუხები და დაიმახსოვრეთ. ისედაც მიხვდებით ამ ფსიქოტიპაჟის ლოგიკას და მერე გამოიყენებთ გასაუბრებაზე.
ისე არამგონია მთლად მაგ ფსიქოტიპაჟით ცხრილავდნენ კანდიდატებს, ალბათ უფრო ზოგადი წარმოდგენა რო შეექმნათ, ნორმალურია თუ არა კანდიდატი. უბრალოდ არ ვიცი გასაუბრებიდან კიდევ რა პროცენტი უნდა გაიცხრილოს. არამგონია მთლად მაგდენი აპლიკანტი ყავდეთ რო ფსიქოტიპაჟით ცხრილავდნენ ხალხს.
ღამეებს რო ვათენებდი დელოიტის ისტორიაზე და ინდუსტრიული ტრენდების კითხვაში გასაუბრების წინ, არ ჯობდა ამაზე გადამეხედა?! მაგრამ ეგეთი რჩევა ჩემთვის არავის არ მოუცია...
This post has been edited by bachog on 18 Aug 2010, 06:22